GEO
2021.10.29

გადასახადები

უკან დაბრუნება

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქვეყანას სჭირდება: სკოლები, ხიდები, გზები, მაგისტრალები. თუმცა კითხვაზე, თუ როგორ და ვის მიერ უნდა აშენდეს ისინი, ზუსტი პასუხი არ გვაქვს ხოლმე. Ჩვენ ასევე ვიცით, რომ გვჭირდება პოლიცია, ექიმები, მეხანძრეები, თუმცა კვლავ ისმის შეკითხვა : ვინ უნდა გადაუხადოს მათ ხელფასები?  

საქმე ისაა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ სერვისებსა თუ პროდუქტებს იყენებს მთლიანად საზოგადოება. ადან გამომდინარე, სწორედ საზოგადოებამ უნდა გასწიოს ხარჯები მათი ფუნქციონირებისთვის. ადასახადები კი სწორედ რომ საზოგადოებისგან თანხის მობილიზების საშუალებაა, რომელსაც მთავრობა იყენებს. სახელმწიფო ადასახადების საშუალებით აფინანსებს მშენებლობებს, სკოლებს, პოლიციას და კიდევ მრავალ სხვა რამეს, რაც თითოელ ჩვენგანს სჭირდება. მასთანავე, ადასახადებისგან იღებენ მთავრობის წევრები ხელფასებს და რაც მთავარია, გადასახადები არის ის, რითაც ფინანსდება ყველა ის საქმე, რაც საზოგადოების, თითოეული მოქალაქის ინტერესს ემსახურება. Ამიტომაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა არის გადასახადები, რა ტიპისაა, როდის ვიხდით და რამდენს ვიხდით.

 

პირველ რიგში გავიგეთ, რომ გადასახადები არის გზა იმისათვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს თითოეული მოქალაქისთვის საჭირო პროდუქტი და მომსახურება. თუმცა აქ ჩნდება მეორე კითხვა, კერძოდ, როგორ უნდა შეგროვდეს გადასახადები და ვინ უნდა ჩაითვალოს გადასახადის გადამხდელად. ირველი ლოგიკური პასუხი ამ კითვაზე, ალბათ, არის ის, რომ გადასახადი უნდა გადაიხადოს იმან, ვისაც შემოსავალი აქვს. ჩვენც ამ ლოგიკას მივყვეთ და დავიწყოთ საუბარი საშემოსავლო გადასახადზე.

 

საშემოსავლო გადასახადი

საშემოსავლო გადასახადი არის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადი, რომლის გადამხდელს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც შემოსავალს იღებენ საქართველოში არსებული წყაროდან. საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია შემოსავალთა კატეგორიები, რომლებიც იბეგრება სტანდარტულად 20%-იანი განაკვეთით, არასტანდარტული განაკვეთით ან გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან. მაგალითად, მასწავლებლების შემოსავალი იბეგრება 20 %-ით. საცხოვრებელი სახლის გაქირავებით მიღებული შემოსავალი - 5%-ით, ხოლო ისეთი შემოსავლები, რომლებსაც სახელწიფო გასცემს (პენსია, სტიპენდია) გათავისფლებულია გადასახადისგან.    

საშემოსავლო გადასახადი არის იმ ინდივიდებზე მორგებული, რომლებიც მუშაობენ და შემოსავალს იღებენ. Მაგრამ შემოსავალს ასევე იღებენ ბიზნესები, საწარმოები და კომპანიები. წორედ მათთვის არის სპეციალურად დაწესებული მოგების გადასახადი.

 

მოგების გადასახადი

მოგების ყოველთვიური გადასახადი ვრცელდება ისეთ საწარმოზე, რომელიც საქართველოში საქმიანობს  მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. Მოგების გადასახადის განაკვეთია 15%.  ოგების გადასახადი გაუნაწილებელი მოგების, საწარმოს ძირითად საქმიანობასთან კავშირის არ მქონე ხარჯის, საჩუქრად გაცემული ნივთების ან თანხის ან კიდევ საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წარმომადგენლობითი ხარჯის ოდენობაზე მეტი ხარჯის მიხედვით დაითვლება. Მაგალითად, თუ თქვენ კომპანიიდან 1000 ლარი გაეცით საჩუქრად, მაშინ მოგების გადასახადი იქნება 1000*15%, რომელიც შეადგენს 150 ლარს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველოში მოქმედებს მოგების გადასახადის ესტონური მოდელი, რომლის მიხედვითაც, საწარმო თავისუფლდება მოგების გადასახადისგან, თუ მოგების რეინვესტირება ხდება ისევ ბიზნესში. Მართალია, ეს მოდელი ამცირებს გადასახადებისგან მიღებულ შემოსავლებს, მაგრამ მოგების რეინვესტირება არის პოზიტიური ეკონომიკური სტიმული, რომელიც გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

როგორც ნახეთ, საშემოსავლო და მოგების გადასახადები არის პირდაპირი გადასახადები, ანუ ინდივიდი და მეწარმე უშუალოდ იხდიან მათზე დაკისრებულ გადასახადს. უმცა გადასახადები ყოველთვის პირდაპირი არ არის. ამის მაგალითია დღგ - დამატებული ღირებულების გადასახადი.

 

დამატებული ღირებულების გადასახადი

დამატებული ღირებულების გადასახადი არის არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც წარმოადგენს მიწოდებული  საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატს და რომელსაც იხდით თქვენ, მომხმარებელი. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადასახადს თქვენ იხდით, მისი სახელმწიფო ხაზინაში გადარიცხვა ევალება პროდუქტის ან სერვისის მომწოდებელს. წორედ პროდუქტის ან სერვისის მომწოდებელს ეწოდება დღგ-ს გადამხდელი. ღგ-ს გადამხდელი პროდუქტის ფასში ითვალისწინებს ამ გადასახადს და სწორედ ამიტომაც ჰქვია მას დამატებული ღირებულების გადასახადი. დღგ-ს განაკვეთი 18%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ დღგ-ს გადახდა ყველას არ უწევს. უ ბიზნესის წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე ნაკლებია, მაშინ ბიზნესისთვის ნებაყოფლობითია დღგ გადამხდელად დარეგისტრირება. აგრამ თუ წლიური ბრუნავა 100 000 ლარზე მეტია, მაშინ დღგ-ს გადახდა აუცილებელია. მასთანავე, არსებობოს ისეთი პროდუქტები და მომსახურებები, რომლებიც დღგ-ს გადახდისგან თავისუფალი არიან. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყავნოთ საგანმანათლებლო ნივთებით ვაჭრობა.

სახელმწიფო არა მხოლოდ საქართველოში წარმოებულ პროდუქტებსა და მომსახურებს ბეგრავს, არამედ უცხოეთიდან შემოტანილსაც. სწორედ ამიტომ გვაქვს იმპორტის გადასახადი.

 

იმპორტის გადასახადი

როგორც სიტყვიდან ჩანს, იმპორტის გადასახადი მხოლოდ იმ პროდუქტებს ეხება, რომლებიც საქრთველოში შემოდის სხვა ქვეყნებიდან. სევე, გადასახადი მოქმედებს იმპორტზე და არა ექსპორტზე. ღსანიშნავია ისიც, რომ ზემოთ ჩამოთვლილი გადასახადებისგან განსხვავებით იმპორტის გადასახადს სტანდარტული განაკვეთი არ გააჩნია. გადასახადი დამოკიდებულია ქვეყანაში შემოტანილი პროდუქტების კატეგორიებზე.

მსგავსად იმპორტის გადასახადისა, პროდუქტების კატეგორიაზეა ასევე დამოკიდებული აქციზის გადასახადის საპროცენტო განაკვეთიც.

 

აქციზის გადასახადი

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ აქციზის გადასახადი სხვა გადასახადებთან შედარებით უფრო მრავალფეროვანია, კერძოდ, ის ეხება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი პროდუქტის წარმოებას, რეალიზაციას, იმპორტსა და ექსპორტს. მაგალითად, აქციზის გადამხდელები არიან სიგარეტისა და საწვავის მწარმოებლები, რეალიზატორები, იმპორტიორები და ექსპორტიორები. Როგორც უკვე აღვნიშნეთ, საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია კონკრეტული პროდუქტის ტიპზე.

 

ჩვენს მიერ ჩამოთვლილი ხუთივე გადასახადიდან შემოსული თანხა უშუალოდ სახელწიფოს ცენტრალურ ხაზინაში ირიცხება, საიდანაც საჭიროებისამებრ ნაწილდება რეგიონებზე. თუმცა არსებობს ისეთი გადასახადიც, რომელიც არა საერთო-სახელმწიფოებრივს, არამედ ადგილობრივ გადასახადს განეკუთვნება. ეს არის ქონების გადასახადი

 

ქონების გადასახადი

ქონების გადასახდი დამოკიდებულია ინდივიდის სტატუსზე, კერძოდ, ფიზიკური პირია თუ იურიდიული. ასევე რა ოდენობის შემოსავალი გააჩნია და ქონების რა ტიპს ფლობს ( უძრავი, მოძრავი). როგორც წესი, ქონების გადასახადი 1%-ს არ აღემატება და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქონების გადასახადიდან შეგროვებული შემოსავალი ადგილობრივ ბიუჯეტში გადაირიცხება.

ამგავრად, როგორც გავარკვიეთ, საქართველოში არსებობს ექვსი ტიპის გადასახადი. მათი ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან გადასახედებს ვიხდით ჩვენ, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რას ვიხდით, რატომ ვიხდით და რამდენს ვიხდით.

შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის

წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე

გაწევრიანდი
×

რეგისტრაცია

×

ავტორიზაცია