GEO

სტარტა

პროექტი ატარებს საპილოტე ხასიათს და შერჩეული იქნება 20 ქალი მეწარმე. აქსელერაციის პროგრამა დაიწყება 2022 წლის იანვრიდან და გაგრძელდება 2022 წლის აგვისტოს ბოლომდე. 
პროექტს ფინანსურად მხარს უჭერს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში. 

აქსელერაციის პროგრამა  შექმნილი იმ იდეით, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეს ჰქონდეს ის ცოდნა და უნარები, რომელიც მას დაეხმარება ერთის მხრივ არსებული ბიზნესის სწორად მართვაში და ასევე, სამომავლო ზრდასა და განვითარებაში. კერძოდ, პროგრამა მოიცავს 3 ძირითად კომპონენტს:
•    ტრენინგები
•    მენტორინგის პროგრამა
•    ნეთვორქინგი
მაქსიმალური ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად ტრენინგები და მენტორინგის პროგრამა განხორციელდება პარალელურ რეჟიმში, რაც გულისხმობს იმას, რომ ტრენინგებზე მიღებული ცოდნის გამყარება შესაძლებელი იქნება უშუალოდ პრაქტიკული სამუშაოებით კვალიფიციურ, მდიდარი გამოცდილების მქონე მენტორებთან. ხოლო, ტრენინგებისა და მენტორინგის პროგრამის დასრულების შემდეგ ეფექტიანი ნეთვორქინგის მიზნით დაიგეგმება და განხორციელდება სხვადასხვა აქტივობები. 
Starta-ს ტრენერები და მენტორები არიან მდიდარი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე ადამიანები. ასევე, აქსელერაციის პროცესში მოგიწევთ დაესწროთ სხვადასხვა წარმატებული პროფესიონალების მასტერკლასებს და უშუალოდ მათგან მოისმინოთ პასუხები თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.

აქსელერაციის პროგრამები

აქსელერაციის პროგრამა ქალი მეწარმეების გაძლიერებისთვის

 

პროგრამის განხორციელების ფორმატი აქსელერაციის მთელი პროცესი განხორციელდება დისტანციურად, პლატფორმა zoom-ის გამოყენებით. მონაწილეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ შეუფერხებლად ჰქონდეთ ინტერნეტი და ამავდროულად ჰქონდეთ ისეთი ტექნიკური მოწყობილობა, რომლითაც შეძლებენ zoom-ის გამოყენებას (მაქსიმალური ეფექტიანობისთვის უმჯობესია ეს იყოს პერსონალური კომპიუტერი) Starta-ს მიზნებისთვის აქსელერატორის მონაწილეების შერჩევისთვის გათვალისწინებული იქნება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმები:

  • ბიზნეს მოდელი - არის თუ არა ბიზნეს მოდელი პერსპექტიული (საშუალო და გრძელ ვადაში განვითარებადი) და მდგრადი როგორც კონცეპტუალური, ისე კომერციული თვალსაზრისით.  შენიშვნა: ბიზნეს მოდელის შეფასებისას, გათვალისწინებული იქნება COVID19-ის შედეგად დამდგარი რეალობა.  ბაზრის შესაძლებლობები - რა მოცულობის სამიზნე ბაზარი არსებობს და აქვს თუარა ბიზნეს მოდელს პერსპექტივა, რომ მასშტაბირება მოახდინოს ქვეყნის გარეთ;
  • მენეჯმენტი - კომპანიის მმართველი გუნდის გამოცდილება, მოტივაცია და შესაძლებლობები; გარდა ზემოთხსენებულისა აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
  • კომპანია არის საქართველოში დაფუძნებული და არსებობს მინიმუმ 1 წელია (დასტურდება სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერით);
  • სამართლებრივი ფორმა - შესაძლოა იყოს შპს ან ინდ.მეწარმე;
  • კომპანიის მინიმუმ 50%-იანი წილის მფლობელი არის ქალი, რომელიც ასევე ფორმალურად და პრაქტიკულად მონაწილეობს კომპანიის მართვაში (იკავებს აღმასრულებელი ტოპ მენეჯერის პოზიციას, რაც ასევე დასტურდება სამეწარმეო ამონაწერით);
  • არ ახორციელებს კანონმდებლობით აკრძალულ საქმიანობას.

აქსელერაციის პროგრამისთვის მონაწილეთა შერჩევის ეტაპები:

  • აპლიკაციების მიღება - ბოლო ვადა 19 ნოემბერი, 2021;
  • შერჩეულ აპლიკანტებთან გასაუბრება - 19 ნოემბერი - 24 დეკემბერი;
  • საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ შერჩეული მონაწილეები ინფორმაციას მიიღებენ არაუგვაინეს 31 დეკემბრისა, 2021. 

 

  • *გასაუბრების ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ აპლიკანტებთან, რომლებიც შესაბამისობაში არიან ზემოთ მოცემულ კრიტერიუმებთან *Starta-ს საპილოტე პროექტის მიზანი არ არის კომერციული და სრულად არის დაფინანსებული, შესაბამისად აქსელერაციის პროგრამის მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმები მორგებულია ამ კონკრეტულ მოცემულობას. 

შეავსე განაცხადი

Starta არის ციფრული აქსელერატორი, რომლის მიზანია ქალი მეწარმეების მხარდაჭერა და გაძლიერება მთელი საქართველოს მასშტაბით. აქსელერაციის პროგრამის კონცეფცია გულისხმობს დამწყები თუ უკვე არსებული მეწარმეების გარკვეული კრიტერიუმებით შერჩევას და სწრაფად ზრდა/მასშტაბირებისთვის მომზადებას აქსელერაციის წინასწარ განსაზღვრული პროგრამის მეშვეობით.  პროექტი ატარებს საპილოტე ხასიათს და შერჩეული იქნება 20 ქალი მეწარმე. აქსელერაციის პროგრამა დაიწყება 2022 წლის იანვრიდან და გაგრძელდება 2022 წლის აგვისტოს ბოლომდე. 

შეავსე

მენტორი

გიორგი მგელაძე
ციფრული მარკეტინგის მენტორი

გიორგი გახლავთ: ბიზნესის და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ციფრული მარკეტინგის ლექტორი, მრავალწლიანი გამოცდილების ტრენერი, პრაქტიკოსი, ციფრული სააგენტო 4MEDIA-ს დირექტორი. ნამუშევარი აქვს 100-ზე მეტ, როგორც საერთაშორისო ასევე, ადგილობრივ ბრენდებთან. ის საკმაოდ ბევრ ბრენდებს ეხმარება, რომ სწორი პოზიციონირება შეძლონ ციფრულ სამყაროში, იპოვონ თავიანთი მიზნობრივი აუდიტორია სწორად და დაამყარონ მათთან მიზანმიმართული, ეფექტური კომუნიკაცია

თეიმურაზ აბელაშვილი
ფინანსური მენეჯმენტის მენტორი

თემო გახლავთ: საქართველოს ეროვნული ბანკის მცირე და საშუალო და კორპორატიული საკრედიტო რისკების მთავარი სპეციალისტი. მას აქვს მცირე და საშუალო და კორპორატიულ სეგმენტში ბიზნესების ანალიზის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. 15+ წლიანი კარიერის განმავლობაში თემოს შეხება ჰქონდა დაახლოებით 600 – 700 მდე კომპანიის ფინანსებთან -- ბიზნეს პროექტის ანალიზს/ანალიტიკისა და რისკების შეფასების კუთხით. გარდა საფინანსო სექტორში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილებისა, თემო კარიერის განმავლობაში აქტიურად ატარებდა ფინანსური ანალიზის და მენეჯერული აღრიცხვის ტრენინგებსა და სემინარებს საფინანსო სექტორის თანამშრომლებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.

მარიკა კლდიაშვილი
ინოვაციების,ზრდის და განვითარების მენტორი

მარიკა გახლავთ: წამყვან მენეჯერულ პოზიციებზე მომუშავე მსხვილ, წარმატებულ კომპანიებში. კერძოდ, მისი სამუშაო პრაქტიკა ასე გამოიყურება: მართვის აკადემიის ინოვაციების დირექტორი, ლოიალტე Strategy მიმართულების პარტნიორი, პროექტების მართვის 20+ წლიანი გამოცდილება, მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 15+ წლიანი გამოცდილება ქართულ და უცხოურ წამყვან კომპანიებში, სხვადასხვა ტიპის ბიზნეს ინკუბატორების და აქსელერეტორების ხელმძღვანელი 6+ წელი, ოპერაციემის მართვის მიმართულებით ბიზნეს კონსულტანტი და Agile ქოუჩი 6+ წელი, ტრენერობის გამოცდილება 7+ წელი, მენტორობის 6+ წლიანი გამოცდილება მეწარმეებთან და სტარტაპებთან, PMP - საერთაშორისოდ სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი (პროექტის მართვის პროფესიონალი), Ph.D ბიზნესის ადმინისტრირება (ორგანიზაციული ცვლილებების და გარდაქმნების მენეჯმენტი მცირე და საშუალო ბიზნესში)

თიკო მაღრაძე
სტრატეგიული მართვის მენტორი

თიკო გახლავთ: სტრატეგიული მართვის მენტორი; 15- წლიანი მენეჯერული გამოცდილებით ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებად მსხვილ კომპანიებთან; 10 წელი მაღალი რგოლის მენეჯმენტში-კომპანიების კომერციული და საოპერაციო მიმართულებების აღმასრულებელი ბორდის წევრი; სტარტაპ პროექტების ბიზნეს კონსულტანტი; თიკო starta-ს აქსელერაციის პროგრამაში განახორციელებს მენტორინგს სტრატეგიული დაგეგმარების მიმართულებით

ნათია ქალდანი
ფანდრაიზინგის მენტორი

ნათიას 10 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება აქვს არასამთავრობო სექტორში და ბოლო რამდენიმე წელი აქტიურად მუშაობს პარტნიორებთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების კონსულტანტად სხვადასხვა ორგანიზაციაში. მას აქვს ინტენსიური გამოცდილება დონორებთან ურთიერთობისა და ასევე, საპროექტო წინადადებების მოზადებაში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ანა გაბესკირია
ადამიანური რესურსების მართვის მენტორი

ანას ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ათწლიანი გამოცდილება აქვს. უმუშავია როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილ ბიზნესში, განსხვავებულ სექტორებში, HR-ის განსხვავებულ ამოცანებზე. ტრენინგებს ატარებს კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორებისთვის. ასევე, ის ეწევა აკადემიურ საქმიანობას და დოქტორის ხარისხის მოპოვებაზე მუშაობს ფსიქოლოგიის მიმართულებით.

ლანა პაიჭაძე
იურიდიული საკითხების მენტორი

ლანა გახლავთ: იურისტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, 8+ წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით იურიდიულ სფეროში, მათ შორის მენეჯერულ პოზიციებზე, მრავალწლიანი საადვოკატო გამოცდილებით, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (CSL) დოქტორანტი, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "ლოიალტეს" მთავარი იურისტი.

ვახტანგ ბარბაქაძე
საგადასახადო საკითხების მენტორი

ვახტანგი გახლავთ: საგადასახადო გზამკვლევის მენტორი, 10-წლიანი საგადასახადო კონტროლის გამოცდილებით კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში, 4-წელი საგადასახადო ორგანოს სათაო ოფისში - საგადასახადო კონტროლის მეთოდოლოგიის მიმართულებით, საერთაშორისო ორგანიზაციების (IMF, GIZ, IOTA და სხვა) სამუშაო შეხვედრების აქტიური წევრი

მონაწილეები

ანა ქურდაძე
Winess, დამფუძნებელი

საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი, კომპანია "ვაინესის" თანადამფუძნებელი. "ჩემთვის სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულობა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ "სტარტას" საშუალებით მექნება შესაძლებლობა ჩემი გამოცდილება მეტად მრავალფეროვანი გავხადო."

მეგი მურადაშვილი
შუგარინგ ქლაბ ჯორჯია, დამფუძნებელი

"წარმოვადგენ კომპანია შუგარინგ ქლაბ ჯორჯიას , რომელიც ნატურალური საეპილაციო პროდუქტების ხაზს ქმნის , საკმაოდ ამბიციური გეგმებით ვართ და ვფიქრობთ აქსელერაციის პროგრამა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კომპანიის განვითარებაში , აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაგვეხმარება ფართომასშტაბიან გეგმების განხორციელებაში"

თეონა ოთანაძე
Otanadze Design, დამფუძნებელი

"Otanadze Design 55 წლიან ოჯახურ ტრადიციაზე დაფუძნებული ქართული ბრენდია, რომელიც მასიური ხის ეკომეგობრულ , უნიკალურ მაჯის საათებსა და მრავალფეროვან აქსესუარებს ქმნის. ბრენდის ფილოსოფიაა, რომ თითოეული ადამიანი არის უნიკალური, გამორჩეული, ამიტომ ის იმსახურებს მის ინდივიდულიზმზე მორგებულ აქსესუარს, რომელიც ხაზს გაუსვამს მის უნიკალურობას და ყოველთვის მიიპყრობს გარშემომყოფთა ყურადღებას. "

მარიამ მაისურაძე
მაისუ, დამფუძნებელი

მაისუ არის ქართული ხელნაკეთი ნივთების ბრენდი, რომელიც : - ქმნის ფერად და მხიარულ განწყობას თქვენს გარდერობში - ქმნის ფერად მოგონებებს და ახალისებს ყოველდღიურობას მაისუ - მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ნაჭრისგან დამზადებულ ფერად „totebag”-ებს, წელისა და მაკიაჟის ჩანთებს. ხელნაკეთ ნაქსოვ ქუდებსა და ხელთათმანებს.

ნატა ნათაძე
100% ბამბა, დამფუძნებელი

ბამბის ნაყინი ყველასთვის საყვარელი ტკბილეულია კომპანიის სურვილია მომხმარებელი დააბრუნოს ბავშვობის ტკბილ გემოში და შესთავაზოს ის ისეთი ფორმით, რომელიც ჯერ არავის შეუქმნია საქართველოში.

ვერიკო ბაზალი
Hippo Velo, დამფუძნებელი

"მე და ჩემმა მეგობარმა ველო სახელოსნო ზუსტად 1 წლის წინ დავაარსეთ, საკუთარი ხელით ფაქტობრივად ავაშენეთ და ნულიდან დავიწყეთ საქმიანობა. ჰიპო ველო არის ველო სახელოსნო, სადაც ნებისმიერი სახის ველოსიპედის შეკეთება შესაძლებელია, თანაც მაღალი ხარისხის ხელსაწყოებითა და პროფესიონალი მექანიკოსებით. ამ ეტაპზე გვაქვს Youtube არხიც, სადაც ველოსიპედთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ვიდეოებს ვიღებთ, როგორც ველოსიპედის შეკეთებასთან, მის აწყობასთან და რჩევებთან დაკავშირებით. სამომავლოდ ბევრი გეგმა გვაქვს განვითარებისთვის, რომელსაც ეტაპობრივად მივუყვებით."

ლილიანა მაისურაძე
ედენა, დამფუძნებელი

სახელოსნო "ედენა" ესაა ტრადიციულიო რეწვის სახელოსნო ზემო რაჭიდან, ის 2015 წლიდან რაჭულ სუვენირებზე მუშაობს და ასაქმებს 20-მდე ადგილობრივ ქალბატონს რეწვის სახვადახსვა მიმართულებით. ჩვენ ვქმნით ტურისტულ პროდუქტს, რომელშიც წამყვანი რაჭული მოტივებია. გვაქვს საკუთარი სამუშაო სივრცე და ეთნო-ტურისტული მაღაზია ქალაქის ცენტრში "ეთნო-ონი". სახელოსნო არაერთი პროგრამის და პროექტის გამარჯვებული, რამდენიმე ასოციაციის წევრი და რეგიონში ერთ-ერთი წარმატებული სოციალური საწარმოა. "ედენას" გუნდს მუდამ აქვს სწრაფვა განვითარებისკენ, სწორედ ამისთვის ვიღებთ მონაწილეობას აქსელერაციის პროგრამაში "სტარტა", ყველაფერს გავაკეთებთ საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

მაგდა ზაქარიაშვილი
უნიკი, დამფუძნებელი

"ჟურნალისტი ვარ, თუმცა პროფესიით სულ რამდენიმე თვე ვიმუშავე. შემდეგ თავი რამდენიმე პროფესიაში ვცადე, საბოლოოდ ანტერპრენერობა ვარჩიე და რისი კეთებაც ძალიან მომწონდა, ჩემი შვილების ჩაცმულობაზე ზრუნვა, ეს ჰობი ვაქციე ბიზნესად. მცირე მეწარმის სტატუსით ვსაქმიანობ და პატარების ლამაზ და კომფორტულ ჩაცმულობაზე ვზრუნავ, ჩემ ბრენდს თავისნაირი საყვარელი სახელი “უნიკი” ქვია :) . ჩემი პატარა საწარმო რეგიონში მდებარეობს, ჩემს ულამაზეს სოფელში, სწორედ აქ იქმნება ჩვენი პროდუქცია, ადგილობრივი ქალბატონების მიერ."

ნანო მისაბაშვილი
ნისა სტუდიო, დამფუძნებელი

ნისა სტუდიო გთავაზობთ უნიკალურ ხელნაკეთ ავეჯს, საყოფაცხოვრებო აქსესუარებსა და სხვა დეკორატიულ ნივთებს თქვენი ინტერიერისა თუ ექსტერიერის გასალამაზებლად მე ვარ ნანო, 24 წლის. 2021 წელს ბიზნესი საკუთარი ჰობის გარშემო დავიწყე, სადაც მაგიდების ზედაპირსა და დეკორს თავადვე ვქმნი. საქმიანობის უპირველესი სურვილი იყო მოსაწყენი ინტერიერის გახალისება ისეთი მარტივი და ყველასათვის საჭირო ნივთით, როგორიცაა ჟურნალის მაგიდა. დასაწყისისათვის ვარ მხოლოდ მე და ვპარტნიორობ ავეჯის ოსტატებთან, წარმოებისა და შექმნის პროცესს თავადვე ვუძღვები. ჩემს ბიზნესს გააჩნია ორი ფუნდამენტური მისია. პირველი არის ქალთა წახალისება ავეჯის წარმოების სექტორში დასაქმებაში, ხოლო მეორე მისიას წარმოადგენს პროფესიული განათლების პოპულარიზაცია.

თათია ხაინდრავა
Wowchy, დამფუძნებელი

"მე ვარ თათია ხაინდრავა - სასაჩუქრე ვებ პლატფორმის, ვაუჩის, დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. მაქვს დამთავრებული კორპორატიული მენეჯმენტი ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად სრულიად დაკავებული ვარ ვაუჩის განვითარებით, რაც იდეიდან დავიწყეთ მე და ჩემმა გუნდმა და უკვე მუშა ბიზნესად ვაქციეთ, რომელსაც 100-ზე მეტი პარტნიორი ყავს."

ქეთევან ტაბუცაძე
Medu, დამფუძნებელი

"მედუ ჩემთვის ის გამოწვევაა, რომლისთვისაც თითქოს მთელი ცხოვრებაა ვემზადები. ვფიქრობ, მთავარი კომპონენტი რაც დღეს სამედიცინო სფეროს აკლია, ცოდნის გაზიარება და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაა. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი - გავხადოთ განათლება ხელმისაწვდომი, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და იმ ადამიანების მეშვეობით, ვისთვისაც წარმატება მუდმივ განვითარებასთან და ცოდნის გაზიარებასთან ასოცირდება."

ბარბარე გალდავა
კარაველა, დამფუძნებელი

"მე ვარ ბარბარე გალდავა, 36 წლის, აფხაზეთიდან დევნილი, დაოჯახებული და ორი ბიჭის დედა. ყოველთვის მომწონდა ხელსაქმე და ერთ დღეს შვილების ინსპირაციით სახლში ხელნაკეთი კარავი შევკერე. ასე დაიბადა ჩემი ბრენდის იდეა და შემდეგ კომპანია: კარაველა, რომელიც ემსახურება პატარების ბედნიერებას. კერვის მიმართულებით დასრულებული მაქვს პროფესიული კოლეჯი. "

რიმა ბოლქვაძე
რიმას სახლი, დამფუძნებელი

"დავიბადე და გავიზარდე სოფელში, სწავლის დასრულების შემდეგ დავბრუნდი და დღემდე ვცხოვრობ სოფელში. სოფელში ცხოვრება ზღაპრულია და ამავდროულად შრომატევადიც, ბუნებასთან სიახლოვეს აქვს ის ძალა. რომ რაც უფრო მეტად ეჭიდები მიწასთან მუშაობას, მით უფრო ძლიერდები და იზრდები პიროვნულად - შენს მიერ დარგული ნერგივით. გაცილებით მეტს გრძნობ და ფიქრობ... სოფელი უბრალო და მშვენიერია, როგორც თავად ცხოვრება"

ნინო რაზმაძე
გოგორა, დამფუძნებელი

"მე ვარ ნინო რაზმაძე, ეთნომუსიკოლოგი, 35 წლის. მყავს მეუღლე და 4 შვილი. ვმუშაობ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრში, საქველმოქმედო ფონდ „ქართულ გალობასა“ და გალობის უნივერსიტეტში. 2018-19 წლებში „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრისა“ და ლატვიის სუიტის ფონდის ორგანიზებულ პროექტში გავეცანით ლატვიის, ესტონეთისა და მაკედონიის გამოცდილებას, თუ როგორ იცავენ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას. ჩვენ ჩვენის მხრიდან ქართული პოლიფონია წარვადგინეთ, რომელსაც 2003 წელს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა UNESCO-ს მიერ."

ეკატერინე ხუტკუბია
სქირი, დამფუძნებელი

"ჩვენ ვართ „სქირი“ ,ბრენდი,რომელიც ქართული ხილის ნედლეულისგან ამზადებს ნატურალური ხილის ჩირის ასორტს, ტყლაპებს, ჩურჩხელებს, ჩირის კანფეტებს,შოკოლადიანი ჩირების სხვადასხვა სახეობას.აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სიტყვა „სქირი“ მეგრული წარმომავლობისაა და ნიშნავს მშრალს,გამომშრალს. საწარმო სქირი,მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დარჩელში და მისი ისტორია იწყება 2018 წლიდან და დღემდე მომხმარებელს სთავაზობს განუმეორებელ გემოებს,ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა 100% ნატურალურობით, მას შენარჩუნებული აქვს ვიტამინების 97%. იქედან გამომდინარე,რომ ჩვენი წარმოებული პროდუქცია სრულიად ნატურალურია, ის შეიძლება მიირთვას ბავშვმა 1 წლის ასაკიდან,ორსულებმა,მეძუძურმა დედებმა,მოხუცებმა…პროდუქცია მზადდება უმაღლესი ხარისხის ხილისგან, თხილი და ნიგოზი არის ჩვენი ფერმერული მეურნეობიდან და ბიოა,თაფლს ვყიდულობთ ადგილობრივი ფერმერებისგან."

თეკო ვახანია
აპეტიტო, დამფუძნებელი

"მე ვარ თეკო ვახანია 29 წლის , ჩვენი კომპანიის დაარსების ისეა გაჩნდა დედის ოქროს ხელების წყალობით , დედა აფხაზეთიდან დევნილია , ბავშვობიდან ვუყურებდი იმას თუ , როგორ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ ყველაფერი ერთ დღეში და შემდეგ შრომით და მონდომებით კვლავ ააშენონ ახალი , ალბათ მეც ამოტომ, ვთვლი რომ შეუძლებელი არაფერია ცხოვრებაში რასაც მოინდომებ აუცილებლად გამოგივა ! დედა წლებია მანძილზე მუშაობდა სხვადასზვა ორგანიზაციებში , მართლა საოცარ გემრიელობებს ქმნის და შეყვარებულია კულინარიაზე , ამიტომაც , გადავწყვიტე აპეტიტოს დაარსება , ბევრი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ ,წინ ბწვრი გეგმები გვაქვს , მუდმივად განვითარებაა საჭირო წარმატების მისაღწევად და smeda - არის ძალიან კარი და საინტერესო გამოწვევა , ვთვლი ბევრ სასარგებლო და საჭორო გამოცდილებას მივიღებთ, მადლობა შესაძლრბლობისთვის!"

ანა ლაცაბიძე
PieceofBBN, დამფუძნებელი

"Piece of BBN - შთამაგონებელი და ფემინური კომბინაცია გაერთიანებული თეთრეულის თანამედროვე ფორმებთან. Piece of BBN ქმნის ქალის განსხვავებულ თეთრეულს, რომლის ტარებაც ქალებს საშუალებას აძლევს ყოველდღიურად თავი იგრძნონ განსაკუთრებულად. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, ყოველწლიურად გავზარდოთ ქართული თეთრეულის წარმოების პროცენტული წილი. დღეისთვის Piece of BBN-ის პროდუქციის 70% იწარმოება საქართველოში."

რუსა კვარაცხელია
"დიდარეს" დამფუძნებელი

რუსუდანმა 2014 წელს საქართველოში დანერგა ინოვაციური პროდუქტები: : მიკრომწვანილები, ღივები, ჯეჯილის წვენი, ბეიბი სალათები. აღნიშნული სიახლე მან საზოგადოებას საკუთარ კაფეში "ღივების სახლი ჭონქაძეზე" გააცნო, დღეს კი პროდუქტები საკმაოდ ტრენდული და პოპულარულია. გარდა ამისა, შპს "დიდარე" თანამშრომლობს ბიოფერმერებთან, ეხმარება მათ თანამედროვე ბიოლოგიური ტექნოლოგიების დანერგვაში და აერთიანებს მთელ საქართველოში მოყვანილ ბიო პროდუქტებს ხარისხის ნიშნის ქვეშ #წარმოებულია ბიოაგროს ტექნოლოგიით. ამავე დროს, შპს "დიდარე" ახდენს ბიო პროდუქტების პოპულარიზაციას საზოგადოებაში. ამ მიზნით რუსუდანს გამოცემული აქვს სახელმძღვანელოები, გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმი, არის ხელმძღვანელი სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომებისა, ბიოტექნოლოგიების ეკონომიკური ეფექტიანობის მიმართულებით.

შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის

წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე

გაწევრიანდი
×

რეგისტრაცია

×

ავტორიზაცია