GEO

ორგანიზაციის შესახებ

ორგანიზაციის შესახებ

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ, დამოუკიდებელ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლის მიზანია იზრუნოს და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) ზრდას და განვითარებას.

SMEDA არის პირველი ციფრული ასოციაცია საქართველოში.

მისია

SMEDA-ს მისიაა ხელი შეუწყოს SME ბიზნესის მდგრადობას, ზრდას და განვითარებას ადვოკატირების, მათ საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური მიდგომების, კონსულტირებისა და სწავლება-გადამზადების გზით;

ბიზნესთან, საჯარო სექტორთან, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონორებთან, არასამთავრობო სექტორთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, SMEDA უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის უმნიშვნელოვანესი როლის გამოკვეთას ქვეყნის ეკონომიკაში.

SMEDA წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად შესაძლოა გავლენას ახდენდეს ამ სექტორის არსებულ მდგომარეობასა თუ სამომავლო განვითარებაზე.

 

მიზანი

  • ძლიერი, მდგრადი და ინოვაციებზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის ჩამოყალიბება, სადაც თითოეულ მეწარმეს განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობები ექნება;
  • მდგრადი ბიზნეს ასოციაციის მოდელის განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს რეალურ, კონკურენტულ და განგრძობითი ღირებულებების შექმნას, როგორც მისი წევრების, ისე კონკრეტული სექტორებისა და კლასტერებისთვის.

 

რატომ ციფრული ასოციაცია?

  • მოცვა მთელი საქართველოს მასშტაბით  - ციფრული ფორმატი შესაძლებლობას გვაძლევს უფრო სწრაფად და ეფექტურად მივაწვდინოთ ხმა დედაქალაქიდან ყველაზე მოშორებით მყოფ რეგიონებს და ამ რეგიონებში არსებულ მცირე და საშუალო მეწარმეებს.
  • კვლევები - ციფრული არხები შესაძლებლობას მოგვცემს ელექტრონულად მივიღოთ ინფორმაცია კონკრეტულ თემებზე და უფრო ეფექტიანად განვახორციელოთ ადვოკატირება.
  • პანდემიის გავლენის შემცირება ასოციაციის საქმიანობაზე - ციფრულად უფრო მარტივი და უსაფრთხოა კომუნიკაცია COVID 19-თან დაკავშირებული რეგულაციების თვალსაზრისით.
  • ასოციაციის წევრებისგან ინფორმაციის ეფექტურად მიღების შესაძლებლობა, რაც საშუალებას მოგვცემს ასოციაცია და მის მიერ შეთავაზებული ბენეფიტები/სერვისები მაქსიმალურად მათ საჭიროებებზე მორგებული გავხადოთ.
  • SME ბიზნესში ციფრული არხების გამოყენების უნარების ამაღლება - SME დიგიტალიზაცია SMEDA-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია, ხოლო დიგიტალიზაციის სტრატეგიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სათანადო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
  • უფრო აქტიური და ეფექტიანი ნეთვორქინგი და გამოცდილების გაზიარება.
  • უკეთესი ბიზნეს მოდელი - ასოციაციის მდგრადობის შენარჩუნების უფრო მეტი შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ ნიშნავს ასოციაციის ეფექტურობას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

*გარდა ციფრული არხებისა, ასოციაციის საქმიანობა ასევე განხორციელდება ფიზიკური ფორმით.

 

სად ვრცელდება SMEDA?

SMEDA ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით!

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონებს, რადგან ჩვენი ხედვით რეგიონებში არსებულ SME ბიზნესებს განსაკუთრებული ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ.

რეგიონებში აქტიურად ოპერირების შესაძლებლობას გვაძლევს ასოციაციის ციფრულად კომუნიკაციის კონცეფცია.

 

როგორია SMEDA-ში გაწევრიანების პირობები?

SMEDA-ში გაწევრიანება ნებისმიერი წევრისთვის პირველი 6 თვის განმავლობაში უფასოა.

6 თვე არის ის დრო, რომლის განმავლობაშიც ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ ახალ წევრს, რომ ის ნამდვილად იმ ბიზნეს გაერთიანებაში მოხვდა, რომელიც მისთვის რეალური სარგებლის მომტანია.

6 თვის გასვლის შემდეგ ყოველი წევრი ინდივიდუალურად გადაწყვეტს რომელი საწევრო პაკეტით სურს სარგებლობა ან მიიღებს გადაწყვეტილებას ასოციაციის დატოვების შესახებ.

საწევრო პაკეტების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდზე www.sme.org.ge.

ვინ ვართ ჩვენ?

გუნდის შესახებ

SMEDA-ის გუნდი დაკომპლექტებულია კერძო თუ საჯარო სექტორში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების, ამავდროულად მდიდარი აკადემიური განათლების მქონე პროფესიონალებით, რომლებსაც მცირე და საშუალო ბიზნესთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გააჩნიათ და შესაბამისად კარგად ესმით ამ სექტორის საჭიროებები, პრობლემატიკა და ამ პრობლემების გადაწყვეტის გზები.

მეტის ნახვა დახურვა

პარტნიორები

USAID

USAID საქართველოში მუშაობს 1992 წლიდან. ამ დღიდან ამერიკელმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1,8 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს. წარმატებული პარტნიორობის პირობებში აშშ-ს მთავრობა ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიონ დოლარს გამოყოფს 55 სხვადასხვა პროგრამისთვის. ეს პროგრამები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე და დასავლეთზე ორიენტირებულ განვითარებას.

International Visegrad Fund

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი არის საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას - ეს ქვეყნებია: ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი.

German Sparkassenstiftung Georgia

შემნახველი ბანკების ფონდი (შპარკასე) საერთაშორისო თანამშრომლობისთვის არის გერმანული შემნახველი ბანკების ფინანსური ჯგუფის წევრი ორგანიზაცია, რომელიც ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მუშაობს. შემნახველი ბანკების ფონდის პარტნიორი ორგანიზაციები ხელს უწყობენ სიღარიბის დაძლევის პროცესს. მათი ძირითადი სამიზნე ჯგუფები გახლავთ მცირე და საშუალო ბიზნესი (SME) და ღარიბი და სოციალურად დაუცველი ჯგუფები, რომლებიც სამსახურისა და შემოსავლის ძიების პროცესში არიან.

PMI Georgia Chapter

PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის მიზანს პროექტების მართვის მთავარ საკომუნიკაციო პლატფორმად ჩამოყალიბება წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში პროექტის მართვის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას, პროფესიის შესახებ ცნობადობის და აღიარების ზრდას და ღირებულებების წარმოჩენას პრაქტიკოსი პროექტის მენეჯერებისა და ორგანიზაციებისათვის.

საქართველო ფინტექ ასოციაცია

საქართველოს ფინტექ აქსოციაციის მიზანია საკომუნიკაციო პლატფორმის ჩამოყალიბება და ფინტექის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში. 
მემორანდუმის ფარგლებში SMEDA  და Fintech Association of Georgia დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს, რომელიც ორიენტირებული იქნება ფინანსური ტექნოლოგიების სექტორში მომუშავე კომპანიების, ასევე ზოგადად ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებასა და პოპულარიზაციაზე. 

ჰუალინგ პლაზა

Hualing Plaza თბილისის ზღვის პლაზა კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი, 110 000 კვ.მ. ფართობის მქონე მრავალპროფილური სავაჭრო ცენტრია, რომელიც ასევე მოიცავს, 16 კეთილმოწყობილ პავილიონს. ჰუალინგ ჯგუფი, მოლის ახალი კონცეფციის განვითარების ფარგლებში, სმედას პარტნიორ კომპანიებს სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს სავაჭრო ფართებზე. ეს გულისხმობს ერთ სივრცეში სავაჭრო ობექტებისა და სერვისების ისეთ ერთობლიობას, რომელიც მომხმარებლისთვის თვისობრივად ახალი, უნიკალური და ხელსაყრელი სავაჭრო გამოცდილების პრეცედენტს შექმნის.

UNDP

გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიღწევას ყველასთვის და არავის დატოვებს. UNDP-მა დაამყარა თავისი ყოფნა საქართველოში 1993 წელს, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყანას ოთხ ძირითად სფეროში: (1) დემოკრატიული მმართველობა, (2) ეკონომიკური განვითარება, (3) გარემო და ენერგეტიკა და (4) კრიზისის პრევენცია და აღდგენა.

ADB - აზიის განვითარების ბანკი

აზიის განვითარების ბანკი არის რეგიონალური განვითარების ბანკი, რომელიც დაარსდა 1966 წლის 19 დეკემბერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ორტიგასის ცენტრში, რომელიც მდებარეობს ქალაქ მანდალუიონგში, მეტრო მანილაში, ფილიპინები. კომპანიას ასევე აქვს 31 საველე ოფისი მთელს მსოფლიოში, რათა ხელი შეუწყოს აზიის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას.

FIABCI-Georgia

FIABCI, როგორც უძრავი ქონების პროფესიონალების უდიდესი ქსელი, წარმოადგენს FIABCI Georgia-ს ძლიერ ძალას. FIABCI უზრუნველყოფს წვდომას და შესაძლებლობებს უძრავი ქონების პროფესიონალებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ცოდნის მოპოვებით, ინფორმაციის გაზიარებით და საერთაშორისო ბიზნესის წარმართვით. იყო უძრავი ქონების ამ წამყვანი გლობალური ასოციაციის ნაწილი, ნიშნავს წვდომას სექტორის წამყვანი მოთამაშეების უნიკალურ ქსელზე მთელს მსოფლიოში. 

Property Georgia

Property Georgia N1 უძრავი ქონების გზამკვლევი საქართველოში.

propertygeorgia.ge შეიქმნა უძრავი ქონების სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის და კომპანიებისთვის, რათა მათ ერთ სივრცეში მიიღონ დეტალური ინფორმაცია უახლესი სამშენებლო-დეველოპერული პროექტების შესახებ, გაეცნონ ბაზრის კვლევებსა და სიახლეებს, ექსპერტების პროგნოზებს, მოიძიონ სასურველი კომპანია თუ პროექტი...

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს საქართველოს ცენტრალურ ბანკს და მისი სტატუსი განსაზღვრულია ქვეყნის კონსტიტუციით. ეროვნული ბანკის საქმიანობის უმთავრესი მიზანია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. 


პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში 1919 წელს შეიქმნა და როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ცენტრალური ბანკი, 1991 წლიდან არსებობს. 

შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის

წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე

გაწევრიანდი
×

რეგისტრაცია

×

ავტორიზაცია