GEO

დაიწყე ბიზნესი

მეტის ნახვა

გაზარდე ბიზნესი

მეტის ნახვა

მართე ბიზნესი

მეტის ნახვა

ჩვენ შესახებ

ვინ ვართ ჩვენ?

გუნდის შესახებ

SMEDA-ის გუნდი დაკომპლექტებულია კერძო თუ საჯარო სექტორში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების, ამავდროულად მდიდარი აკადემიური განათლების მქონე პროფესიონალებით, რომლებსაც მცირე და საშუალო ბიზნესთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გააჩნიათ და შესაბამისად კარგად ესმით ამ სექტორის საჭიროებები, პრობლემატიკა და ამ პრობლემების გადაწყვეტის გზები.

მეტის ნახვა

პროექტები

Martex/მარტექსი - ციფრული მარკეტინგის სერვისები

სოციალური მედიის მართვა, იმეილ მარკეტინგი, კონტენტ მარკეტინგი, ქოფირაითინგი, SEO და ა.შ. ეს ის ტერმინები, რომელიც უკვე ყოველდღიურად გვესმის და რეალურად ის სერვისებია, რომელიც სულ უფრო სწრაფად ანაცვლებს ტრადიციულ მარკეტინგს. მიზეზი მარტივია - ციფრული მარკეტინგი სულ უფრო პრაქტიკული ხდება იმისთვის, რომ სამიზნე აუდიტორიასთან უფრო მარტივად და ეფექტურად მივიტანოთ ჩვენი სათქმელი, თან ოპტიმიზებული ხარჯების პირობებში. 

Რა არის Martex? 

Martex “მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარების ასოციაციის (SMEDA)“ და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ციფრული მარკეტინგის სააგენტოა, რომელიც მომხმარებელს მთელი ქვეყნის მასშტაბით სთავაზობს ყველაზე მოთხოვნად ციფრული მარკეტინგის სერვისებს.

Martex-ის გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებიც ყოველთვის მზად არიან შეეჭიდონ ნებისმიერი სირთულის ამოცანას და რაც მთავარია - ორინტირებულნი არიან დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებული გეგმის სრულყოფილად შესრულებაზე

მეტის ნახვა

ციფრული უნარების განვითარების პროგრამა

"მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარების ასოციაცია (SMEDA)" იწყებს პროექტს ხულოში, ქედასა და ლაგოდეხში, რომლის მიზანია აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს დავეხმაროთ ციფრული უნარების განვითარებაში. კერძოდ, პროექტის ფარგლებში თითოეული მუნიციპალიტეტიდან შერჩეული იქნება 30 ახალგაზრდა, რომლებიც გაივლიან სოციალური მედია მენეჯმენტის და ციფრული უნარების კურსს, რომლის შემდგომაც შეძლებენ ეფექტურად დასაქმდნენ როგორც ადგილობრივად, ისე დისტანციურად.

ტრენინგები ჩატარდება პროექტის ფარგლებში შექმნილი ბრენდის Martex Academy-ს ფარგლებში და  კურსს გაუძღვებიან მდიდარი პრაქტიკული გამოცდილების მქონე მენტორები. ტრენინგი შედგება 14 შეხვედრისგან, რომელზეც განხილული იქნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული საკითხები, ისე, რომ კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შესაძლებლობა ჰქონდეს დამოუკიდებლად განახორციელოს სოციალური ქსელების მართვა. 

ტრენინგების დასრულების შემდეგომ SMEDA იზრუნებს, რომ კურსდამთავრებულებმა პრაქტიკა გაიარონ SMEDA-ს წევრ და პარტნიორ ორგანიზაციებში, ასევე პოტენციურად იგივე ან სხვა კომპანიებში ჩაერთონ სტაჟირების პროგრამაში. 

პროექტის განხორციელების პერიოდია 2022 წლის ივნისი-სექტემბერი. გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში აპლიკაცია შეავსოთ არაუგვიანეს 24 ივნისისა. 
ტრენინგები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 555140773, 571828558

მეტის ნახვა

ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობის პროექტი ქალი მეწარმეებისთვის

SMEDA-მ დაიწყო ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობის პროექტი აჭარის მთიანეთში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელსაც ფლობენ ან მართავენ ქალები.

კერძოდ, ხულოს და ქედას მუნიციპალიტეტებში შერჩეული არიან ქალი მეწარმეები, რომლებიც გადიან ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ ვორქშოფებს, მენტორებთან ერთად მუშაობენ საკუთარი ბიზნესებისთვის ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიის შექმნაზე და პროექტის დასრულებამდე კონკრეტული ციფრული სერვისის შერჩევასა და დანერგვაზე.

მეტის ნახვა

EaP SME's Networking Platform

პროექტის მიზანია ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის განმტკიცება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, SMEs და SMEs კლასტერული ქსელების განვითარებით და EaP SME ბიზნესის გლობალური ღირებულების ჯაჭვის ინტეგრაციის ხელშეწყობით, ინფორმაციის, ცოდნისა და ნოუ-ჰაუს გაზიარებით. V4 ქვეყნების საშუალებით დაარსდა SME მდგრადი ქსელური ონლაინ პლატფორმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რომლებიც ქსელური საქმიანობის განმავლობაში გთავაზობთ საკონსულტაციო, საგანმანათლებლო და ინფორმაციულ მომსახურებას ონლაინ რეგისტრირებული წევრებისთვის.

პროექტის წარმატებული იმპლემენტაციისთვის და საუკეთესო შედეგების მისაღწევად, ჩვენ ჩავრთეთ ბიზნესის დამხმარე ორგანიზაციები, კლასტერები, SMEs ყველა EaP ქვეყნიდან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბელარუსი, უკრაინა)  და სამი V4 ქვეყნებიდან (უნგრეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი). როგორც EaP, ასევე V4 რეგიონებს ექნებათ მეტი შესაძლებლობები, რომ იმუშაონ ერთად და გაუზიარონ ერთმანეთს ის ინფორმაცია, ცოდნა და ექსპერტიზა ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, ასევე შეძლებენ ეფექტიურ კოლაბორაციას, ნეთვორქის განვითარებას და SME კლასტერის განვითარებას და ასევე cluster-to-cluster თანამშრომლობას ევროპაში ეკონომიკური ზრდისთვის.

მეტის ნახვა

starta - ქალთა აქსელერაციის პროგრამა

პროექტი ატარებს საპილოტე ხასიათს და შერჩეული იქნება 20 ქალი მეწარმე. აქსელერაციის პროგრამა დაიწყება 2022 წლის იანვრიდან და გაგრძელდება 2022 წლის აგვისტოს ბოლომდე. 
პროექტს ფინანსურად მხარს უჭერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში. 

აქსელერაციის პროგრამა  შექმნილია იმ იდეით, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეს ჰქონდეს ის ცოდნა და უნარები, რომელიც მას დაეხმარება ერთის მხრივ არსებული ბიზნესის სწორად მართვაში და ასევე, სამომავლო ზრდასა და განვითარებაში. კერძოდ, პროგრამა მოიცავს 3 ძირითად კომპონენტს:
•    ტრენინგები
•    მენტორინგის პროგრამა
•    ნეთვორქინგი
მაქსიმალური ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად ტრენინგები და მენტორინგის პროგრამა განხორციელდება პარალელურ რეჟიმში, რაც გულისხმობს იმას, რომ ტრენინგებზე მიღებული ცოდნის გამყარება შესაძლებელი იქნება უშუალოდ პრაქტიკული სამუშაოებით კვალიფიციურ, მდიდარი გამოცდილების მქონე მენტორებთან. ხოლო, ტრენინგებისა და მენტორინგის პროგრამის დასრულების შემდეგ ეფექტიანი ნეთვორქინგის მიზნით დაიგეგმება და განხორციელდება სხვადასხვა აქტივობები. 
Starta-ს ტრენერები და მენტორები არიან მდიდარი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე ადამიანები. ასევე, აქსელერაციის პროცესში მოგიწევთ დაესწროთ სხვადასხვა წარმატებული პროფესიონალების მასტერკლასებს და უშუალოდ მათგან მოისმინოთ პასუხები თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.


იხილეთ მეტი

მეტის ნახვა

ვებინარების სერია კრიზისების მართვაში

SMEDA-მ, ფონდ German Sparkassenstiftung Georgia-სთან თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით განახორციელა პროექტი, რომელიც მოიცავდა 20 ვებინარს საფინანსო ინსტიტუტების თანამშრომლებისთვის.

ვებინარების თემა იყო კოვიდ პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიზისის ანალიზი და კრიზისის მართვის ძირითადი პრინციპების მიმოხილვა როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკული მაგალითების განხილვის საფუძველზე.

პროექტის ფარგლებში გადამზადდა სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების დაახლოებით 200-მდე საშუალო და მაღალი რგოლის თანამშრომელი. პროექტში ჩართული იყო სხვადასხვა ტიპის და ზომის ორგანიზაცია, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მცირე და საშაულო ზომის საფინანსო ინსტიტუტებს და ამავდროულად რეგიონებში მომუშავე თანამშრომლებს.

ვებინარების სერია დაიგეგმა და განხორციელდა 2020 წლის აგვისტო-დეკემბრის განმავლობაში.

მეტის ნახვა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება საფინანსო ინსტიტუტებში

პროექტის „პასუხისმგებლიანი დაფინანსება კავკასიაში“ ფარგლებში, ფონდ German Sparkassenstiftung Georgia-სთან თანამშრომლობით, „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციამ“ (SMEDA) განახორციელა ტრენინგების ციკლი საფინანსო ინსტიტუტების თანამშრომლებისთვის. ტრენინგები ჩატარდა თბილისში და რეგიონებში, მათ შორის უპირატესობა მიენიჭა რეგიონებში გადამზადებას.

ტრენინგები მიმდინარეობდა 2019 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში და პროექტის ფარგლებში გადამზადდა დაახლოებით 140 სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის თანამშრომელი.

ამავე პერიოდში დაიგეგმა და განხორციელდა პრაქტიკული სახელმძღვანელოს შემუშავება საზოგადოებაში მომხმარებელთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.

მეტის ნახვა
starta
starta-text

Starta არის ციფრული აქსელერატორი, რომლის მიზანია ქალი მეწარმეების მხარდაჭერა და გაძლიერება მთელი საქართველოს მასშტაბით. აქსელერაციის პროგრამის კონცეფცია გულისხმობს დამწყები თუ უკვე არსებული მეწარმეების გარკვეული კრიტერიუმებით შერჩევას და სწრაფად ზრდა/მასშტაბირებისთვის მომზადებას აქსელერაციის წინასწარ განსაზღვრული პროგრამის მეშვეობით.  პროექტი ატარებს საპილოტე ხასიათს და შერჩეული იქნება 20 ქალი მეწარმე. აქსელერაციის პროგრამა დაიწყება 2022 წლის იანვრიდან და გაგრძელდება 2022 წლის აგვისტოს ბოლომდე. 

მეტის ნახვა

SME ბიზნესი

EaP ქვეყნები - SME

SME ტენდენციები

SME გიდი

SME კლასტერები

პროფესიული სერვისები

სამართლებრივი აქტები

მოიძიე პარტნიორი

პოლონეთის ადამიანის უფლებათა და ბიზნესის ინსტიტუტი (PIHRB)

პოლონეთის ადამიანის უფლებათა და ბიზნესის ინსტიტუტი (PIHRB) - არის დამოუკიდებელი ცენტრი, რომელიც მიზნად ისახავს BHR/UNGP-ს განხორციელებას პოლონეთში და სხვა ქვეყნებში, კვლევისა და საქმიანობის საშუალებით, რაც გავლენას ახდენს ბაზრის ყველა წარმომადგენლის ყოველდღიურ პრაქტიკაზე, პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემუშავებაზე, ასევე საგანმანათლებლო საქმიანობაზე, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გაუმჯობესებაზე ბიზნესის კონტექსტში. PIHRB არამარტო ავითარებს ანალიზს და რეკომენდაციებს ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკის შემქმნელებისთვის, არამედ თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მხარს უჭერს თანამშრომლობით ქსელებს.

ევროკრედიტი

ევრო კრედიტი არის ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც ქართულ ბაზარზე ავტოსესხი წარადგინა, 2020 წლიდან კი კომპანია სწრაფ ბიზნეს სესხებს გასცემს, მხოლოდ უძრავი ქონების უზრუნველყოფით. ასევე, 2020 წლიდან ევრო კრედიტი პირველად ქართულ ბაზარზე მომხმარებელს სთავაზობს სესხის დისტანციურად დამატების ან განმეორებით აღების შესაძლებლობას.

PMAG

PMAG წარმოადგენს გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილ შესაფუთი მასალების კლასტერს, რომელიც მიზნად ისახავს შესაფუთი მასალების ინდუსტრიისა და მისი ინდივიდუალური წევრების დახმარებას, კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე თანამშრომლობის გაფართოების გზით.

BEROC ეკონომიკური კვლევის ცენტრი

BEROC ეკონომიკური კვლევის ცენტრი - არის ეკონომიკური კვლევითი ცენტრი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საბაზრო ეკონომიკის განვითარებას ბელორუსში მაღალი ხარისხის საზოგადოებრივი დიალოგის საშუალებით, რომელსაც უზრუნველყოფს მაღალი სტანდარტის ანალიტიკა და ექსპერტიზა. BEROC ავრცელებს ეკონომიკის ცოდნას მაღალი ხარისხის კვლევის საშუალებით, ასევე ზრდის კერძო სექტორის პარტნიორებისა და აკადემიური საზოგადოების ეკონომიკურ უნარ-ჩვევებს განათლების მეშვეობით.

Jolly

JOLLY - ქართული ხელნაკეთი ჩანთების ბრენდია. თითოეული ჩანთა განსაკუთრებული ემოციითაა შექმნილი და მომხარებლებთან დიდი სიყვარულით იგზავნება. ბრენდის სახელიდან გამომდინარე, ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზებასთან ერთად, მათი მთავარი მიზანი ადამიანების ბედნიერი ემოციებით დამუხტვაა.

ICT კლასტერი

ICT არის ტექნოლოგიული ინდუსტრიის სთეიქჰოლდერების თანამშრომლობით პლატფორმა, რომელიც მხარს უჭერს ლოკალური და საერთშორისო კავშირების დამყარებას საქართველოს ICT ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის.

BCI - ბიზნეს საკონსულტაციო ინსტიტუტი

BCI - წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანიას, საკონსულტაციო მომსახურების მულტიდისციპლინარული პორტფელით და დაახლოებით 20 წლიანი გამოცდილებით მოლდოვას საკონსულტაციო ბაზარზე. BCI-ს აღიარებული რეპუტაცია აქვს ურბანული და საქალაქო რეგიონების, აგრეთვე ეროვნული და ტრანსსასაზღვრო რეგიონების ეკონომიკური სტრატეგიების შემუშავებაში და ისარგებლებს დონორთა პროგრამების ფართო სპექტრით, რომელსაც აფინანსებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუტები, როგორიცაა UNDP, მსოფლიო ბანკი, EBRD, USAID, Soros, IFAD, ასევე მოლდოვის სამთავრობო ინსტიტუტები.

ედენა

სახელოსნო ედენა ტრადიციული რეწვის სახელოსნო სოციალური საწარმოა და 2015 წლიდან მოღვაწეობს ზემორაჭაში, კერძოდ ონში. საწარმო 20-მდე ქალბატონს ასაქმებს. სახელოსნო აწარმოებს რაჭულ სუვენირებს სხვადასხვა ტექნოლოგიით, რომელსაც ჰყიდის მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ონლაინ, ისე საკუთარ ეთნოტურისტულ მაღაზიაში "ეთნო-ონი". მაღაზია და სახელოსნო რეგიონში მნიშვნელოვანი, მიმზიდველი და საინტერესო ტურისტული ლოკაციაა. სახელოსნოს 2015-2021 წლებში მიღებული აქვს ოთხი გრანტი სხვადასხვა კონკურსში დონორი ორგანიზაციებიდან და ორიენტირებულია მუდმივად განვითარებასა და პროდუქტის ხარისხის ზრდაზე

წევრობა

SME ბაზისი

90 ₾ / თვეში

  • ადვოკატირება/ლობირება
  • ყოველთვიური საინფორმაციო სიახლეები
  • თვეში 1 კონსულტაცია იურიდიულ საკითხებზე

პირველი 6 თვე SME ბაზისით სარგებლობა უფასოა 6 თვის გასვლის შემდეგ SME ბაზისით სარგებლობის ყოველთვიური საწევრო გადასახადია 90 ₾ (მოიცავს კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს).

შეძენა მეტის ნახვა

SME სტანდარტი

180 ₾ / თვეში

  • ადვოკატირება/ლობირება
  • ყოველთვიური საინფორმაციო სიახლეები
  • SMEDA-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ თუ ოფლაინ ივენთებზე დასწრების შესაძლებლობა

საწევრო გადასახადის გადახდა ხორციელდება კვარტალური, 6 თვეში ერთხელ ან წლიური გადახდის სქემით. გადახდა ხორციელდება პაკეტის შეძენისთანავე.

შეძენა მეტის ნახვა

SME პრემიუმი

350 ₾ / თვეში

  • ადვოკატირება/ლობირება
  • ყოველთვიური საინფორმაციო სიახლეები
  • SMEDA-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ თუ ოფლაინ ივენთებზე დასწრების შესაძლებლობა

SMEDA-ს წევრობით თქვენ ერთიანდებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით შექმნილ ორგანიზაციაში და ამასთან, გეძლევათ შესაძლებლობა მიიღოთ სარგებელი ასოციაციის წევრობით და თქვენც შეიტანოთ საკუთარი წვლილი, როგორც SMEDA-ს, ისე მისი თითოეული წევრის განვითარებაში.

შეძენა მეტის ნახვა

დაფინანსების მოძიება

International Visegrad Fund

ფონდი არის საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 2000 წელს ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების მთავრობების მიერ.

საქართველოს ბანკი

წლების განმავლობაში, კომპანია ლიდერი ბანკის სტატუსს ფლობს, როგორც ფინანსური მაჩვენებლებით, ისე მოსახლეობის აღქმაში.

USAID

USAID აფინანსებს 35-ზე მეტ პროგრამას. USAID ხელმძღვანელობს საერთაშორისო განვითარებისა და ჰუმანიტარულ ძალისხმევას ხალხის და ბიზნესების დახმარებას განვითარებაში.

TBC ბანკი

თიბისი ბანკი არის ქართული ბანკი, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში, საქართველოში. ის ეხმარება ბიზნესის დაფინანსებას და მათთვის სესხების გაცემას.

მეტის ნახვა
ივენთები
ტრენინგები

კონტაქტი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • giga.phaikidze@sme.org.ge
  • ქ თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N10ა
  • 555091100, 555140773

შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის

წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე

გაწევრიანდი
×

რეგისტრაცია

×

ავტორიზაცია