ბაზარზე არსებული მცირე და საშუალო ბიზნესები შესაძლოა ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, მაგრამ ხშირად აღნიშნულ ბიზნესებს მსგავს პრობლემებთან და დაბრკოლებებთან უწევთ გამკლავება ბიზნესის ზრდის ეტაპზე.
-
ბიზნესის ზრდისთვის საჭირო ფინანსების მოძიება
დაფინანსების მოპოვება ბიზნესის ზრდის პროცესში ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, რასთანაც გამკლავება თითქმის ყველა მეწარმეს უწევს. ცხადია, ბიზნესის ახალ საფეხურზე გადასვლა საოპერაციო ხარჯებისა და დამატებითი აღჭურვილობისა თუ სხვა კაპიტალის საჭიროებასაც მნიშვნელოვნად ზრდის.
საწყის ეტაპზე უმნიშვნელოვანესია ბინზესმა წინასწარვე განსაზღვროს რა თანხაა საჭირო ბიზნეს პროცესების ზრდად მოთხოვნაზე მოსარგებად, რა ტიპის დამატებითი აღჭურვილობაა საჭირო. არანაკლებ მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის არსებული შესაძლებლობებიდან ოპტიმალური დაფინანსების ტიპის შერჩევა. ვინაიდან დღეს ბიზნესებს სესხის გარდა, სხვა ალტერნატიული მეთოდებითაც შეუძლიათ დაფინანსების მოპოვება, თითოეული ვარიანტის გაანალიზება და ბიზნესის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა დადებითად აისახება არჩევანის სისწორეზეც. სწორად განსაზღვრული სტრატეგია კი გაზრდის ბიზნესის ზრდისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსების მოძიების შანსებს.
-
არაეფექტური მენეჯმენტი
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის ბიზნესის ზრდის პროცესში ადამიანური რესურსებია. ზრდად მოთხოვნასთან ადაპტაცია შესაძლოა არცისე მარტივი აღმოჩნდეს ყველა თანამშრომლისთვის. ამ პრობლემის გადაჭრის გზა კი სწორი დაგეგმარება და ეფექტური მენეჯმენტია. შესაბამისი სტრატეგიითა და ბიზნეს ოპერაციების მართვით აღნიშნული პრობლემების წარმოქმნის რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.
-
ტექნოლოგიების გამოყენებების ნაკლებობა
მცირე ბიზნესების ზრდის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ტექნოლოგიებისა და შესაბამისი აღჭურვილობის გამოყენების ნაკლებობაა. თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტაცია ბიზნესების ზრდის პროცესის განუყოფელი კომპონენტია, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში სწორედ აღნიშნული ტექნოლოგიების დახმარებით ხდება შესაძლებელი საოპერაციო ხარჯების შემცირება, პროცესების გამარტივება და ოპტიმიზაცია, შეცდომების დაშვების რისკების შემცირება, ბიზნეს აქტივობების ცენტრალიზება და მენეჯმენტის ეფექტურობის ზდრა.
-
მიწოდების ჯაჭვისა და ლოგისტიკის მართვა
ბიზნესის ზრდა და განვითარება ყოველდღიურ აქტივობებსა და სხვა პროცესებს მეტად კომპლექსურს ხდის. კერძოდ კი, რთულდება მიწოდების ჯაჭვის ყოველი დეტალის კონტროლი. მომხმარებლამდე პროდუქტის მიწოდების არაეფექტური მართვა კი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ბიზნესის წარმატებისთვის, ვინაიდან პირდაპირაა დაკავშირებული პროდუქტისა თუ სერვისის ხარისხთან, მომხმარებლის კმაყოფილებასთან და შესაბამისად განსაზღვრავს ბაზარზე პროდუქტის მოთხოვნასაც.
-
ხარჯების კონტროლი
იქიდან გამომდინარე, რომ მცირე და საშუალო ბიზნესები ძირითადად ლიმიტირებული რესურსებით, ბიუჯეტითა და თანამშრომელთა ჯგუფით ოპერირებენ, ხშირ შემთხვევაში ბიზნესის ზრდა ხარჯების სტრუქტურის გადახედვას საჭიროებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ბიზნესები წარმოების ზრდის პროცესში კონცენტრირდნენ საკუთარი რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებასა და შესაბამისად შეცვალონ მოძველებული, მცირე რაოდენობის პროდუქტის წარმოებაზე გათვლილი, ხარჯთა სტრუქტურა.
ბიზნესის მართვისას ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებზე კონცენტრირება დაგეხმარებათ უკეთ წარმართოთ თქვები ბიზნეს საქმიანობა და შეამციროთ ისეთი პრობლემების წარმოქმნის შანსები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეამცირებს თქვენი ბიზნესის განვითარებისა და ზრდის პროცესს. ამავდროულად, თქვენ და თქვენი თანამშრომლები შეძლებთ მომზადებული შეხვდეთ წარმოების ზრდისგან გამოწვეულ ცვლილებებს და დროულად მოახდენთ აღნიშნულ ცვლილებებთან ადაპტაციას.