ENG
2022.07.22

ციფრული აქსელერაციის პროგრამის - "starta"-ს პირველი ნაკადი დასრულდა

Return
აქსელერაციის პროგრამა წარმატებით დაასრულა 25 ქალმა მეწარმემ

SMEDA- მიერ შექმნილი ციფრული აქსელერატორ - starta“- პირველი ნაკადი დასრულდა. აღნიშნული პროექტის მხარდამჭერია USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამია.

starta უნიკალური აქსელერატორია, რომელიც ქალ მეწარმეებს ბიზნესის მართვის საწყის ეტაპზე ეხმარება. 6 თვის განმავლობაში, პროგრამაში მონაწილე მეწარმეებმა შეიძინეს ბიზნესის ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, მიიღეს საჭირო რჩევები და რეკომენდაციები პროფესიონალი მენტორებისაგან.

აქსელერაციის პროგრამა წარმატებით დაასრულა 25 ქალმა მეწარმემ. მათ გაიარეს სამი ძირითადი კომპონენტი ტრენინგების, მენტორინგის პროგრამისა და ნეთვორქინგის მიმართულებით, რაც დაეხმარებათ თავიანთი ბიზნესის შემდგომ ზრდასა და განვითარებაში.

შემაჯამებელ შეხვედრაზე მონაწილე მეწარმეებს პროექტის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები გადაეცათ. ამასთანავე, პროგრამაში ჩართულმა მეწარმეებმა აუდიტორიას პრეზენტაციები წარუდგინეს, სადაც ისაუბრეს თავიანთ ბრენდზე, პროექტში მონაწილეობით მიღებულ გამოცდილებასა და მის მნიშვნელობაზე სამომავლო განვითარებაში.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყვნენ სპიკრები:

გიგა ფაიქიძე - მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA) აღმასრულებელი დირექტორი

ნატალია ბერუაშვილი - USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი

მაგდანა ზაქარიაშვილი - ბავშვის სამოსისა და ფეხსაცლის ბრენდი „უნიკი“-ს დამფუძნებელი

ანა ლაცაბიძე - ქალის თეთრეულის ბრენდი PieceofBBN-ის დამფუძნებელი

ბარბარე გალდავა - საბავშვო კარვების ბრენდი „კარაველა“-ს დამფუძნებელი

თათია ხაინდრავა - ვაუჩერების ჩუქების სერვისის „Wowchy“-ის დამფუძნებელი

ვერიკო ბაზალი - ველოსიპედების სერვისის „ჰიპო ველო“-ს დამფუძნებელი

ნატა ნათაძე - ბამბის ნაყინის კომპანია „100% ბამბა“-ს დამფუძნებელი


ძალიან მალე starta- მეორე ნაკადზე აპლიკაციების მიღებას გამოვაცხადებთ.
 

 

Join the business space for successful people

By becoming a member you will have access to exclusive offers and information

Become a member
×

Registration

×

Login