GEO

სტარტა

Starta სტარტაპების მხარდამჭერი პროგრამა გახლავთ საქართველოში, რომელსაც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) ახორციელებს. პროექტს ფინანსურად მხარს უჭერს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით..

Starta-ს მიზანია დამწყებ ბიზნესებს შესთავაზოს იმ მატერიალურ თუ არამატერიალურ რესურსებზე ხელმისაწვოდომა რომელიც მათი სამეწარმეო უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს, დაეხმარებათ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში და არსებულ გამოწვევებთან  გამკლავებაში.

Starta ამ ეტაპზე აერთიანებს 2 მთავარ მიმართულებას:

Აქსელერაციის პროგრამა გულისხმობს დამწყები თუ უკვე არსებული მეწარმეების გარკვეული კრიტერიუმებით შერჩევას და სწრაფად ზრდა/მასშტაბირებისთვის მომზადებას აქსელერაციის წინასწარ განსაზღვრული პროგრამის მეშვეობით. Starta-ს ტრენერები და მენტორები არიან მდიდარი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე ადამიანები. Პროგრამა ხორციელდება დისტანციურად რაც საშუალებას გვაძლევს მოვიცვათ მთელი საქართველო.

აქსელერაციის პროგრამები

სტარტაპების მხარდამჭერი პროგრამა

starta - Business Club გახლავთ პირველი სამეწარმეო ბიზნეს კლუბი საქართველოში რომელის ფარგლებშიც განხორციელდება სტარტაპების მხარდამჭერი აქტივობები. ბიზნეს კლუბი საერთო ღირებულებების ირგვლივ დამწყები ბიზნესების გაერთიანებას უზრუნველჰყოფს. კლუბის აქტივობები ხელს შეუწყობს ნეთვორქინგის განვითარებას, ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას და საინტერესო გამოცდილების მიღებასა თუ გაზიარებას თითოეული დაინტერესებული მხარისთვის.

starta Business club აქტივობები:

  • ნეთვორქინგ შეხვედრები

  • ინდივიდულური მენტორინგი

  • საკონსულტაციო სერვისების მიწოდება

  • Რეგიონალური შეხვედრები 

შეავსე განაცხადი

Starta სტარტაპების მხარდამჭერი პროგრამა გახლავთ საქართველოში, რომელსაც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) ახორციელებს. პროექტს ფინანსურად მხარს უჭერს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

შეავსე

მენტორი

გიორგი მგელაძე
ციფრული მარკეტინგის მენტორი

გიორგი გახლავთ: ბიზნესის და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ციფრული მარკეტინგის ლექტორი, მრავალწლიანი გამოცდილების ტრენერი, პრაქტიკოსი, ციფრული სააგენტო 4MEDIA-ს დირექტორი. ნამუშევარი აქვს 100-ზე მეტ, როგორც საერთაშორისო ასევე, ადგილობრივ ბრენდებთან. ის საკმაოდ ბევრ ბრენდებს ეხმარება, რომ სწორი პოზიციონირება შეძლონ ციფრულ სამყაროში, იპოვონ თავიანთი მიზნობრივი აუდიტორია სწორად და დაამყარონ მათთან მიზანმიმართული, ეფექტური კომუნიკაცია

თეიმურაზ აბელაშვილი
ფინანსური მენეჯმენტის მენტორი

თემო გახლავთ: საქართველოს ეროვნული ბანკის მცირე და საშუალო და კორპორატიული საკრედიტო რისკების მთავარი სპეციალისტი. მას აქვს მცირე და საშუალო და კორპორატიულ სეგმენტში ბიზნესების ანალიზის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. 15+ წლიანი კარიერის განმავლობაში თემოს შეხება ჰქონდა დაახლოებით 600 – 700 მდე კომპანიის ფინანსებთან -- ბიზნეს პროექტის ანალიზს/ანალიტიკისა და რისკების შეფასების კუთხით. გარდა საფინანსო სექტორში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილებისა, თემო კარიერის განმავლობაში აქტიურად ატარებდა ფინანსური ანალიზის და მენეჯერული აღრიცხვის ტრენინგებსა და სემინარებს საფინანსო სექტორის თანამშრომლებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.

მარიკა კლდიაშვილი
ინოვაციების,ზრდის და განვითარების მენტორი

მარიკა გახლავთ: წამყვან მენეჯერულ პოზიციებზე მომუშავე მსხვილ, წარმატებულ კომპანიებში. კერძოდ, მისი სამუშაო პრაქტიკა ასე გამოიყურება: მართვის აკადემიის ინოვაციების დირექტორი, ლოიალტე Strategy მიმართულების პარტნიორი, პროექტების მართვის 20+ წლიანი გამოცდილება, მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 15+ წლიანი გამოცდილება ქართულ და უცხოურ წამყვან კომპანიებში, სხვადასხვა ტიპის ბიზნეს ინკუბატორების და აქსელერეტორების ხელმძღვანელი 6+ წელი, ოპერაციემის მართვის მიმართულებით ბიზნეს კონსულტანტი და Agile ქოუჩი 6+ წელი, ტრენერობის გამოცდილება 7+ წელი, მენტორობის 6+ წლიანი გამოცდილება მეწარმეებთან და სტარტაპებთან, PMP - საერთაშორისოდ სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი (პროექტის მართვის პროფესიონალი), Ph.D ბიზნესის ადმინისტრირება (ორგანიზაციული ცვლილებების და გარდაქმნების მენეჯმენტი მცირე და საშუალო ბიზნესში)

თიკო მაღრაძე
სტრატეგიული მართვის მენტორი

თიკო გახლავთ: სტრატეგიული მართვის მენტორი; 15- წლიანი მენეჯერული გამოცდილებით ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებად მსხვილ კომპანიებთან; 10 წელი მაღალი რგოლის მენეჯმენტში-კომპანიების კომერციული და საოპერაციო მიმართულებების აღმასრულებელი ბორდის წევრი; სტარტაპ პროექტების ბიზნეს კონსულტანტი; თიკო starta-ს აქსელერაციის პროგრამაში განახორციელებს მენტორინგს სტრატეგიული დაგეგმარების მიმართულებით

ნათია ქალდანი
ფანდრაიზინგის მენტორი

ნათიას 10 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება აქვს არასამთავრობო სექტორში და ბოლო რამდენიმე წელი აქტიურად მუშაობს პარტნიორებთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების კონსულტანტად სხვადასხვა ორგანიზაციაში. მას აქვს ინტენსიური გამოცდილება დონორებთან ურთიერთობისა და ასევე, საპროექტო წინადადებების მოზადებაში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ლანა პაიჭაძე
იურიდიული საკითხების მენტორი

ლანა გახლავთ: იურისტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, 8+ წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით იურიდიულ სფეროში, მათ შორის მენეჯერულ პოზიციებზე, მრავალწლიანი საადვოკატო გამოცდილებით, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (CSL) დოქტორანტი, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "ლოიალტეს" მთავარი იურისტი.

ნატო ჩაკვეტაძე
starta Business Club სტარტაპის განვითარების მენტორი

starta business club - მენტორი: ნატო ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა მეწარმეობის ეკოსისტემებთან სხვადასხვა მიმართულებით - როგორც ტრენერი, დამფუძნებელი, პროექტის მენეჯერი და კონსულტანტი. ნატო არის UN Women-ის კონსულტანტი ქალთა მეწარმეობის პროექტებში. ამავდროულად, ის არის Google-ის მიერ მართულ Women Techmakers პროგრამაის ელჩი. ბოლო 5 წლის განმავლობაში იგი მართავდა ტექ სტარტაპების პრე-აქსელერაციის პროგრამებს საქართველოში, აზერბაიჯანში, სამხრეთ კორეაში, სინგაპურსა და სილიკონის ველში 500 Global VC-ისა და Accelerator-ის (ახალ 500 სტარტაპის) მეშვეობით. პარალელურად, იგი ქალთა ჩართულობით ასწავლიდა და აწვდიდა ინფორმაციას მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოსა და აზერბაიჯანში სხვადასხვა პროგრამების შესახებ. ნატო ხელმძღვანელობდა მეწარმეობის პროგრამას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მან 8 წლის განმავლობაში შეიმუშავა სასწავლო და პრაქტიკული გარემო ტექნოოიური და მცირე და საშუალო ბიზნესის სტარტაპებისთვის. ის ასევე მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და Startup Grind-ში. ნატომ დააარსა საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ონლაინ სტარტაპ საზოგადოება – Startup Info, რომელიც ერთმანეთისთვის ცოდნის, გამოცდილების და რესურსების გაზიარებას ისახავს მიზნად. პლატფორმა აერთიანებს მეწარმეობით დაინტერესებულ 20 000-მდე ადამიანს და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო განვითარდება პლატფორმა.

გვანცა მელაძე
starta Business Club ექსპორტის მიმართულების მენტორი

starta business club - მენტორი: გვანცა ორ ათწლეულზე მეტია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ჩართულია საერთაშორისო პროექტებში, მათ შორის ექსპორტის განვითარების მიმართულებით, და კონსულტაციებს უწევს დაინტერესებულ მეწარმეებს ახალ ბაზრებზე შეღწევის და არსებული გაყიდვების არხების დივერსიფიკაციის საკითხებში. იგი ასევე გახლავთ საქართველოს ექსპორტის განვითარების ასოციაციისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოების წევრი. მან ამ პერიოდის მანძილზე 500 -ზე მეტი ადგილობრივი თუ უცხოელი მეწარმე გადაამზადა ექსპორტის მართვის სერტიფიცირებული კურსების ფარგლებში. გვანცას ცოდნა და გამოცდილება ბიზნესებს დაეხმარებათ ისეთი საკითხების გადაწყვეტაში როგორიც არის ექსპორტის ციკლის გავლა, რაც გულისხმობს ექსპორტის პოტენციალის დადგენას, ბაზრების შერჩევას და ექსპორტის სტრატეგიის დაგეგმვას. გვანცას მიღებული აქვს ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერების მაგისტრის ხარისხი შედარებით საჯარო პოლიტიკაში (2020) და გახლავთ გრენობლის ბიზნეს სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (2009).

Რატი ქირია
starta Business Club მენტორი

starta business club - მენტორი: რატი საქართველოში პირველი ფინანსური პლატფორმის - ტრეიდერების ჰაბის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გახლავთ. Მას აქვს 10+ წლიანი გამოცდილება ინვესტიციებსა და ტრეიდინგში. Რატიმ დაამთავდა სტირლინგის უნივერსიტეტის მაგისტრატურა „საინვესტიციო ანალიზის“ მიმართულებით, ის ასევე გახლავთ ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტი და Amplify Trading - ბრიტანული უმსხვილესი სასწავლო ტრეიდინგ კომპანიის კურსდამთავრებული. Რატი ამ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ასოცირებული პროფესორი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია. რატის შეუძლია როგორც საშუალი ისე მცირე ზომის კომპანიების, და განსაკუთრებით სტარტაპების მხარდაჭერა ინვესტიციების მოძიების და ფინანსური რესურსების სწორად წარმართვის მიმართულებით.

ქეთი მეფარიძე
starta Business Club მარკეტინგისა და ბრენდინგის მენტორი

starta Business Club / მარკეტინგისა და ბრენდინგის მენტორი: ქეთი მეფარიძე Level C-ს სერტიფიცირებული ბრენდის სპეციალისტი და Renault Georgia-ს მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი გახლავთ. მისი გამოცდილება მოიცავს პროექტებს დაკავშირებულს ბრენდების შენებასთან, სარეკლამო ინდუსტრიასთან და თანმიმდევრულ კომუნიკაციებთან. ქეთის უმუშავია ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა: თიბისი, საქართველოს ბანკი, კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონი“, ტერაბანკი და ამჟამად უძღვება Smart Academy-ის საავტორო კურსს „მარკეტინგი და თანმიმდევრული კომუნიკაცია".

თორნიკე ჩხაიძე
starta Business Club ბიზნესის სტრატეგიული მართვის მენტორი

starta business club - მენტორი: თორნიკეს აქვს 15+ წლიანი გამოცდილება ბიზნესის შექმნისა და განვითარების პროცესების მართვაში. Მას განსაკუთრებით ბიზნესმოდელის შემუშავების, ფინანსების მართვისა და კომპანიის შიდა პროცესების ორგანიზების მხრივ აქვს ამოცდილება. ძირითადი ბრენდები რომლის შექმნაში თორნიკეს მონაწილეობა აქვს მიღებული არის: ღვინის ინდუსტრია - "IKANO", აზიური სწრაფი კვების ინდუსტრია - "UKVE", საკონსულტაციო მიმართულებით "SavvY" და ასევე პლატფორმა "FACE2FACE"-ის თანადამფუძნებელი. Თორნიკე 2019 წელს მოხვდა Forbes 30 under 30 სიაში. დამწყები ბიზნესების მხარდაჭერა თორნიკეს შეუძლია შემდეგი მიმართულებებით: კომპანიის სტრატეგიის შემუშავება, ბიზნესმოდელის შექმნა/ტრანსფორმაცია, ორგანიზაციული სტრუქტურის და პროცესების,შექმნა/ადაპტაცია, დაფინანსების მოპოვებაში მხადაჭერა და ა.შ.

ნატალი სოხაძე
starta Busines Club სასტუმროს გახსნის და მართვის მენტორი

starta Busines Club მენტორი: ნატალი სოხაძე - ტურიზმისა და სასტუმროს მართვის აკადემიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, საკონსულტაციო ჯგუფის “Hospitality Experts, Georgia” -ს დამფუძნებელი, სასტუმროების გახსნის მენეჯერი / კონსულტანტი, თანამედროვე მართვის სპეციალისტი გახლავთ 15+ წლიანი გამოცდილებით სასტუმრო ინდუსტრიაში. ნატალი ასევე არის ერიქსონის სერტიფიცირებული ქოუჩი, ლექტორი, პიროვნული და პროფესიული განვითარების ტრენერი, სამოტივაციო სპიკერი, 20+ პიროვნული და პროფესიული პროგრამის ავტორი. Ნატალი ადამიანებს ახალი პროფესიის შესწავლასა და დასაქმებაში ეხმარება, ის ასევე სასტუმროების მფლობელებს ეხმარება სასტუმროს გახსნის დაგეგმვისა და მართვის მიმართულებით, შიდა სარემონტო სამუშაოებიდან დაწყებული - დეპარტამენტის თანამშრომლების დაკომპლექტებითა და სასტუმროს ოპერირებით დასრულებული.

ტატიანა ბაშელეიშვილი
starta Business Club ციფრული მარკეტინგის მენტორი

starta business club - მენტორი: ტატიანა თანდამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გახლავთ არქიტექტურული გამოცდილების მიმწოდებელ კომპანია HURO - ში. ის გახლავთ ციფრული მარკეტინგის მენტორი starta Business Club-ში, ტატიანას აქვს აღნიშნული მიმართულებით მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება, უმუშავია 50-ზე მეტ ბრენდთან სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. თანამშრომლობა ჰქონდა როგორც ქართულ სტარტაპებთან და საერთაშორისო კომპანიებთან, ასევე უმუშავია წარმატებულ კრეატიულ კამპანიებზე. ტატიანა Redberry-ში ხელმძღვანელობდა Growth Marketing-ის დეპარტამენტს. ის გახლავთ მოწვეული სპეციალისტი და ექსპერტი ბიზნესების ციფრული ზრდის მიმართულებით, ლექტორობის 2 წლიანი გამოცდილებით.

ლიანა სოღოიანი
starta Business Club მენტორი

starta Business Club - მენტორი: ლიანა სოღოიანი - Food safety alliance დამფუძნებელი და წამყვანი აუდიტორი გახლავთ. კომპანია დაარსდა 2019 წელს, იმ მიზნით რომ კვების ობიექტებმა აწარმოონ უვნებელი და ხარისხიანი საკვები. ჩემი გამოცდილება რომელსაც ითვლის მუშაობის 8+ წლიანი გამოცდილება ISO-ს, FSSC-ის, DNV-ს, GMP და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან ღვინის და რძის ქარხნებში, ასევე ვარ სერტიფიცირებული აკრედიტირებული საერთაშორისო კომპანიების მიერ. საკონსულტაციოს კომპანიის საშუალებით 5 წლის განმავლობაში ვახდენ სხვადასხვა კვების ობიექტებისა თუ საწარმოების კონსულტირებას, მონიტორინგს და HACCP-ის სისტემების დანერგვას.

მამუკა ბერძენიშვილი
starta Business Club ტურიზმის მიმართულების მენტორი

Starta Business Club - მენტორი: მამუკას ტურიზმის ინდუსტრიაში თავისი 15 წლიანი გამოცდილების განმავლობაში ეკავა არაერთი მნიშვნელოვანი თანამდებობა კერძო (Lufthansa) თუ საჯარო სექტორიში (აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი). იგი ასევე იყო ჩართული აკადემიურ სფეროებში (კავკასიის უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ტურიზმის საკონსულტაციო მომსახურებაში (მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი). მამუკა არის ტურიზმის ინსტიტუტის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც გახლავთ ე.წ. think tank ორგანიზაცია მომუშავე ისეთ საკითხებზე როგორებიცაა ტურიზმის მდგრადობა, საზღვაო ტურიზმი, ტურიზმის კანონმდებლობა, გაციფრულება, დიდი მონაცემები და დანიშნულების ადგილის მენეჯმენტი. მამუკა ასევე არის ციფრული მარკეტინგული სააგენტოს "შინდის" თანადამფუძნებელი რომელიც უკვე დაეხმარე 200-ზე მეტ ადგილობრივ ტურიზმის სფეროში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესს ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების ინტეგრირებაში. იგი ფლობს მასარიკის უნივერსიტეტის (ჩეხეთი) მაგისტრის ხარისხს სოციოლოგიაში.

ანნა ვეფხვაძე
starta Business Club მოდისა და ტანსაცმლის ხაზის წარმოების მიმართულების მენტორი

starta business club მენტორი: ანა Materiel Tbilisi-ის საერთაშორისო გაყიდვების ხელმძღვანელი და DOTS-ის მარკეტინგის მიმართულების მენეჯერი გახლავთ. ანა ასევე არის სერთიფიცირებული ექსპორტის მენეჯერი და ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის შიდა აუდიტორი. GAFA - საქართველოს მოდისა და ტანსაცმლის ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი და სამკერვალო წარმოების განახლებული სასწავლო პროგრამის ადგილობრივი ექსპერტი. მას აქვს მდგრადობის კონცეფციის ირგვლივ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც კომპანიის ისე პროდუქტის მიმართულებით. ანას არაერთ საერთაშორისო პროექტებში მიუღია მონაწილეობა ტრენერის სახით და აქვს რეკრუტერის მიმართულებით ხანგრძლივი გამოცდილება.

Ბექა გონაშვილი
starta Business Club სოფლის მეურნეობის მიმართულების მენტორი

starta business club - მენტორი: ბექა 2009 წლიდან ჩართულია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში მეცხოველეობა, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების წარმოება და ა.შ.მან ამავე წელს დააფუძნა კომპანია აგროქიზიყი რომელის საქმინობის სფეროც გახლდათ სასოფლოს სამეურნეო სერვისების და საშულებების მიწოდება სოფლისმეურნეობაში ჩართული ადამიანებისთვის, კომპანია 2015 წლიდან აწარმოებს ცხოველთა საკვებ პროდუქტებს, 2021 წლიდან კი ეწევა აგროსაკონსულტაციო საქმიანობას, კერძოდ მრავალწლიანი ბაღების გაშენების და მათი მართვის მიმართულებით. 2019 წლიდან ბექამ დააფუძნა ბრენდი წერტი თბილისში, რომელიც მოიცავს ხორცისა და ხორც პროდუქტების, გაყინული მზა ნახევარ ფაბრიკატების რძის გადამუშავების ახალ თნამედროვე კონცეფციას, 4 სარეალიზაციო წერტილით თბილისში. Ბექას საქმიანობის ძირითადი საქმიანობის სფეროა: მეცხოველეობა - მეხორცული და მერძეული მიმართულება; მეცხვარეობა - მეხორცული და მერძეული მიმართულება; მეღორეობა - სანაშენე და სასუქი მიმართულება; ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების წარმოება, დაგეგმარება, შესაბამისი ტექნიკის შერჩევა და სხვა. ფერმების სწორი დიზაინის, ქეშფლოს და სხვა საკონსულტაციო მიმართულებები, ბაზრების შესწავლა, საგრანტო კომპონენტებში დახმარება, სახელმწიფოსგან და ფინანსური ინტსიტუტებიდან მეტად მორგებული სისტემის ჩამოყალიბება.

ლევან მოლაშვილი
starta Business Club მენტორი

starta business club - მენტორი: ლევან მოლაშვილი გახლავთ: ონლაინ კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი. ასწავლის ონლაინ კომერციას საქართველოს 2 წამყვან უნივერსიტეტში. ლევანს აქვს 10 წლიანი გამოცდილება ციფრულ მარკეტინგსა და ონლაინ კომერციის მიმართულებით, ასევე პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო გაყიდვებში მსოფლიოს წამყვან საიტებზე: ამაზონზე, ეთსისა და იბეიზე, ასევე გლობალური გაყიდვები საკუთარი იკომერს საიტებით. Ლევანი გახლავთ საქართველოს წამყვან კომპანიებში ციფრული ვაჭრობის მიმართულების ტრენერიც.

მარი მეტონიძე
starta Business Club HRM ადამიანური რესურსების მართვის მენტორი

starta Business Club - მენტორი: მარი გახლავთ HRM სააგენტო hiro-ს ხელმძღვანელი, რომელსაც 50-მდე დასრულებული პროექტი აქვს. მარი გახლავთ ადამიანური რესურსების მართვის მიმართულების მაგისტრი და მას აქვს 6+ წლიანი მუშაობის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში. Მარის კერძო სექტორის სხვადასხვა სფეროში მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს, ის 4 წელია რაც მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობს და წლებია უძღვება საკონსულტაციო საქმიანობას ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.Მარი ფლობს სერთიფიკატებს ფსიქოლოოგის, შრომის სამართლის და HR მიმართულებით და ის ასევე გახლავთ ტრენერი HR მიმართულებით.

მონაწილეები

ანა ქურდაძე
Winess, დამფუძნებელი

საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი, კომპანია "ვაინესის" თანადამფუძნებელი. "ჩემთვის სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულობა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ "სტარტას" საშუალებით მექნება შესაძლებლობა ჩემი გამოცდილება მეტად მრავალფეროვანი გავხადო."

მეგი მურადაშვილი
შუგარინგ ქლაბ ჯორჯია, დამფუძნებელი

"წარმოვადგენ კომპანია შუგარინგ ქლაბ ჯორჯიას , რომელიც ნატურალური საეპილაციო პროდუქტების ხაზს ქმნის , საკმაოდ ამბიციური გეგმებით ვართ და ვფიქრობთ აქსელერაციის პროგრამა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კომპანიის განვითარებაში , აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაგვეხმარება ფართომასშტაბიან გეგმების განხორციელებაში"

თეონა ოთანაძე
Otanadze Design, დამფუძნებელი

"Otanadze Design 55 წლიან ოჯახურ ტრადიციაზე დაფუძნებული ქართული ბრენდია, რომელიც მასიური ხის ეკომეგობრულ , უნიკალურ მაჯის საათებსა და მრავალფეროვან აქსესუარებს ქმნის. ბრენდის ფილოსოფიაა, რომ თითოეული ადამიანი არის უნიკალური, გამორჩეული, ამიტომ ის იმსახურებს მის ინდივიდულიზმზე მორგებულ აქსესუარს, რომელიც ხაზს გაუსვამს მის უნიკალურობას და ყოველთვის მიიპყრობს გარშემომყოფთა ყურადღებას. "

მარიამ მაისურაძე
მაისუ, დამფუძნებელი

მაისუ არის ქართული ხელნაკეთი ნივთების ბრენდი, რომელიც : - ქმნის ფერად და მხიარულ განწყობას თქვენს გარდერობში - ქმნის ფერად მოგონებებს და ახალისებს ყოველდღიურობას მაისუ - მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ნაჭრისგან დამზადებულ ფერად „totebag”-ებს, წელისა და მაკიაჟის ჩანთებს. ხელნაკეთ ნაქსოვ ქუდებსა და ხელთათმანებს.

ნატა ნათაძე
100% ბამბა, დამფუძნებელი

ბამბის ნაყინი ყველასთვის საყვარელი ტკბილეულია კომპანიის სურვილია მომხმარებელი დააბრუნოს ბავშვობის ტკბილ გემოში და შესთავაზოს ის ისეთი ფორმით, რომელიც ჯერ არავის შეუქმნია საქართველოში.

ვერიკო ბაზალი
Hippo Velo, დამფუძნებელი

"მე და ჩემმა მეგობარმა ველო სახელოსნო ზუსტად 1 წლის წინ დავაარსეთ, საკუთარი ხელით ფაქტობრივად ავაშენეთ და ნულიდან დავიწყეთ საქმიანობა. ჰიპო ველო არის ველო სახელოსნო, სადაც ნებისმიერი სახის ველოსიპედის შეკეთება შესაძლებელია, თანაც მაღალი ხარისხის ხელსაწყოებითა და პროფესიონალი მექანიკოსებით. ამ ეტაპზე გვაქვს Youtube არხიც, სადაც ველოსიპედთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ვიდეოებს ვიღებთ, როგორც ველოსიპედის შეკეთებასთან, მის აწყობასთან და რჩევებთან დაკავშირებით. სამომავლოდ ბევრი გეგმა გვაქვს განვითარებისთვის, რომელსაც ეტაპობრივად მივუყვებით."

ლილიანა მაისურაძე
ედენა, დამფუძნებელი

სახელოსნო "ედენა" ესაა ტრადიციულიო რეწვის სახელოსნო ზემო რაჭიდან, ის 2015 წლიდან რაჭულ სუვენირებზე მუშაობს და ასაქმებს 20-მდე ადგილობრივ ქალბატონს რეწვის სახვადახსვა მიმართულებით. ჩვენ ვქმნით ტურისტულ პროდუქტს, რომელშიც წამყვანი რაჭული მოტივებია. გვაქვს საკუთარი სამუშაო სივრცე და ეთნო-ტურისტული მაღაზია ქალაქის ცენტრში "ეთნო-ონი". სახელოსნო არაერთი პროგრამის და პროექტის გამარჯვებული, რამდენიმე ასოციაციის წევრი და რეგიონში ერთ-ერთი წარმატებული სოციალური საწარმოა. "ედენას" გუნდს მუდამ აქვს სწრაფვა განვითარებისკენ, სწორედ ამისთვის ვიღებთ მონაწილეობას აქსელერაციის პროგრამაში "სტარტა", ყველაფერს გავაკეთებთ საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

მაგდა ზაქარიაშვილი
უნიკი, დამფუძნებელი

"ჟურნალისტი ვარ, თუმცა პროფესიით სულ რამდენიმე თვე ვიმუშავე. შემდეგ თავი რამდენიმე პროფესიაში ვცადე, საბოლოოდ ანტერპრენერობა ვარჩიე და რისი კეთებაც ძალიან მომწონდა, ჩემი შვილების ჩაცმულობაზე ზრუნვა, ეს ჰობი ვაქციე ბიზნესად. მცირე მეწარმის სტატუსით ვსაქმიანობ და პატარების ლამაზ და კომფორტულ ჩაცმულობაზე ვზრუნავ, ჩემ ბრენდს თავისნაირი საყვარელი სახელი “უნიკი” ქვია :) . ჩემი პატარა საწარმო რეგიონში მდებარეობს, ჩემს ულამაზეს სოფელში, სწორედ აქ იქმნება ჩვენი პროდუქცია, ადგილობრივი ქალბატონების მიერ."

ნანო მისაბაშვილი
ნისა სტუდიო, დამფუძნებელი

ნისა სტუდიო გთავაზობთ უნიკალურ ხელნაკეთ ავეჯს, საყოფაცხოვრებო აქსესუარებსა და სხვა დეკორატიულ ნივთებს თქვენი ინტერიერისა თუ ექსტერიერის გასალამაზებლად მე ვარ ნანო, 24 წლის. 2021 წელს ბიზნესი საკუთარი ჰობის გარშემო დავიწყე, სადაც მაგიდების ზედაპირსა და დეკორს თავადვე ვქმნი. საქმიანობის უპირველესი სურვილი იყო მოსაწყენი ინტერიერის გახალისება ისეთი მარტივი და ყველასათვის საჭირო ნივთით, როგორიცაა ჟურნალის მაგიდა. დასაწყისისათვის ვარ მხოლოდ მე და ვპარტნიორობ ავეჯის ოსტატებთან, წარმოებისა და შექმნის პროცესს თავადვე ვუძღვები. ჩემს ბიზნესს გააჩნია ორი ფუნდამენტური მისია. პირველი არის ქალთა წახალისება ავეჯის წარმოების სექტორში დასაქმებაში, ხოლო მეორე მისიას წარმოადგენს პროფესიული განათლების პოპულარიზაცია.

თათია ხაინდრავა
Wowchy, დამფუძნებელი

"მე ვარ თათია ხაინდრავა - სასაჩუქრე ვებ პლატფორმის, ვაუჩის, დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. მაქვს დამთავრებული კორპორატიული მენეჯმენტი ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად სრულიად დაკავებული ვარ ვაუჩის განვითარებით, რაც იდეიდან დავიწყეთ მე და ჩემმა გუნდმა და უკვე მუშა ბიზნესად ვაქციეთ, რომელსაც 100-ზე მეტი პარტნიორი ყავს."

ქეთევან ტაბუცაძე
Medu, დამფუძნებელი

"მედუ ჩემთვის ის გამოწვევაა, რომლისთვისაც თითქოს მთელი ცხოვრებაა ვემზადები. ვფიქრობ, მთავარი კომპონენტი რაც დღეს სამედიცინო სფეროს აკლია, ცოდნის გაზიარება და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაა. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი - გავხადოთ განათლება ხელმისაწვდომი, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და იმ ადამიანების მეშვეობით, ვისთვისაც წარმატება მუდმივ განვითარებასთან და ცოდნის გაზიარებასთან ასოცირდება."

ბარბარე გალდავა
კარაველა, დამფუძნებელი

"მე ვარ ბარბარე გალდავა, 36 წლის, აფხაზეთიდან დევნილი, დაოჯახებული და ორი ბიჭის დედა. ყოველთვის მომწონდა ხელსაქმე და ერთ დღეს შვილების ინსპირაციით სახლში ხელნაკეთი კარავი შევკერე. ასე დაიბადა ჩემი ბრენდის იდეა და შემდეგ კომპანია: კარაველა, რომელიც ემსახურება პატარების ბედნიერებას. კერვის მიმართულებით დასრულებული მაქვს პროფესიული კოლეჯი. "

რიმა ბოლქვაძე
რიმას სახლი, დამფუძნებელი

"დავიბადე და გავიზარდე სოფელში, სწავლის დასრულების შემდეგ დავბრუნდი და დღემდე ვცხოვრობ სოფელში. სოფელში ცხოვრება ზღაპრულია და ამავდროულად შრომატევადიც, ბუნებასთან სიახლოვეს აქვს ის ძალა. რომ რაც უფრო მეტად ეჭიდები მიწასთან მუშაობას, მით უფრო ძლიერდები და იზრდები პიროვნულად - შენს მიერ დარგული ნერგივით. გაცილებით მეტს გრძნობ და ფიქრობ... სოფელი უბრალო და მშვენიერია, როგორც თავად ცხოვრება"

ნინო რაზმაძე
გოგორა, დამფუძნებელი

"მე ვარ ნინო რაზმაძე, ეთნომუსიკოლოგი, 35 წლის. მყავს მეუღლე და 4 შვილი. ვმუშაობ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრში, საქველმოქმედო ფონდ „ქართულ გალობასა“ და გალობის უნივერსიტეტში. 2018-19 წლებში „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრისა“ და ლატვიის სუიტის ფონდის ორგანიზებულ პროექტში გავეცანით ლატვიის, ესტონეთისა და მაკედონიის გამოცდილებას, თუ როგორ იცავენ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას. ჩვენ ჩვენის მხრიდან ქართული პოლიფონია წარვადგინეთ, რომელსაც 2003 წელს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა UNESCO-ს მიერ."

ეკატერინე ხუტკუბია
სქირი, დამფუძნებელი

"ჩვენ ვართ „სქირი“ ,ბრენდი,რომელიც ქართული ხილის ნედლეულისგან ამზადებს ნატურალური ხილის ჩირის ასორტს, ტყლაპებს, ჩურჩხელებს, ჩირის კანფეტებს,შოკოლადიანი ჩირების სხვადასხვა სახეობას.აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სიტყვა „სქირი“ მეგრული წარმომავლობისაა და ნიშნავს მშრალს,გამომშრალს. საწარმო სქირი,მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დარჩელში და მისი ისტორია იწყება 2018 წლიდან და დღემდე მომხმარებელს სთავაზობს განუმეორებელ გემოებს,ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა 100% ნატურალურობით, მას შენარჩუნებული აქვს ვიტამინების 97%. იქედან გამომდინარე,რომ ჩვენი წარმოებული პროდუქცია სრულიად ნატურალურია, ის შეიძლება მიირთვას ბავშვმა 1 წლის ასაკიდან,ორსულებმა,მეძუძურმა დედებმა,მოხუცებმა…პროდუქცია მზადდება უმაღლესი ხარისხის ხილისგან, თხილი და ნიგოზი არის ჩვენი ფერმერული მეურნეობიდან და ბიოა,თაფლს ვყიდულობთ ადგილობრივი ფერმერებისგან."

თეკო ვახანია
აპეტიტო, დამფუძნებელი

"მე ვარ თეკო ვახანია 29 წლის , ჩვენი კომპანიის დაარსების ისეა გაჩნდა დედის ოქროს ხელების წყალობით , დედა აფხაზეთიდან დევნილია , ბავშვობიდან ვუყურებდი იმას თუ , როგორ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ ყველაფერი ერთ დღეში და შემდეგ შრომით და მონდომებით კვლავ ააშენონ ახალი , ალბათ მეც ამოტომ, ვთვლი რომ შეუძლებელი არაფერია ცხოვრებაში რასაც მოინდომებ აუცილებლად გამოგივა ! დედა წლებია მანძილზე მუშაობდა სხვადასზვა ორგანიზაციებში , მართლა საოცარ გემრიელობებს ქმნის და შეყვარებულია კულინარიაზე , ამიტომაც , გადავწყვიტე აპეტიტოს დაარსება , ბევრი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ ,წინ ბწვრი გეგმები გვაქვს , მუდმივად განვითარებაა საჭირო წარმატების მისაღწევად და smeda - არის ძალიან კარი და საინტერესო გამოწვევა , ვთვლი ბევრ სასარგებლო და საჭორო გამოცდილებას მივიღებთ, მადლობა შესაძლრბლობისთვის!"

ანა ლაცაბიძე
PieceofBBN, დამფუძნებელი

"Piece of BBN - შთამაგონებელი და ფემინური კომბინაცია გაერთიანებული თეთრეულის თანამედროვე ფორმებთან. Piece of BBN ქმნის ქალის განსხვავებულ თეთრეულს, რომლის ტარებაც ქალებს საშუალებას აძლევს ყოველდღიურად თავი იგრძნონ განსაკუთრებულად. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, ყოველწლიურად გავზარდოთ ქართული თეთრეულის წარმოების პროცენტული წილი. დღეისთვის Piece of BBN-ის პროდუქციის 70% იწარმოება საქართველოში."

რუსა კვარაცხელია
"დიდარეს" დამფუძნებელი

რუსუდანმა 2014 წელს საქართველოში დანერგა ინოვაციური პროდუქტები: : მიკრომწვანილები, ღივები, ჯეჯილის წვენი, ბეიბი სალათები. აღნიშნული სიახლე მან საზოგადოებას საკუთარ კაფეში "ღივების სახლი ჭონქაძეზე" გააცნო, დღეს კი პროდუქტები საკმაოდ ტრენდული და პოპულარულია. გარდა ამისა, შპს "დიდარე" თანამშრომლობს ბიოფერმერებთან, ეხმარება მათ თანამედროვე ბიოლოგიური ტექნოლოგიების დანერგვაში და აერთიანებს მთელ საქართველოში მოყვანილ ბიო პროდუქტებს ხარისხის ნიშნის ქვეშ #წარმოებულია ბიოაგროს ტექნოლოგიით. ამავე დროს, შპს "დიდარე" ახდენს ბიო პროდუქტების პოპულარიზაციას საზოგადოებაში. ამ მიზნით რუსუდანს გამოცემული აქვს სახელმძღვანელოები, გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმი, არის ხელმძღვანელი სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომებისა, ბიოტექნოლოგიების ეკონომიკური ეფექტიანობის მიმართულებით.

შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის

წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე

გაწევრიანდი
×

რეგისტრაცია

×

ავტორიზაცია