შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის
წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე
ყოველწლიურად, Guidant Financial და მცირე ბიზნესის ტენდენციების ალიანსი (SBTA) გამოკითხავს ბიზნესის მფლობელებს მცირე ბიზნესის მფლობელის ცხოვრების შესახებ ამერიკაში. წელს, Guidant-მა და SBTA-მ გამოკითხეს 2400-ზე მეტი ამჟამინდელი და მსურველი მცირე ბიზნესის მფლობელი ქვეყნის მასშტაბით, რათა მიეღოთ შესაბამისი ინფორმაცია SME-ს შესახებ პანდემიის პირობებში.
ყოველწლიურად, Guidant Financial და მცირე ბიზნესის ტენდენციების ალიანსი (SBTA) გამოკითხავს ბიზნესის მფლობელებს მცირე ბიზნესის მფლობელის ცხოვრების შესახებ ამერიკაში. წელს, Guidant-მა და SBTA-მ გამოკითხეს 2400-ზე მეტი ამჟამინდელი და მსურველი მცირე ბიზნესის მფლობელი ქვეყნის მასშტაბით, რათა მიეღოთ შესაბამისი ინფორმაცია SME-ს შესახებ პანდემიის პირობებში.
2020 წელს COVID-19-მა დიდი გავლენა იქონია მცირე ბიზნესზე, SBTA-ის კვლევამ აღმოაჩინა, რომ გამოკითხულთა გამოკითხულთა 23 %-მა ბიზნესიდან შემოსავალები დაკარგვა, ხოლო 6%-მა პირიქით - გაზარდა. გამოკითხულ მცირე ბიზნესის მფლობელთა 11%-მა შეამცირა ბიუჯეტი, ასევე 11%-მა კი დროებით დახურა თავისი ბიზნესი, ხოლო ბიზნესის მფლობელების ათმა პროცენტმა შეამცირა თანამშრომლების ხელფასები.
COVID 19-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენა მცირე ბიზნესზე იყო 2020 წელს მომგებიანი ბიზნესების რაოდენობის 19%-იანი შემცირება 2019 წელთან შედარებით. Რესპონდენტთა თქმით, ბიზნესების მხოლოდ 63% იყო მომგებიანი 2020 წელს, წინა წლის 78%-თან შედარებით. თუმცა, მიუხედავად მომგებიანობის რაოდენობის შემცირებისა, მცირე ბიზნესის მფლობელების 78%-ს მოელის, რომ მათი ბიზნესი გადარჩება პანდემიის პირობებში, ხოლო მხოლოდ 4%-ს ელის მათი ბიზნესის წარუმატებლობას.
პანდემიის მიუხედავად, მცირე ბიზნესის მფლობელებს ზოგადად პოზიტიური ხედვები აქვთ მომავალზე. კითხვაზე, თუ რამდენად დარწმუნებულები არიან თავიანთი მცირე ბიზნესის ფუნქციონირებაზე COVID-ის შემდგომ პერიოდში, მცირე ბიზნესის მფლობელების 49% პასუხობს, რომ ისინი გარკვეულწილად ან ძალიან თავდაჯერებულები არიან, იმ 34%-თან შედარებით, რომლებიც გარკვეულწილად ან ძალიან არადარწმუნებულები არიან. Მომავალთან მიმართებით ნეიტრალური პოზიცია გამოავლინა 17%-მა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი - 30%- იყო იმ ადამიანების, რომლებსაც მეტნაკლებად სჯერათ თავიანთი ბიზნესის განვითარების პოსტკოვიდურ პერიოდში.
რაც შეეხება დაფინანსებას, მცირე ბიზნესის დაფინანსება შეიძლება იყოს რთული, განსაკუთრებით დამწყები მეწარმეებისთვის, რომლებიც ახალი არიან ამ სფეროში. მათ უჭირთ ფინანსების დიდი რაოდენობით მოძიება თავიანითი წამოწყების განვითარებისთვის. Როგორც გამოიკვეთა, ნაღდი ფული დაფინანსების ყველაზე პოპულარული ფორმაა. ბიზნესის მფლობელების 39% იყენებს მას ბიზნესის დასაწყებად. Rollovers for Business Startups (ROBS), ასევე ცნობილი როგორც 401(k) ბიზნესის დაფინანსების საშუალებაა, რომელიც გამოკითხულთა 20%-მა გამოიყენა, რათა დაეწყო საკუთარი ბიზნესი. მეგობრების დახმარება და ოჯახი ასევე ჩვეულებრივი გზაა ბიზნესის დასაწყებად. ასევე არ უნდა გამოგვრჩეს სესხები და საკრედიტო შეთავაზებები დამწყები მეწარმეებისთვის.
წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე