შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის
წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე
Martex Academy „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA)“ შვილობილი ბრენდია, რომელიც UNDP-ის და ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა და მიზნად ისახავს ციფრული უნარების ამაღლების ხელშეწყობას და ციფრული განათლების პოპულარიზაციას როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
სოციალური მედიის მართვა, იმეილ მარკეტინგი, კონტენტ მარკეტინგი, ქოფირაითინგი, SEO და ა.შ. ეს ის ტერმინები, რომელიც უკვე ყოველდღიურად გვესმის და რეალურად ის სერვისებია, რომელიც სულ უფრო სწრაფად ანაცვლებს ტრადიციულ მარკეტინგს. მიზეზი მარტივია - ციფრული მარკეტინგი სულ უფრო პრაქტიკული ხდება იმისთვის, რომ სამიზნე აუდიტორიასთან უფრო მარტივად და ეფექტურად მივიტანოთ ჩვენი სათქმელი, თან ოპტიმიზებული ხარჯების პირობებში.
"მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარების ასოციაცია (SMEDA)" იწყებს პროექტს ხულოში, ქედასა და ლაგოდეხში, რომლის მიზანია აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს დავეხმაროთ ციფრული უნარების განვითარებაში. კერძოდ, პროექტის ფარგლებში თითოეული მუნიციპალიტეტიდან შერჩეული იქნება 30 ახალგაზრდა, რომლებიც გაივლიან სოციალური მედია მენეჯმენტის და ციფრული უნარების კურსს, რომლის შემდგომაც შეძლებენ ეფექტურად დასაქმდნენ როგორც ადგილობრივად, ისე დისტანციურად.
პროექტის მიზანია ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის განმტკიცება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, SMEs და SMEs კლასტერული ქსელების განვითარებით და EaP SME ბიზნესის გლობალური ღირებულების ჯაჭვის ინტეგრაციის ხელშეწყობით, ინფორმაციის, ცოდნისა და ნოუ-ჰაუს გაზიარებით.
პროექტი ატარებს საპილოტე ხასიათს და შერჩეული იქნება 20 ქალი მეწარმე. აქსელერაციის პროგრამა დაიწყება 2022 წლის იანვრიდან და გაგრძელდება 2022 წლის აგვისტოს ბოლომდე. პროექტს ფინანსურად მხარს უჭერს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში.
პროექტის „პასუხისმგებლიანი დაფინანსება კავკასიაში“ ფარგლებში, ფონდ German Sparkassenstiftung Georgia თანამშრომლობით, „მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარების ასოციაციამ“ (SMEDA) განახორციელა ტრენინგების ციკლი საფინანსო ინსტუტუტების თანამშრომლებისთვის. ტრენინგები ჩატარდა თბილისში და რეგიონებში, მათ შორის უპირატესობა მიენიჭა რეგიონებში გადამზადებას.
წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე