შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის
წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე
"მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარების ასოციაცია (SMEDA)" იწყებს პროექტს ხულოში, ქედასა და ლაგოდეხში, რომლის მიზანია აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს დავეხმაროთ ციფრული უნარების განვითარებაში. კერძოდ, პროექტის ფარგლებში თითოეული მუნიციპალიტეტიდან შერჩეული იქნება 30 ახალგაზრდა, რომლებიც გაივლიან სოციალური მედია მენეჯმენტის და ციფრული უნარების კურსს, რომლის შემდგომაც შეძლებენ ეფექტურად დასაქმდნენ როგორც ადგილობრივად, ისე დისტანციურად.
ტრენინგები ჩატარდება პროექტის ფარგლებში შექმნილი ბრენდის Martex Academy-ს ფარგლებში და კურსს გაუძღვებიან მდიდარი პრაქტიკული გამოცდილების მქონე მენტორები. ტრენინგი შედგება 14 შეხვედრისგან, რომელზეც განხილული იქნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული საკითხები, ისე, რომ კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შესაძლებლობა ჰქონდეს დამოუკიდებლად განახორციელოს სოციალური ქსელების მართვა.
ტრენინგების დასრულების შემდეგომ SMEDA იზრუნებს, რომ კურსდამთავრებულებმა პრაქტიკა გაიარონ SMEDA-ს წევრ და პარტნიორ ორგანიზაციებში, ასევე პოტენციურად იგივე ან სხვა კომპანიებში ჩაერთონ სტაჟირების პროგრამაში.
პროექტის განხორციელების პერიოდია 2022 წლის ივნისი-სექტემბერი. გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში აპლიკაცია შეავსოთ არაუგვიანეს 24 ივნისისა.
ტრენინგები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 555140773, 571828558
წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე