GEO

starta - ქალთა აქსელერაციის პროგრამა

უკან დაბრუნება

პროექტი ატარებს საპილოტე ხასიათს და შერჩეული იქნება 20 ქალი მეწარმე. აქსელერაციის პროგრამა დაიწყება 2022 წლის იანვრიდან და გაგრძელდება 2022 წლის აგვისტოს ბოლომდე. 
პროექტს ფინანსურად მხარს უჭერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში. 

აქსელერაციის პროგრამა  შექმნილია იმ იდეით, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეს ჰქონდეს ის ცოდნა და უნარები, რომელიც მას დაეხმარება ერთის მხრივ არსებული ბიზნესის სწორად მართვაში და ასევე, სამომავლო ზრდასა და განვითარებაში. კერძოდ, პროგრამა მოიცავს 3 ძირითად კომპონენტს:
•    ტრენინგები
•    მენტორინგის პროგრამა
•    ნეთვორქინგი
მაქსიმალური ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად ტრენინგები და მენტორინგის პროგრამა განხორციელდება პარალელურ რეჟიმში, რაც გულისხმობს იმას, რომ ტრენინგებზე მიღებული ცოდნის გამყარება შესაძლებელი იქნება უშუალოდ პრაქტიკული სამუშაოებით კვალიფიციურ, მდიდარი გამოცდილების მქონე მენტორებთან. ხოლო, ტრენინგებისა და მენტორინგის პროგრამის დასრულების შემდეგ ეფექტიანი ნეთვორქინგის მიზნით დაიგეგმება და განხორციელდება სხვადასხვა აქტივობები. 
Starta-ს ტრენერები და მენტორები არიან მდიდარი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე ადამიანები. ასევე, აქსელერაციის პროცესში მოგიწევთ დაესწროთ სხვადასხვა წარმატებული პროფესიონალების მასტერკლასებს და უშუალოდ მათგან მოისმინოთ პასუხები თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.


იხილეთ მეტი

შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის

წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე

გაწევრიანდი
×

რეგისტრაცია

×

ავტორიზაცია