შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის
წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე
SMEDA-ს გუნდი დაკომპლექტებულია კერძო თუ საჯარო სექტორში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების, ამავდროულად მდიდარი აკადემიური განათლების მქონე პროფესიონალებით, რომლებსაც მცირე და საშუალო ბიზნესთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გააჩნიათ და შესაბამისად კარგად ესმით ამ სექტორის საჭიროებები, პრობლემატიკა და ამ პრობლემების გადაწყვეტის გზები.
ბექას მეწარმოების (განსაკუთრებით კი აგრო მეწარმოების) მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის გახლავთ კომპანია აგროქიზიყის - დედოფლისწყაროს ფერმერთა მომსახურებისა და მექანიზაციის ცენტრის დამფუძნებელი, ამავდროულად არის საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი და 2019 წლიდან იკავებს საქართველოს ბანკის აგრო კოორდინატორის პოზიციას.
თინას აქვს 15 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიებში, კომერციული და ბიზნესის განვითარების მიმართულებით. ასევე, საკუთარი სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით წლების განმავლობაში შეხება ჰქონდა და აქვს მცირე და საშუალო ბიზნესთან საქართველოში და მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში. ამჟამად კი, იკავებს საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია Bavarian Nordic-ის ბიზნესის რეგიონალური დირექტორის პოზიციას.
გიგას კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს წამყვან კომერციულ ბანკებში, ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკში. დაახლოებით ბოლო 5 წელია უძღვება მის მიერ დაფუძნებულ აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია ლოიალტე-ს და ლოიალტეს ჯგუფის კომპანიებს. აქვს საკონსულტაციო და საგანმანათლებლო საქმიანობის მდიდარი პრაქტიკა და მისი სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით კარგად იცნობს მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებსა და გამოწვევებს საქართველოში, ასევე საერთაშორისო პრაქტიკას აღნიშნული მიმართულებით.
ნიკა გახლავთ თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე. ის ასევე იკავებს ნეობანკ "სფეისის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თიბისი უზბეკეთის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, საგადასახდო სისტემა "ფეიმი"-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თიბისი ფეის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და გაერთიანებული საფინანსო კორპორაციის (UFC) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციებს. ნიკას მცირე და საშუალო ბიზნესთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ წარმატებულ საფინანსო ინსტიტუტებში ტოპ მენეჯერის როლში.
მიშას 15 წლიანი მენეჯერული გამოცდილება აქვს საფინანსო სექტორში, აქედან ბოლო 6 წელი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე. ის მუშაობდა ისეთ კომპანიებში როგორიცაა ს.სსაქართველოს ბანკი, ს.ს ფინკა ბანკი საქართველო, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო, ახლა კი კომპანია ევროკრედიტს ხელმძღვანელობს, სადაც ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.
ირაკლის ძირითადი საქმიანობა მთელი მისი კარიერის განმავლობაში დაკავშირებულია საფინანსო სეტქორთან და ამჟამად იკავებს ერთი წარმატებული კომპანიის სს მისო „ევროკრედიტის“ საოპერაციო დირექტორის პოზიციას. კარიერის დასაწყისიდან, 20 წლის მუშაობის მანძილზე, ირაკლი სხვადასხვა დროს, იკავებდა საკრედიტო, რისკებისა და კორპორატიული ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით მმართველობით პოზიციებს საფინანსო სისტემის წამყავნ ბანკებში - Libertybank, Procredit Bank, TBC Bank და BTA Bank.
საქმიანი ტურიზმის კომპანია „ბითიელის“ დირექტორი და მმართველი პარტნიორი. განათლებით მათემატიკოსი ( კიბერნეტიკა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი ივ.ჯავახიშვილის უნივერსიტეტი).შემდგომ მრავალი პროგრამები და ტრენინგები,ერთ ერთი შვედური პროგრამა SIDA/SIPU ს ეგიდით მივიღე განათლება და დიპლომი ამ პროგრამით შვედეთში. ასევე გერმანიში დუალური განათლების პროგრამა გაიაე გერმანიაში.
თიკო გახლავთ 15- წლიანი მენეჯერული გამოცდილების მქონე, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებად მსხვილ კომპანიებთან, მას აქვს 10 წელი მაღალი რგოლის მენეჯმენტში-კომპანიების კომერციული და საოპერაციო მიმართულებების აღმასრულებელი ბორდის წევრი, ასევე თიკო არის უამრავი სტარტაპ პროექტის ბიზნეს კონსულტანტი.
სოფიო არის SMEDA-ს კომერციული მედიაციის პალატის ხელმძღვანელი. სოფიო ასევე იკავებს კერძო სამართლის ლექტორის, სს ,,მისო ევრო კრედიტი"-ს კორპორატიული იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელისა და სსიპ ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" ეთიკის კომისიის თავმჯდომარის პოზიცას.
წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე