GEO

"starta"-ს მონაწილის ბიზნეს ისტორია

2023.12.07
“დრაკარი”  მინიატურების სახელოსნო

“დრაკარი”  მინიატურების სახელოსნო გახლავთ, რომელიც ქმნის დიორამებს, რეალური ადგილის მინიატურულ ასლებს. კომპანია ამავდროულად ქმნის ფუნქციურ-დეკორატიულ სუვენირებს პოპულარულ თემატიკაზე მინიატურული დეტალებით. დრაკარს ასევე აქვს საგანმანათლებლო პროექტი "დრაკარის აკადემია", რომელიც სახელოვნებო და არაფორმალური განათლების სივრცეა. “დრაკარი”- ს დამფუძნებელი ლილი წიქარიშვილი SMEDA-ს მიერ შექმნილი ციფრული აქსელერაციის პროექტის “starta”- ს მონაწილეა, სწორედ ის გვესაუბრება უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ…

მეტის ნახვა

SMEDA-ს წევრის ბიზნეს ისტორია

2022.09.23
“თაია” ქართული წარმოების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხელნაკეთი მინიატურული დეკორაციების შეძენის შესაძლებლობას

"თაია"-ს შექმნის ისტორია წელიწად ნახევრის წინ, ახალი წლის დღეებში დაიწყო, გაუაზრებლად, როდესაც სტანდარტული საახალწლო დეკორაციებით მობეზრებულმა, გადავწყვიტე განსხვავებული ნივთი შემექმნა, ბუნებრივი მასალისგან.

მეტის ნახვა

SMEDA-ს წევრის ბიზნეს ისტორია

2022.06.30
ვაინესი ქართული საფერავია, რომელიც გვაკავშირებს, ქმნის ემოციებს და ამბობს შენს სათქმელს

დასაწყისისას მთავარია იპოვო იდეა, რომლისაც ბოლომდე გჯერა. არ არის საჭირო ეს იდეა თავიდანვე სრულყოფილი იყოს, შეგიძლია დაიწყო მცირედით, მთავარია მალე დაიწყო და მერე უკვე პროცესში გაიგებ ყველაფერს რა და როგორ უნდა აკეთო. მე ყველაზე მეტად სწორედ ეგ დამეხმარა, რომ თავიდანვე არ მქონია დიდი მოლოდინები, რეალურად ძალიან ბევრი რაღაც არის შესაცვლელი, მაგრამ ნელ-ნელა ყოველთვის მიდიხარ ამის სრულყოფისაკენ. ასე რომ, მთავარია დაიწყო, მთავარია მოტივაცია გქონდეს ამ ყველაფრის კეთების და მთავარია არ დანებდე.

მეტის ნახვა

"starta"-ს მონაწილის ბიზნეს ისტორია

2022.08.31
“wowchy” სასაჩუქრე ბარათების პირველი ონლაინ მაღაზიაა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მარტივად შეარჩიონ ცნობილი ბრენდების სასაჩუქრე ბარათები

ერთ დღესაც, როდესაც მორიგი საჩუქარი ვიყიდე და ძალიან ბევრი დრო დავხარჯე, სახლში მოვედი და გადავწყვიტე, რომ ციფრულად გამეკეთებინა ასეთი პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ჩემნაირი საჩუქრის მაძიებლებისთვის სასაჩუქრე ვაუჩერების ყიდვა ნებისმიერი  ბრენდის, კატეგორიის.

მეტის ნახვა

"starta"-ს მონაწილის ბიზნეს ისტორია

2022.10.03
“მედუ” არის პირველი ქართული ვირტუალური სამედიცინო საგანმანათლებლო პლატფორმა უშუალოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელებისთვის

“მედუ”-ს შექმნის იდეა გაჩნდა 2020 წლის დეკემბერში. იმ პერიოდში ძალიან  ბევრი შეზღუდვა გვქონდა კოვიდ პანდემიის პირობებში, მათ შორის ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობა. გართულდა ექიმებს შორის ინფომაციის  გავრცელების, გამოცდილების გაზიარების პროცესი, შეიქმნა რაღაც facebook ჯგუფები, ჩათები. კი ვახერებდით ერთმანეთს შორის კომუნიკაციას და ინფორმაციის გაცვლას, მაგრამ რთული იყოს მაინც, რადგან facebook ჯგუფი არ არის დახურული, არ იყო  კომფიდენციალურობა დაცული.  

მეტის ნახვა

"starta"-ს მონაწილის ბიზნეს ისტორია

2022.08.08
“კარაველა” ქართული წარმოების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვანი საბავშვო კარვებისა და საქანელების შეძენის შესაძლებლობას

„კარაველას“ შექმნის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც დედა გავხდი. ჩემი შვილები პატარები იყვნენ, როცა მათ სახლი სახელდახელოდ „ავუშენე“. ერთ საღამოს გამოვჭერი საბავშვო ფარდა, თეთრეული და ბიჭებს შტაბი ავუწყე. ბავშვებს ისე მოეწონათ მისი დანახვა და მასში თამაში, რომ ვიფიქრე ამ საქმისთვის პროფესიონალურად მომეკიდებინა ხელი. 

მეტის ნახვა

"starta"-ს მონაწილის ბიზნეს ისტორია

2022.08.26
“მაისუ” ქართული წარმოების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვანი და გამორჩეული ჩანთების შეძენის შესაძლებლობას

მაისუს იდეა გაჩნდა ძალიან მოულოდნელად რამდენიმე წლის წინ როცა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ყველა სტუდენტს სჭირდება ყოველდღიური ჩანთა წიგნებისა და ლეპტოპისთვის, მეც სწორედ ასეთ მარტივ, თუმცა ფერად ჩანთას ვეძებდი და გადავწყვიტე თავად შემექმნა ჩემს აწ უკვე პარტნიორთან ერთად.

მეტის ნახვა

"starta"-ს მონაწილის ბიზნეს ისტორია

2022.08.01
Hippo Velo ველოსიპედის სახელოსნოა, რომელიც მომხმარებელს ველოსიპედების შეკეთების სერვისს სთავაზობს

ბიზნეს ისტორია ძალიან უცნაურად და ბუნებრივად დაიწყო. მე უბრალოდ ველო მოყვარული, უეცრად აღმოვჩნდი ჩემი მეგობრის გვერდით, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში სურდა ველოსიპედის სერვის ცენტრის გახსნა და ჩემი მხარდაჭერითა და წაქეზებით დაიწყო ამ პროექტის დაგეგმვა/განხორციელება და ძალიან ბუნებრივად, მეც აღმოვჩნდი ამ პროცესის ეპიცენტრში, ახლა უკვე თანადამფუძნებლად და თანამმართველად.

მეტის ნახვა

"starta"-ს მონაწილის ბიზნეს ისტორია

2023.12.07
ხმა არის ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდი, რომლის მიზანია პოზიტიური გავლენა მოახდინოს მომხმარებელზე.

ხმა არის ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდი, რომლის მიზანია პოზიტიური გავლენა მოახდინოს მომხმარებელზე.

მეტის ნახვა

"starta"-ს მონაწილის ბიზნეს ისტორია

2022.07.25
Piece of BBN ქართული წარმოების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს დახვეწილი და განსხვავებული ქალის თეთრეულის შეძენის შესაძლებლობას

2019 წელს პარიზში მოგზაურობისას გადავაწყდით ერთ-ერთ ვინტაჟურ მაღაზიას, სადაც დავინახეთ ქალის განსხვავებული ხელნაკეთი თეთრეული, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე, სწორედ ეს იყო პირველი ინსპირაცია და თავდაპირველი იდეაც აქედან გაჩნდა. იმ პერიოდში საქართველოშიც შევხვდებოდით მსგავსი სახის თეთრეულს, თუმცა მხოლოდ საერთაშორისო ბრენდების მიერ შემოტანილს, რომელიც არ იყო ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომი.

მეტის ნახვა

"starta"-ს მონაწილის ბიზნეს ისტორია

2022.08.23
“კოკიტო” ქართული წარმოების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხის უპედლო ველოსიპედების შეძენის შესაძლებლობას

დაახლოებით სამი წლის წინ, სათამაშოების გამოფენიდან მამაჩემმა ჩამოიტანა უპედლო ხის ველოსიპედი. ასე ეტაპობრივად იზრდებოდნენ ამ ველოსიპედზე ჩვენი შვილები და მაშინ გაჩნდა იდეა, რომ შესაძლებელი იყო, სათამაშოების ხაზი გაგვეკეთებინა წარმოების პარალელურად.

მეტის ნახვა

ციფრული აქსელერაციის პროგრამის - "starta"-ს პირველი ნაკადი დასრულდა

2022.07.22
აქსელერაციის პროგრამა წარმატებით დაასრულა 25 ქალმა მეწარმემ

SMEDA-ს მიერ შექმნილი ციფრული აქსელერატორ - ”starta“-ს პირველი ნაკადი დასრულდა. აღნიშნული პროექტის მხარდამჭერია USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამია. starta უნიკალური აქსელერატორია, რომელიც ქალ მეწარმეებს ბიზნესის მართვის საწყის ეტაპზე ეხმარება. 6 თვის განმავლობაში, პროგრამაში მონაწილე მეწარმეებმა შეიძინეს ბიზნესის ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, მიიღეს საჭირო რჩევები და რეკომენდაციები პროფესიონალი მენტორებისაგან.

მეტის ნახვა

"starta"-ს მონაწილის ბიზნეს ისტორია

2022.08.15
“გოგორა” ქართული წარმოების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხის სათამაშოებისა და საბავშვო ავეჯის შეძენის შესაძლებლობას

ხის სათამაშოების და საბავშვო ავეჯის წარმოების იდეა გამიჩნდა 3 წლის წინ. ამ ხნის განმავლობაში იდეამ მრავალი ტრანსფორმაცია განიცადა და საბოლოოდ, ორი მიმართულებით ჩამოვყალიბდი: ქართულ ფოლკ სათმაშოების/ავეჯის და მონტესორის მეთოდთან მეგობრული ავეჯის წარმოებაზე.

მეტის ნახვა

"starta"-ს მონაწილის ბიზნეს ისტორია

2022.09.14
100% ბამბა” ქართული წარმოების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს გამორჩეული და მრავალფეროვანი ბამბის ნაყინის შეძენის შესაძლებლობას სთავაზობს

ჩემი შვილებისთვის მუდმივად მიწევდა უარის თქმა, როდესაც მთხოვნდნენ ბამბის ნაყინის ყიდვას და ამის გამო ვიფიქრე,  გამეკეთებინა რაღაც განსხვავებული, ლამაზი დახლი, სადაც იქნებოდა დაცული ჰიგიენის პირობები. მოძრავი დახლი გადავწყვიტე, რადგან სხვადასხვა ლოკაციებზე გადაგვეადგილებინა და ასე გაგვეყიდა ღია სივრცეებში, სკვერებში.

მეტის ნახვა
მეტის ნახვა

შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის

წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე

გაწევრიანდი
×

რეგისტრაცია

×

ავტორიზაცია