GEO
2023.12.07

"starta"-ს მონაწილის ბიზნეს ისტორია

უკან დაბრუნება
“დრაკარი”  მინიატურების სახელოსნო

დრაკარი
 

“დრაკარი”  მინიატურების სახელოსნო გახლავთ, რომელიც ქმნის დიორამებს, რეალური ადგილის მინიატურულ ასლებს. კომპანია ამავდროულად ქმნის ფუნქციურ-დეკორატიულ სუვენირებს პოპულარულ თემატიკაზე მინიატურული დეტალებით. დრაკარს ასევე აქვს საგანმანათლებლო პროექტი "დრაკარის აკადემია", რომელიც სახელოვნებო და არაფორმალური განათლების სივრცეა. “დრაკარი”- ს დამფუძნებელი ლილი წიქარიშვილი SMEDA-ს მიერ შექმნილი ციფრული აქსელერაციის პროექტის “starta”- ს მონაწილეა, სწორედ ის გვესაუბრება უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ…

 

როგორ გაჩნდა თავდაპირველი იდეა და საიდან იწყება  “დრაკარი”- ს ისტორია? 

 

ჩემი ჰობია ახლობელი ადამიანებისთვის განსხვავებული საჩუქრების ჩუქება. ერთხელ მოგვივიდა იდეა, მეგობრისთვის მისთვის ძალიან საყვარელი ადგილი გაგვეცოცხლებინა მინიატურაში და რადგან ვერავინ ვიპოვეთ ბაზარზე, ვინც მსგავს პროექტს შეასრულებდა, თავად მოგვიწია მისი განხორციელება. შემდეგ ამის კეთება ჩვენთვის იქცა ჰობად,  ხოლო დიდი ემოციების და გამოხმაურების კვალდაკვალ ჰობი ვაქციეთ ბიზნესად.

 

რატომ არის  “დრაკარი”- ს  არსებობა საჭირო დღეს ქართული ბაზრისთვის? 

ჩვენ ვქმნით უნიკალურ და განსხვავებულ პროდუქტს, რომელიც აძლევს ადამიანებს და ბრენდებს საშუალებას ორიგინალურად და კრეატიულად გამოხატონ თავიანთი იდეები თუ კონცეფციები. Სამომავლოდ ვგეგმავთ დიორამების გამოყენების დანერგვას ვიდეოპროდაქშენშიც, რაც კრეატიულ ინდუსტრიას დამატებით რესურსს მისცემს საკუთარი იდეების რეალიზაციისათვის.

ყველაზე დიდი სირთულე და გამოწვევა, რასაც ბიზნესის კეთების პროცესში გადააწყდით?

ყველაზე დიდი სირთულეს აწყდები მაშინ, როდესაც ქმნი პროდუქტს, რომელიც მანამდე არავის გაუყიდია ბაზარზე, ამიტომ არ არსებობს ამის ბიზნესად კეთების გამოცდილება. ასევე დიდი გამოწვევაა დროის დეფიციტი, რადგან ყველაფრის კეთება და ყველა სფეროში გარკვევა თავად გიწევს.

გვესაუბრეთ SMEDA-ს როლზე თქვენი ბიზნესის განვითარებაში და Starta-ს აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილებაზე

სმედა დამეხმარა თავისი არაჩვეულებრივი აქსელერაციის პროგრამით, რომლის ფარგლებში ბევრ საინტერესო ინფორმაციასთან ერთად უნიკალური ადამიანები გავიცანი, რომლებიც დღემდე ძალიან მეხმარებიან. გარდა სტარტას პროექტისა, სმედა მუდმივად მეხმარება კონსულტაციებით სხვადასხვა მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია მისი როლი ინფორმაციის გავრცელების კუთხითაც. ყველა ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტზე მათგან ვიღებთ ადეკვატურ ინფორმაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაფერი გამოგვრჩეს.

რა მიმდინარე სიახლეები გაქვთ და სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარეთ

ამ ეტაპზე "დრაკარის" პარალელურად ვავითარებთ ახალ ბრენდს "მთის გადაღმა", რომელიც ფუნქციურ-დეკორატიული სუვენირების ხაზს წარმოადგენს სხვადასხვა პოპულარულ თემატიკაზე. ასევე დავიწყეთ საგანმანათლებლო პროექტი "დრაკარის აკადემია", სადაც ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის სახელოვნებო მიმართულების და არაფორმალური განათლების სივრცეს ვქმნით. ამ პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ დიორამების შექმნის პროფესიული კურსის ჩაშვებას დიორამა არტისტებისთვის და ამ საქმიანობით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ამ ეტაპზე ასევე  ვმუშაობთ დიორამების ფოტო-ვიდეოპროდაქშენში გამოყენების მიმართულებაზეც. ამ პროექტით ჩვენ შევძლებთ, რომ მომხმარებელს არა მხოლოდ დიორამა, ასევე მისი გამოყენებით გადაღებული კრეატიული ფოტო-ვიდეო კონტენტიც შევთავაზოთ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრეატიული სააგენტოებისთვის, რადგან მათ აძლევთ დამატებით რესურსს, განსხვავებული სტილის ფოტო-ვიდეო ნაწარმი შესთავაზონ ბაზარს.

რა რჩევას / რეკომენდაციას მისცემდით იმ ადამიანებს, რომელთაც ბიზნესის დაწყება უნდათ, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა უჭირთ?

მოემზადეთ იმისთვის, რომ იშრომოთ ძალიან ბევრი, საკუთარი თავი გამოსცადოთ უამრავ უცხო სფეროში, მზად იყოთ ემოციური აფეთქებებისთვის. ერთ დღეს შეიძლება სრულიად სასოწარკვეთილმა გაიღვიძოთ, ხოლო მეორე დღეს სრულიად ახალი იმედებით სავსემ. სტარტაპერობა და ახალი ბიზნესის დაწყება სწორედ ამ ემოციების რეგულაციის პროცესია და რაც მთავარია, არ გამოგრჩეთ შესაძლებლობები, რომლებიც მართლაც უამრავია გარშემო.
















 

Ლორუკა


 

“ლორუკა” აწარმოებს  რაჭულ ლორს ძველი ტრადიციული ცივი მეთოდის მეშვეობით. რეცეპტი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და დღემდე ჩვენამდე მოაღწია. “ლორუკა” - ს დამფუძნებელი მარიამ ლებანიძე SMEDA - ს მიერ შექმნილი ციფრული აქსელერაციის პროექტის “starta”- ს მონაწილეა, სწორედ ის გვესაუბრება უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ…

2) როგორ გაჩნდა თავდაპირველი იდეა და საიდან იწყება “ლორუკა” - ს ისტორია? 

ბებია-ბაბუის  გარდაცვალების შემდეგ  ჩვენს ოჯახში ფაქტიურად  შეწყდა ლორის წარმოება, რადგანაც ჩვენ თბილისში ვცხოვრობდით. რაჭაში ყოველი ჩასვლისას ვყიდულობდით ბაზარზე არსებულ ლორს, რომელსაც არაფერი საერთო არ ქონდა იმ ლორთან რომელსაც ჩვენ სახლში ვამზადებდით. გაგვიჩნდა იდეა მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ნამდვილი ხარისხიანი რაჭული ლორი,  2 წლის წინ დავიწყეთ ბიზნეს საქმიანობა და დღემდე ვავითარებთ წარმოებას.  

3) რატომ არის “ლორუკა” - ს არსებობა საჭირო დღეს ქართული ბაზრისთვის?  

ბაზარზე თითქმის არ მოიძებნება ხარისხიანი პროდუქტი ამ მიმართულებით. ხშირად  რაჭულ ლორს უწოდებენ პროდუქციას, რომელიც ძალიან  განსვავდება ნამდვილი ლორისაგან, რაც ძალიან დიდი დანაშაულია. “ლორუკა” - ში კი მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მაღალი ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს და ისიამოვნოს ჩვენი ნაწარმით.

4) ყველაზე დიდი სირთულე და გამოწვევა, რასაც ბიზნესის კეთების პროცესში გადააწყდით?

წარმოების სხვადასხვა ეტაპზე არსებობს გამოწვევბი რომელთან გამკლავებაც გვიწევს მათ შორის: სტანდარტების დაცვა, ტექნოლოგია და საწარმოო ბუღალტერია რაც  ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს დღეს ჩემს ბიზნეს საქმიანობაში.

5) გვესაუბრეთ SMEDA-ს როლზე თქვენი ბიზნესის განვითარებაში?

სმედამ ბევრი რამ გვერდიდან დამანახა,  გამიჩნდა ახალ იდეები და ხედვა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. Სმედა ასევე დამეხმარა უამრავი ახალი ადამიანის გაცნობაში რომლებთანაც ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს და ბევრ რჩევა-რეკომენდაციას ვიღებ მათგან. 

6) რა მიმდინარე სიახლეები გაქვთ და სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარეთ?

ვაშენებთ საწარმოს რომელშიც გვექნება ჰასპის სტანდარტები დაცული და შესაბამისად  მოწყობილი სივრცე. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავზარდოთ წარმოება და ჩვენი პროდუქცია შევიტანოთ სხვადასხვა სავაჭრო მაღაზიებსა თუ კვების ობიექტებში.  

7) რა რჩევას / რეკომენდაციას მისცემდით იმ ადამიანებს, რომელთაც ბიზნესის დაწყება უნდათ, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა უჭირთ?

არასდროს დანებდნენ, ურთულესია მცირე მეწარმეობა, მაგრამ ხვალ უკეთესი დღე გათენდება.

შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის

წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე

გაწევრიანდი
×

რეგისტრაცია

×

ავტორიზაცია