GEO
2022.10.03

"starta"-ს მონაწილის ბიზნეს ისტორია

უკან დაბრუნება
“მედუ” არის პირველი ქართული ვირტუალური სამედიცინო საგანმანათლებლო პლატფორმა უშუალოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელებისთვის

“მედუ” არის პირველი ქართული ვირტუალური სამედიცინო საგანმანათლებლო პლატფორმა უშუალოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელებისთვის. კომპანიის დამფუძნებელი ქეთევან ტაბუცაძე SMEDA-ს მიერ შექმნილი ციფრული აქსელერაციის პროექტის  - ”starta“-ს მონაწილეა, სწორედ ის გვესაუბრება უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ...

 

“მედუ”-ს შექმნის იდეა გაჩნდა 2020 წლის დეკემბერში. იმ პერიოდში ძალიან  ბევრი შეზღუდვა გვქონდა კოვიდ პანდემიის პირობებში, მათ შორის ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობა. გართულდა ექიმებს შორის ინფომაციის  გავრცელების, გამოცდილების გაზიარების პროცესი, შეიქმნა რაღაც facebook ჯგუფები, ჩათები. კი ვახერებდით ერთმანეთს შორის კომუნიკაციას და ინფორმაციის გაცვლას, მაგრამ რთული იყოს მაინც, რადგან facebook ჯგუფი არ არის დახურული, არ იყო  კომფიდენციალურობა დაცული.  

კომპანია 2021 წელს შეიქმნა. პირველი ღონისძიება, რომლითაც თავი გავაცნით ჩვენ მომხმარებლებს ჩატარდა მაისის თვეში. მოკლედ, მედუ არის სამედიცინო, საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც ამარტივებს და ხელმისაწვდომს ხდის გამოცდილების გაზიარების პროცესს და პროფესიულ კომუნიკაციას. პლატფორმა არის მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთის, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისთვის და ლიცენზირებული ექიმებისთვის. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ არსებობს სხვა პლატფორმებიც, სადაც პაციენტსა და ექიმის შორის ხდება კომუნიკაცია. ასეთ შემთხვევაში მიმართულებაც და ბიზნეს მოდელიც სხვა არის, რადგან პაციენტთან საუბარი, პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდება ცოტა სხვანაირად ხდება. სწორედ ამიტომ, შევზღუდეთ წვდომა  არასამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის, ჩვენ გართულებულებებს განვიხილავთ ან სხვა პრობლემებს, რომლებიც დაგვიდგა პაციენტის მართვის დროს, ეს არც არის ეთიკური, რომ გავიტანოთ საჯაროდ. უნდა მოხდეს კონკრეტულად იმ ექიმებს შორის განხილვა და გავრცელება, ვინც უშუალოდ არის პასუხისმგებელი.  

სამედიცინო სფერო არ არის კომპიუტერულად განათლებული და გვინდოდა, რომ პირველ ეტაპზე ეს ხარვეზები აღმოგვეფხვრა და შემდეგ კი გვეფიქრა უფრო რთულ ფუნქციონალების დამატებაზე. დღემდე ჩავატარეთ 19-მდე სამედიცინო ვირტუალურ-ჰიბრიდული ღონისძიება. ექიმებისთვის ძალინ მნიშვნელოვანია ლაივ რეჟიმში ნეთვორქინგი, ერთმანეთთან შეხვედრა, კომუნიკაცია ამ კუთხით არ შევიზღუდეთ და ვატარებთ უკვე ჰიბრიდულად ღონისძიებებს, ანუ ლაივში ტარდება საკომფერენციო დარბაზში და გადაცემა ხდება ვირტუალურად. ის ნაწილი ექიმების ვისაც აქვთ შესაძლებლობა, რომ ადგილზე დაესწრონ დაესწრებიან ადგილზე, ვინც ფიზიკურად ვერ ახერხებს და აინტერესებს ამ ინფორმაცის შესახებ მეტი წვდომა ჰქონდეს - ჩაერთვება ვირტუალურად. 

 

ჯანდაცვის სამინისტროსგან გვაქვს ექიმებს ვალდებულება, რომ ყოველწლიურად დავაგროვოთ სამედიცინო აქტივობებში მონაწილეობის ფორმები, ანუ დავაგროვოთ ქულები, რომლებიც, მაგალითად, გინეკოლოგებისთვის არის 30 კრედიტ ქულა, გროვდება სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრებით, მაგრამ ცუდი ის იყო, რომ საქართველოში იმ პერიოდში ასეთი აქტივობები საერთოდ არ ტარდებოდა. გასაგებია, რომ იმ მომენტში ლოიალურად მოიქცა ჯანდაცვის სამინიტრო და ლიცენზია არავის არ შეგვიჩერა იმიტომ, რომ თვითონ არ ჰქონდათ რესურსი მსგავსი ტიპის ღონისძიება დაეორგანიზებინათ და მერე ჩვენ რაიმე ტიპის აქტივობაში მიგვეღო მონაწილეობა. ყველა ექიმს კი არ ჰქონდა იმის რესურსი, რომ დასწრებოდნენ უცხეთში არსებულ ღონისძიებებს. 

სწორედ ამიტომ, გადავწვიტეთ შეგვექმნა პლატფორმა „მედუ“, სადაც მოხდებოდა მსგავსი ტიპის აქტივობების ჩატარება და ექიმებს შორის კომუნიკაცია გამარტივდებოდა. პირველ რიგში, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გამოცდილება გავუზიაროთ ერთმანეთს. ზუსტად კოვიდის პერიოდში იყო, რომ ჩვენთან არ არებობდა რაიმე ინფორმაცია, თანამედროვე გაიდლაინი, ან მოდიოდა ინფორმაცია დაგვიანებით, ვიყავი საერთაშორისო საიტებზე მიბმული. გაჩნდა კითხვა თუ რატომ არ უნდა იყოს ჩვენთან ეს შესაძლებლობა.

 

50-მდე მოწვეული სპიკერი გვყავდა, აქედან უმეტესობა იყო საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმები, რომლებმაც თანამედროვე სტანდარტები, გაიდლაინები გაუზიარეს, იგივე გერმანიაში, ამერიკაში, საფრანგეთში, როგორ მართავენ სხვადასხვა პროცესებს და ამან ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. უბრალოდ ახლა ჩვენი შემდგომი გამოწვევა არის ის თუ როგორ მიიღებს ამას აუდიტორია, როდესაც უკვე პლატფორმა ფასიანი გახდება.

საკმაოდ კარგი სპიკერები გვყავდნენ, რადგან ძალიან ბევრ ქართველ ექიმს, რომლებიც საზღვარგარეთ მოღვაწეობენ აქვთ სურვილი სრულიად უსასყიდლოდ თავისი გამოცდილება გაუზიარონ ქართველ ექიმებს. ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, რომ ყველაფერი არ იყოს ფინანსებთან დაკავშირებული და იყოს მართლა ცოდნის და გამოცდილების გაზიარებასთან. ძალიან მაღალი დონის ექიმებმა მოინდომეს ჩვენთან თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რომ აქტიური მეგობრული კავშირები არ გვქონდა. უბრალოდ წერილები გაიგზავნა საინფორმაციო და ძალიან ბედნიერები და გახარებულები ვიყავით, რომ მათგან ეს სურვილი წამოვიდა. ჩვენი სპიკერი აბსოლუტურად უსასყიდლოდ გვითმობდა დროს, ატარებდა პრეზენტაციას და ა.შ. 

გამოწვევები დღესდღეობით ის არის, რომ გვჭირდება ინვესტიცია მარკეტინგისთვის. ასევე ძირითადად პრობლემა არის ადამიანური რესურსი დეველოპმენტის კუთხით. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ პროფესიით ექიმები ვართ, მეც და ჩემი პარტნიორიც, დეველოპმენტთან საერთოდ შეხება არ მქონია.

 

იქიდან გამომდინარე, რომ სამედიცინო განათლება მაქვს, ბიზნესის ადმინისტრირება ჩემი პროფესია არ ყოფილა, ბიზნესის ელემენტები საერთოდ უცნობი და უცხო იყო ჩემთვის. 

SMEDA-მ ყველაფერი მოიყვანა ჩემთვის სისტემაში, დაგვანახა რეალურად, რომ თურმე  არსებობს ბიზნესის მართვის სპეციალური მეთოდები, მარკეტინგული ხედვები თუ როგორ უნდა მიაწოდო სწორად პროდუქტი, როგორ დააინტერესო მომხმარებელი, რაზე გააკეთო აქცენტი, როგორ დაგეგმო პროცესი, ბიზნეს პროცესი, ინვესტორთან რაზე შეიძლება ისაუბრო და ა.შ. SMEDA-მ აი ამ პროცესებში გამარკვია. 

ტრენერები იყვნენ წარმოუდგენლად პროფესიონალები, კომუნიკაციის პროცესი მათთან იყო ძალიან სასარგებლო. ჩემთვის ყველაფერი იყო ახალი  და პირველი ნაბიჯების გადადგმაში დამეხმარა ისე, რომ ბევრი შეცდომის დაშვების უფლება არ მომცა. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა SMEDA-ს. 
 

გვინდა მობილური აპლიკაცია ჩამოვაყალიბოთ. დავიწყეთ ამ პროდუქტის გაცნობა ხალხისთვის, როგორც სამედიცინო ღონისძიებები და მასზე დასწრების შესაძლებლობა. უკვე დაახლოებით ორი ათასამდე  მომხმარებელი გვყავს. ამ პერიოდის განმავლობაში ფასიანი ღონისძიებები არ ჩაგვიტარებია. ესეც იყო ერთგვარი მარკეტინგული სვლა, რომ გაგვეგო რეალურად რამდენია მოთხოვნა და შემთხვევით ფინანსური მომენტი ხო არ ზღუდავს ამას. უკვე სექტემბრიდან ვგეგმავთ ფასიანი ღონისძიებების გაკეთებას. 

ასეთი პროდუქტი არ არსებობს ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და სწორედ ეს გვაქვს ამბიციად, რომ მომავალში დავფიქრდეთ აზერბაიჯანის, სომხეთისა და ყაზახეთის ბაზარზე შესვლაზე. შევძლოთ ერთმანეთს შორის ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება. აი ეს არის ჩვენი სამომავლო გეგმები.

 

მე ვთვლი, რომ თუ არის იდეა ის აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ხალხი, ვისთან ერთადაც ვიდექით, მათი მხარდაჭერა, თუნდაც მხოლოდ სიტყვიერი  ძალიან დამეხმარა. ასევე აქსელერაციის პროგრამებმა ბევრი ისეთი ნიუანსი დაგვანახა, რომლითაც ჩვენ რეალურად  შეცდომის არ დაშვების ფუფუნება მოგვცა. მენტორი, რომელიც  წინასწარ, შენ სანამ გაიაზრებ გაფიქრებს რა შეიძლება იყოს  მოლოდინი ან რა შეიძლება იყოს პრობლემა და ამ ჯერ არ არსებული პრობლემის გადაჭრის გზებს გაჩვენებს ძალიან ბევრს ნიშნავს. 

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ვინც გადაწყვიტავს თავიდან ბოლომდე იყოს ჩართული ამაში უნდა სჯეროდეს თავისი იდეის. ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შეიძლება შეხვდეს, თუმხა აქსელერაციის პროგრამები სწორედ იმისთვის არის, რომ მოგცეს ცოდნა, თავდაჯერებულობა - ამისთვის არის SMEDA. 

ჩემი სიძლიერე, მერე პროდუქტის სიძლიერესაც განაპირობებს. როდესაც იდეა მართლა ღირებულია, თავისით მოდის რაღაცა, რასაც ვერასდროს ვერ წარმოიდგენდი, მოდის ახალი მოტივაციის წყაროები, გზები და ამ პრობლემების გადაჭრის გზები. 

 

შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის

წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე

გაწევრიანდი
×

რეგისტრაცია

×

ავტორიზაცია