GEO
2022.09.23

SMEDA-ს წევრის ბიზნეს ისტორია

უკან დაბრუნება
“თაია” ქართული წარმოების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხელნაკეთი მინიატურული დეკორაციების შეძენის შესაძლებლობას

“თაია” ქართული წარმოების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხელნაკეთი მინიატურული დეკორაციების შეძენის შესაძლებლობას. “თაია”-ს დამფუძნებელი თამუნა იანვარაშვილი SMEDA წევრია, სწორედ ის გვესაუბრება უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ...

 

მე ვარ „თაია“ , თვითნასწავლი დიორამა არტისტი. 

მისი შექმნის ისტორია წელიწად ნახევრის წინ, ახალი წლის დღეებში დაიწყო, გაუაზრებლად, როდესაც სტანდარტული საახალწლო დეკორაციებით მობეზრებულმა, გადავწყვიტე განსხვავებული ნივთი შემექმნა, ბუნებრივი მასალისგან. მოვიძიე შეშის მერქანი, ნაძვის წიწვები, დავშალე მაღაზიაში ნაყიდი ხის ირმების დეკორაცია და ეს ყველაფერი გავაერთიანე ერთ დიდ ხის მოჭრილ მორზე. 

აქედან იწყება ისტორია, რომელიც გრძელდება, იხვეწება, იხაზება , იქმნება და მიდის მომხმარებლამდე, რომელთაც სურთ ემოციებს ხელით შეეხონ. 

 

მინიატურული კულტურა, ძალიან დიდი ხანია არსებობს, მათ შორის საქართველოშიც. ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძველი დროის ხელოვანებს. მათი ნამუშევრები იმდენად გამორჩეული, ზუსტი და დახვეწილი ტექნიკით არის შესრულებული, დარწმუნებული ვარ ყველას მოხიბლავს. თითქოს დავიწყებული ეს სფერო, ახლა ისევ ვითარდება. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, რომელიც ცდილობს მინიატურული კულტურის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს.

„თაია“ არის ემოცია, რომელსაც ხელით ეხები, ეს არის შენი საყვარელი ადგილი, სახლი, ნივთი, რომელიც უმცირეს ზომებშია გადმოტანილი, ეს არის ემოცია, რომელსაც შეგიძლია ხელით შეეხო, გაახარო საყვარელი ადამანები და უსახსოვრო მათ, რაღაც განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი. 

ბრენდის საჭიროება და უნიკალურიბა, შეგვილძია მოვიაზროთ, კიდევ ერთი გამორჩეული თვისებით, ის შესაძლებელია გამოვიყენოთ საგანამანათლებლო მიზნებისთვის. სასკოლო ასაკის ბავშვებისთის, რათა გამოვუმუშაოთ წარმოსახვის, ფანტაზიის უნარები.

 

ყოველთვის აღვნიშნავ რომ ეს არის მიმდინარეობა - დიორამა ,ეს არ არის მაკეტი. დიორამა  არის ხელოვნება, რომელიც უფრო მეტად ცოცხალია და დიდი ემოციის მატარებელი. რაც შეეხება სირთულეებს, როგორც ყველა სტარტაპს, ბიზნესს სჩვევია, თანდმევია. ჩემს შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, როგორ მიაწვდი საზოგადოებას, რა კუთხით დაანახებ და დაამახსოვრებ თავს. მინიატურა ეს ისეთი გამორჩეული სფეროა, რომ ყველა დეტალი, ნიუანსი უნდა გაითვალისწინო და მაქსიმალურად მოახერხო ზუსტი ასლი შექმნა. მაგ:  სოციალურ ქსელში განთავსებისას, სახლის მინიატურის შემთხევავში ბევრს მოუწერია, რომ რეალური ეგონა და ვერ წარმოიდგენდა თუ ეს არ იყო რეალური. გავიხსენებ, ერთ-ერთი მომხმარებლის შეტყობინებას,, რომელიც ჩვენ მიერ შექმნილ კოტეჯს ჯავშნიდა, იმდენად რეალურად აღიქვა. ეს ხუმრობით, ისე ყველაზე მისაღები კომპლიმენტია, როდესაც რეალურს ამსგავსებენ, ესე იგი ჩემი საქმე კარგად გამიკეთებია. 

სირთულეა ასევე ისიც , რომ საქართველოში, ნაკლებად ტარდება გამოფენები, არ არის ხელშეწყობა მსგავსი კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად, რაც ძალიან სამწუხაროა. 

 

SMEDA-ს პროექტი, ვფიქრობ ძალიან კარგი შესაძლებლობაა, მათთვისაც ვისაც აქვს სტარტაპი, ვინც არ იცის, საითკენ აიღოს გეზი , როგორ განავითაროს ბიზნესი, რა მნიშვნელოვოანი დეტალები უნდა გაითვალისწინოს , სანამ საქმიანობას  დაიწყებს ეს არის ადგილი, სადაც პროფესიონალი ადამიანები გიწევენ კონსულტაციას .

SMEDA ასევე გვეხნარება სოციალური ქსელის დახმარებით, გაგვიწიოს რეკლამა, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ რაც დღესდღეობით , სტარტაპისთვის ძალიან კარგი შანსია. 

 

„თაია“ მუდამ სიახლეებთან კავშირშია, მიუდმივად ვცდილობთ განვითარდეთ, დავხვეწოთ სამუშაო ტექნიკები, მივიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა პროექტებში, და მაქსიმალურად გავაცნოთ ხალხს სფერო, რომელიც უსაზღვროდ საინტერესეო, მნიშვნელოვანი და შემეცნებითია. 

 

მთავარია, იცოდეთ რა გინდათ, რა არის თქვენი მთავარი მიზანი, რაში გინდათ , რომ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენოთ. ეს მთავარი საკითხები, თუ გეცოდინებათ, წინ ვეღარაფერი დაგიდგებათ. მოინდომეთ და მიაღწევთ!

 

შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის

წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე

გაწევრიანდი
×

რეგისტრაცია

×

ავტორიზაცია