GEO
2022.09.14

"starta"-ს მონაწილის ბიზნეს ისტორია

უკან დაბრუნება
100% ბამბა” ქართული წარმოების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს გამორჩეული და მრავალფეროვანი ბამბის ნაყინის შეძენის შესაძლებლობას სთავაზობს

“100% ბამბა” ქართული წარმოების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს გამორჩეული და მრავალფეროვანი ბამბის ნაყინის შეძენის შესაძლებლობას სთავაზობს. კომპანიის დამფუძნებელი ნატა ნათაძე SMEDA-ს მიერ შექმნილი ციფრული აქსელერაციის პროექტის  - ”starta“-ს მონაწილეა, სწორედ ის გვესაუბრება უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ…

 

„100% ბამბის“ იდეა გაჩნდა 2017 წელს. თავიდან ჩემი შთაგონება იყო, ზოგადად, ბამბის ნაყინის მომზადების წესი.  დახლებს რომ ვხედავდით, ღია სივრცეებში, სკვერებში, მუდმივად იყო ჰიგიენის წესების დაუცველობა, ყოველგვარი პირობების გარეშე მზადდებოდა კუსტარული დანადგარით. ჩემს ბავშვობაში, როგორც ამზადებდნენ მგონი იგივე პირობებით, იგივენაირად ამზადებდნენ ბამბის ნაწყინს.  ჩემი შვილებისთვის მუდმივად მიწევდა უარის თქმა, როდესაც მთხოვნდნენ ბამბის ნაყინის ყიდვას და ამის გამო ვიფიქრე,  გამეკეთებინა რაღაც განსხვავებული, ლამაზი დახლი, სადაც იქნებოდა დაცული ჰიგიენის პირობები. მოძრავი დახლი გადავწყვიტე, რადგან სხვადასხვა ლოკაციებზე გადაგვეადგილებინა და ასე გაგვეყიდა ღია სივრცეებში, სკვერებში. ასე წამოვიდა ეს იდეა და პირველი გასვლა გვქონდა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სადაც განსხვავებული ტიპის დახლებით და ქარხნული დანადგარებით გამოვჩნდით პირველად ბაზარზე. 

თავიდან მინდოდა, რომ დამედგა ეს ყველაფერი სკვერებში, ღია სივრცეებში, მაგრამ არ გამოგვივიდა, რადგან გარკვეულ სირთულეებს წავაწყდით. დავიწყეთ მთელი მიმართულების განვითარება, ანუ ნებისმიერ ღონისძიებაზე, დაბადების დღეზე, ქორწილში, ნათლობაზე, კორპორატიულ ღონისძიებაზე, ჩვენი სრული აღჭურვილობით მივდიოდით და მივდივართ ახლაც, რაც უფრო განსხვავებულ, საზეიმო განწყობას ქმნის, რადგან თვითონ ეს პროცესი ძალიან ლამაზია სანახაობრივად, სურნელიც რომ ტრიალებს, ასევე ბავშვებსაც, რომ შეუძლიათ ჩაერთონ თვითონ პროცესში… ეს მიმართულება განვავითარეთ ჩვენ 2017 წლიდან პანდემიამდე და დღემდე კიდევ ძალიან აქტიურად ვითარდება, რადგან საკმაოდ დიდია მოთხოვნა ღონისძიებებზე. ღია სივრცეებში გადაინაცვლა დღესასწაულებმა, ხალხი რესტორნებში აღარ დადის, ძირითადად უფრო ბუნებაში და ღია ცის ქვეშ, აღარ აქვს დიდად სეზონსაც მნიშვნელობა შემოდგომაზეც და კარგ ამინდებში ზამთარშიც კი, ეს მოთხოვნას კიდევ უფრო ზრდის ჩვენი მომსახურეობის.  
 

მე ვფიქრობ,  ჩვენი მომხმარებლებისთვის საჭიროა იმის თქმა, რომ ზოგადად ეს ყველაფერი დაკავშირებული არის ბავშვების ბედნიერებასთან, ბავშვების სიხარულთან. შეუძლიათ ღონისძიებაზე, საკუთარ დაბადების დღეზე მიიწვიონ ჩვენი ბამბის ნაყინი. იქ ადგილზე ვამზადებთ ბამბის ნაყინს, თვითონ ერთვებიან დამზადების პროცესში და ეს იმდენად მოსწონთ,  იმდენად აბედნიერებთ, რომ სწორედ მათი ბედნიერება არის ჩვენი ბიზნესის მიზანი.  წამახალისებელად, დაჯილდოებისთვის, როდესაც რაღაცით გინდა, რომ დააჯილდოვო ბავშვი ან, მაგალითად, გინდა, რომ ბედნიერება მიანიჭო, ვფიქრობ, იდეალური ვარიანტია ჩვენი ბამბის ნაყინი.  ასევე, ცოტა ეგზოტიკურიცაა ჯოხზე დახვეული ბამბის ნაყინი. სხვა ბამბის ნაყინებისგან განსხვავებით ჩვენ გვაქვს სხვადასხვა გემო, საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი  და გარდა იმისა, რომ ჯოხზეც ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს პროდუქტს, ასევე ვთავაზობთ დაფასოებულს ჭიქებში. გარდა ამისა, გვაქვს განსხვავებულ პროდუქტი - ბამბის ნაყინის ტორტი, რომელიც ასევე ძალიან უცხო და ლამაზია.
 

ზოგადად სირთულე არის ის, რომ საქართველოში ბევრი რამ არ იყიდება და არ იშოვება დაწყებული დანადგარებიდან, დასრულებული ნედლეულით, რომლებიც მე მჭირდება ამ გემოების მისაღებად. ეს არის საკმაოდ დიდი სირთულე, რადგან  დიდი ხანი დამჭირდა გამოსაკვლევად და ექსპერიმენტების ჩასატარებლად, რომ გამეგო რომელი დანადგარი არის კარგი და რომელი დანადგარი არის იგივე წარმოებისთვის საჭირო, რადგან თვითონ გარემო პირობები საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს. თუ ცივა სხვანაირი დანადგარია საჭირო, თუ ნესტია სხვანაირი და ამ ყველაფრის ძიება და კვლევა  მითუმეტეს, როდესაც საქართველოში არ იშოვება, არის საკმაოდ რთული. ასევე სირთულე არის, როგორც ვთქვი, ღია სივრცეებში დაყენება ბამბის ნაყინის, სადაც ბევრი ბავშვი იყრის თავს, რადგან იქ არ ხდება იჯარით გაცემა და ამასთან დაკავშირებულ საკითხებს ვერ ვაგვარებთ. გვინდა განვავითაროთ ეს მიმართულებაც და ვიყოთ ღია სივრცეებშიც.

 

სხვადასხვა ტიპის ტრენინგებზე ვყოფილვარ, დავსწრებივარ, მაგრამ SMEDA-ს შესახებ არ ვიცოდით, არც პროექტის შესახებ. როდესაც 25 ქალ მეწარმეს შორის მოვხვდი ძალიან გამიხარდა, მაგრამ მოლოდინები ამხელა ნამდვილად არ მქონდა. ვიფიქრე, რომ უბრალოდ ისეთი ტრენინგები იქნებოდა, როგორებიც მქონდა გავლილი, მოსმენილი, მაგრამ შევცდი. ყველა მენტორი იყო ძალიან კარგად შერჩეული და შემდეგ უკვე ინდივიდუალური მენტორინგი კიდევ უფრო გმატებს გამოცდილებას. ეს ყველაფერი გაძლევს საშუალებას გარედან შეხედო, თუ რა არგებს შენს ბიზნესს, ამ მხრივ ძალიან დამეხმარა. ძალიან ბევრჯერ, ძალიან ხშირად ყოფილა, რომ ჩანაწერისთის მეორედ მომისმენია და ახალ-ახალი რაღაცეები დამიჭერია, მისწავლია და გამომიყენებია ჩემ ბიზნესში. რაღაც კუთხით სტრატეგიაც შემაცვლევინა.  შეიძლება „სტარტას“ ტრენინგებმა ვერ გაგხადოს ბუღალტერი, სოციალური მედიის მენეჯერი,  მაგრამ ხვდები იმას, თუ შენს ბიზნესს რა, როდის დასჭირდება, თანამშრომელმა რამდენად იცის ესა თუ ის საქმე და რამდენად კარგად გიკეთებს, ამ ყველაფრის გაანალიზების საშუალებას მაინც გაძლევს ეს ტრენინგები. სულ მოვუწოდებ ახალ მეწარმეებს, რომ აუცილებლად ჩაერთონ ტრენინგებში და ბევრი არის დაინტერესებული. გარდა ამისა, სულ ვამბობ და კიდე ვიტყვი, რომ ეს 25 ქალი მეწარმე ძალიან შევიკარით, დავახლოვდით. ნეთვორქინგის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა, რადგან ერთმანეთის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, თითქმის ყველას ერთი გზა გვაქვს გამოვლილი და ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას. 

 

ჩვენ გავხსენით უკვე მუდმივი სარეალიზაციო წერტილები ანუ ერთი წელია საბურთალოზე სითი მოლში და ახლა უკვე ისთ ფოინთშიც. გვინდა გაზრდა და განვითარება და ქსელის გაფართოება, ანუ ამ ეტაპზე გვინდა ორი მაღაზიის დამატება. ბამბის ნაყინის გარდა ბატიბუტსაც ვთავაზობთ მომხმარებელს, მაგრამ მაინც მინდა კიდევ უფრო აქტიურად საწარმო ხაზის განვითარება, რაც გულისხმობს ბამბის ნაყინის დაფასოებას შესაბამისი ისეთი ტექნოლოგიით, რომელიც უფრო გრძელვადიანობას გაზრდის პროდუქტის, მოგვცეს საშუალებას, რომ ვითანამშრომლოთ დისტრიბუციებთან, შევიტანოთ მაღალ ქსელურ მაღაზიებში და ჩვენი პროდუქტი უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ფართო მასებისთვის.  ეს არის ის გეგმები და სიახლეები, რასაც ვაპირებთ უახლოეს მომავალში.

 

ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ თუ რაღაცა არ გაძლევს მოსვენებას, რომ შენ რაღაცას გააკეთებ და შენ ამას შეძლებ, აუცილებლად უნდა გადადგა ნაბიჯები იმიტომ, რომ აუცილებლად გამოვა, არ არსებობს, რომ არ გამოვიდეს. ყველაფრისგან ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მთავარია იყოს მონდომება, მთავარია გჯეროდეს შენი თავის და მთავარია ხედავდე გრძელვადიანად  შენს მიზნებს და ბიზნესის განვითარებას. იდეა ერთია, მაგრამ მეორეა განხორციელება. შეიძლება უფრო რთული იყოს განხორციელება, ვიდრე იდეა მოგივიდეს კარგი. აუცილებლად ყველამ უნდა შეასხას თავის იდეას ხორცი, რომ გამოუვიდეს და ბოლომდე მიიყვანოს. კი გვხდება ძალიან ბევრი წინააღმდეგობები, მაგრამ მაგის გარეშე გამორიცხულია, არ გამოვა. ყოველი შენი წინააღმდეგობა არის ახალი გამოცდილება და ახალი  გამოწვევა. ამას აუცილებლად უნდა შევეგუოთ.  ძალიან მარტივად არაფერი არ გამოდის ცხოვრებაში. იმდენი დამხმარე საშუალება გამოჩნდება, თუნდაც თქვენი ასოციაციის მგავსი, რომელიც გვერდში გვიდგას, ზურგი არის ჩვენთვის და ა.შ. იმდენ რამეს სწავლობ ცხოვრებაში ამის წყალობით, რომ აუცილებლად უნდა გადადგათ ეს ნაბიჯი. 


 

შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის

წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე

გაწევრიანდი
×

რეგისტრაცია

×

ავტორიზაცია