GEO
2022.08.26

"starta"-ს მონაწილის ბიზნეს ისტორია

უკან დაბრუნება
“მაისუ” ქართული წარმოების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვანი და გამორჩეული ჩანთების შეძენის შესაძლებლობას

“მაისუ” ქართული წარმოების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვანი და გამორჩეული ჩანთების შეძენის შესაძლებლობას. “მაისუ”-ს დამფუძნებელი მარიამ მაისურაძე SMEDA-ს მიერ შექმნილი ციფრული აქსელერაციის პროექტის  - ”starta”-ს მონაწილეა, სწორედ ის გვესაუბრება უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ...


 

მაისუს იდეა გაჩნდა ძალიან მოულოდნელად რამდენიმე წლის წინ როცა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ყველა სტუდენტს სჭირდება ყოველდღიური ჩანთა წიგნებისა და ლეპტოპისთვის, მეც სწორედ ასეთ მარტივ, თუმცა ფერად ჩანთას ვეძებდი და გადავწყვიტე თავად შემექმნა ჩემს აწ უკვე პარტნიორთან ერთად. როცა ჩვენი პირველი ნამუშევრების უნივერსიტეტში ტარება დავიწყე ყოველდღიურად ვიღებდი სასიამოვნო შეფასებებს და მეკითხებოდნენ სად შევიძინე. თავიდან მხოლოდ მეგობრებისთვის ვქმინიდით თუმცა მოთხოვნის ზრდასთნ ერთად ჩვენი ფერადი ჩანთები ჩვენი შემოსავლის ნაწილი გახდა, დავამატეთ სხვა ყოველდღიური გამოყენების ნივთებიც და იდეაც  ბიზნესად იქცა.

 

ადამიანები მუდმივად ვცდილობთ ბედნიერება ვიპოვნოთ დეტალებში, ჩვენი ხასიათი გამოვხატოთ აქსესუარებში. ვფიქრობ მაისუ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას გაიფერადონ და გაიხალისონ ყოველდღიურობა და შეიტანონ მხიარული ფერები თავიანთ გარდერობში. ყველა ჩვენი პროდუქტი იქნება ხელით და თითოეულ მათგანს თან მისდევს ის ემოციები და განცდები, რომლებიც ჩვენ გვაქვს მისი შექმნის დრო. თითოეული მათგანი იქნება დიდი სიყვარულით და ვფიქრობ მომხმარებელი ამას გრძნობს. მაისუს არსებობა საჭიროა იმისთვის რომ ადამიანებმა შეიქმნან ბევრი ფერადი და მხიარული მოგონება ჩვენთან ერთად.

 

როცა ამ საქმის კეთება დავიწყეთ არცერთ ჩვენგანს არ გვქონდა „ბიზნესის კეთების“ გამოცდილება. მიუხედავად თეორიული ცოდნისა და სამსახურეობრივი გამოცდილებისა საქმე არც ისე მარტივი იყო. როცა საქმე შენს ბიზნესს ეხება, ფაქტობრივად შენს შვილს, ყველაფერი უფრო რთულადაა. დავიწყეთ ყველაფრის ნულიდან სწავლა, ვისწავლეთ კერვა, ქსოვა, ფოტოების გადაღება, ბუღალტერია, ფინანსები, წარმეობა, გრაფიკული დიზაინი და ყველაფერი რაც კი შეგვეძლო. თუმცა ყველაზე რთული მაინც მაღალანაზღაურებადი სამსახურის დათმობა და თავით საქმეში გადაშვება იყო. რთულია ე.წ კომფორტის ზონიდან გამოსვლა და სტაბილური შემოსავლის დათმობა. თუმცა ვფიქრობ რომ ღირდა.

 

სმედამ უდიდესი როლი ითამაშა ჩვენ განვითარებაში. როცა სტარტა გამოჩნდა ჩვენ ახალი მიღებული გვქონდა გრანტი, რომლითაც სახელოსნო უნდა გაგვეფართოევბინა და „სახლური“ წარმოებიდან ნამდვილ წარმოებაში უნდა გადავსულიყავით. ამ დროს ბევრი მოულოდნელი პრობლემა გამოჩნდა, რომლის მოგვარებაშიც სტარტას ტრენინგების დროს მიღებული ცოდნა დაგვეხმარა. გავმართეთ პროდუქტის მიწოდების ჯაჭვი, დავალაგეთ წარმოების პროცესი, ოპერაციები, ნედლეულის შეძენისა და მარაგები კონტროლის გამოწვევებიც დავძლიეთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სმედამ მოგვცა უსაზღვროდ დიდი შესაძლებლობა ახალი მომხმარებლების მოძიების, ახალი ადამიანების გაცნობის და ახალი პარტნიორების შეძენის. მიუხედავად იმისა რომ პროექტი დასრულდა ეს სწავლის პროცესი ჩვენთვის დღესაც გრძელდება. მუდმივად ვიყენებთ მიღებულ ინფორმაციას და ვანახლებთ სამუშაო პროცესს.

 

ალბათ ყველაზე დიდი სიახლე წარმეობის გაფართოებაა, ახალ სივრცეში გადავედით და ცოტახანში უკვე შეგვიძლება დიდი კორპორატიული შეკვეთები მივიღოთ. ვფიქრობთ მალე პარატა მაღაზიის გახსნის ამბავსაც გაგიზიარებთ და შეიძლება რამდენიმე უცხოური პარტნიორის შესახებაც შეგატყობინოთ.

 

პირველ რიგში ვურჩევდი რომ უნდა სცადონ და დაიწყონ მინიმალურით. ზოგადად ადამიანებს გვიყვარს ყველაფერი დიდი და გრანდიოზული. მეც ასე ვარ მინდოდა თავიდანვე  უზარმაზარი სამკერვალო გამეხსნა, თუმცა კერვის შესახებ არაფერი ვიცოდი. გირჩევთ დაიწყოთ და შემდეგ ყველაფერი ნელნელა ეტაპობრივად მოვა. თუ არ ცდით ვერ გაიგებთ გამოგივათ თუ არა. ვურჩევ მიიღონ მონაწილოება ყველა შესაძლო პროექტში, თითოეული მათგანიდან ბევრ საინტერესოს ისწავლიან და ბევრ კარგ ადამიანს გაიცნობენ. 

თუ არის რამე რაზე ფიქრიც არ გაძინებთ, ან ძილის წინ ხშირად გახსენდებათ ხოლმე მაშინ ეს ნიშანია და ეს ისაა. ნუ გადადებთ საქმეს ხავლისთვის როცა შეგიძლიათ დღეს გააკეთოთ. მეგობრები ვერ მიტანენ იმის გამო რომ მოთმენის უნარი არ მაქვს, მე კი მიყვარს ჩემი თავი ამის გამო. დრო ძალიან სწრაფად გადის იმისთვის რომ რამე ვითმინოთ. როცა რაღაც გინდათ, როცა რაღაც გელოდებათ, უნდა გააკეთოთ იმ წამსვე, თორე ამ წამს თვენ გაუშვებთ და სხვა დაიჭერს. ცხოვრება ასეთია.

 

შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის

წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე

გაწევრიანდი
×

რეგისტრაცია

×

ავტორიზაცია