GEO
2022.08.01

"starta"-ს მონაწილის ბიზნეს ისტორია

უკან დაბრუნება
Hippo Velo ველოსიპედის სახელოსნოა, რომელიც მომხმარებელს ველოსიპედების შეკეთების სერვისს სთავაზობს

Hippo Velo ველოსიპედის სახელოსნოა, რომელიც მომხმარებელს ველოსიპედების შეკეთების სერვისს სთავაზობს. ჰიპო ველოს თანადამფუძნებელი ვერიკო ბაზალი SMEDA-ს მიერ შექმნილი ციფრული აქსელერაციის პროექტის  - ”starta“-ს მონაწილეა, სწორედ ის გვესაუბრება უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ...

 

ბიზნეს ისტორია ძალიან უცნაურად და ბუნებრივად დაიწყო. მე უბრალოდ ველო მოყვარული, უეცრად აღმოვჩნდი ჩემი მეგობრის გვერდით, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში სურდა ველოსიპედის სერვის ცენტრის გახსნა და ჩემი მხარდაჭერითა და წაქეზებით დაიწყო ამ პროექტის დაგეგმვა/განხორციელება და ძალიან ბუნებრივად, მეც აღმოვჩნდი ამ პროცესის ეპიცენტრში, ახლა უკვე თანადამფუძნებლად და თანამმართველად.

ველოსიპედის არის ძალიან ეკომეგობრული ტრანსპორტი, ასევე ჯანსაღი ცხოვრების ხელისშემწყობი, განტვირთვის საოცრად კარგი საშუალება და საკუთარი თავის აღმოჩენის უნიკალური ხერხი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ველოსიპედს ძალიან დიდ პატივს სცემენ, რადგან მან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა სოციალურ მდგომარეობაზე, შესაბამისად ქალაქში მანქანის ველოსიპედით ჩანაცვლება, თუ ველოსიპედის ჯანსაღი ცხოვრების წესის ქცევა, იდეალური საშუალებაა ქვეყნის წინსვლისთვის. ჩვენი ბრენდი კი ხელს უწყობს ველო კულტურის განვითარებას, ჩვენი ტურები, ჩვენი Youtube არხი და ჩვენი აქტიურობა ამ სფეროში არის ხელისშემწყობი, ამ კულტურის შემდგომი ნაბიჯებისთვის.

ჰიპო ველო 2020 წლის მიწურულს დავაარსეთ, როცა პანდემია იყო. კომენდანტის საათის დროს გვიწევდა მუშაობა და ხანდახან, საქმეში ჩართულს დაგვირღვევია კიდეც არაერთხელ ეს წესი. საქმე ბევრი იყო და უნდა მოგვესწრო, რადგან ჰიპო ველოს მუშაობით უნდა გადაგვეხადა გადასახადები და დროულად დაგვეწყო მუშაობა. გამოწვევებისა და სირთულის წინაშე სულ ვართ, ბიზნესი მზარდია და ყოველთვის თან ახლავს ახალ-ახალი დაბრკოლებები.

სმედამ, ბიზნესში არსებული თითოეული დეტალის დაალაგა, მოიცვა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც სჭირდება ბიზნესს სწორი მართვისთვის. ჩემთვის სმედა იყო ინსპირაცია, რომელმაც მიბიძგა მეტი ქმედებებისკენ, მათ შორის მომცა თვითრწმენა, სრულად ჩავრთულიყავი ჩემი კომპანიის საქმიანობაში და დამეწყო გარკვეული საკითხების დალაგება. სმედამ გამაცნო არაჩვეულებრივი მეგობრები, შეუდარებელი მენტორები, რომელთა ლექციებიც და ინდივიდუალური შეხვედრებიც, ფასდაუდებელი იყო. სმედამ მოახერხა და 6 თვეში ჩემი ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ.

სამომავლოდ საკმაოდ ბევრი გეგმა გვაქვს, თუმცა ამ ყველაფერს ეტაპობრივად მიყოლა სჭირდება. ამ ეტაპზე რა პროდუქციაც და სერვისები გვაქვს, ვცდილობთ ეს ყველაფერი დავხვეწოთ და განვავითაროთ. მათ შორის, გვაქვს Youtube არხი, რომლის მეტად დაორგანიზებასაც ვაპირებთ.

ყოველთვიურად მილიონი რომ გადაგიხადონ თუ მაინც ამ საქმეს გააკეთებდი, ესეიგი ეს შენი საქმეა.

თუ, შენს საქმიანობაზე სულ ფიქრობ და მუშაობა ძალიან დიდ დადებით ენერგიებს გაძლევს და ასევე, თუ ამ საქმეში სულ გინდა რომ განვითარდე,არ ჩამორჩე და დაიხვეწო, ესეიგი ეს საქმე ნამდვილად შენია და ამ საქმეში ნამდვილად მიაღწევ წარმატებას.

უნდა აკეთო ის, რაც გიყვარს, თუნდაც საწყის ეტაპზე ძალიან დიდი შრომა მოგიწიოს.

 

შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის

წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე

გაწევრიანდი
×

რეგისტრაცია

×

ავტორიზაცია