შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის
წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე
Piece of BBN ქართული წარმოების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს დახვეწილი და განსხვავებული ქალის თეთრეულის შეძენის შესაძლებლობას. BBN-ის დამფუძნებელი ანა ლაცაბიძე SMEDA-ს მიერ შექმნილი ციფრული აქსელერაციის პროექტის - ”starta“-ს მონაწილეა, სწორედ ის გვესაუბრება უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ...
როგორ გაჩნდა თავდაპირველი იდეა და საიდან იწყება Piece of BBN-ის ისტორია.
2019 წელს პარიზში მოგზაურობისას გადავაწყდით ერთ-ერთ ვინტაჟურ მაღაზიას, სადაც დავინახეთ ქალის განსხვავებული ხელნაკეთი თეთრეული, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე, სწორედ ეს იყო პირველი ინსპირაცია და თავდაპირველი იდეაც აქედან გაჩნდა. იმ პერიოდში საქართველოშიც შევხვდებოდით მსგავსი სახის თეთრეულს, თუმცა მხოლოდ საერთაშორისო ბრენდების მიერ შემოტანილს, რომელიც არ იყო ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც იქნებოდა ხელმისაწვდომი ხალხისთვის და ამავდროულად იქნებოდა განსხვავებული და დახვეწილი. საწყის პერიოდში არ გვქონდა ბიზნესის მართვის მიმართულებით არანაირი გამოცდილება. გარდა ამისა, საქართველოს ბაზარზე ვერ ვიპოვეთ ადამიანი, რომელსაც შეეძლო ქალის თეთრეულის კონსტრუირება და ამ მიმართულებით მუშაობა. თავდაპირველად თეთრეულის მოძიება და შეძენა დავიწყეთ სხვადასხვა ქვეყნიდან. ამით, ერთგვარად შევისწავლეთ საერთაშორისო ბაზარი და დავინახეთ, რა არის მოთხოვნადი, რას ანიშებენ უპირატესობას, რის შედეგადაც ჩამოგვიყალიბდა გარკვეული ხედვა, როგორი ტიპის თეთრეულის მიწოდება შეგვეძლო ქართველი მომხმარებლებისთვის. 2020 წელს გავხსენით პირველი მაღაზია და ამ წელსვე დავიწყეთ ქალის თეთრეულის წარმოება, რაც საკმაოდ რთული გამოწვევა იყო. პროცესში უამრავ სამკერვალო ჯგუფთან გვქონდა შეხება, რათა მიგვეღო ის შედეგი, რომლის მოლოდინიც გვქონდა. ბევრი მცდელობის შედეგაც კი ვიპოვეთ ადამიანი, რომელსაც აქვს ყველა ის უნარი, რაც სჭირდება ქალის თეთრეულის შექმნასა და წარმოებას. დღეს ეს ადამიანი არის Piece of BBN-ის სამკერვალოს ხელმძღვანელი.
რატომ არის Piece of BBN-ის არსებობა საჭირო დღეს ქართული ბაზრისთვის.
Piece of BBN არის პირველი ბრენდი, რომელმაც დაიწყო ქალის არასტანდარტული, განსხვავებული თეთრეულის წარმოება მასიურად და გავიდა ესქპორტზე ამერიკაში ადგილობრივად წარმოებული პროდუქციით. Piece of BBN-ის უპირატესობა არის ის, რომ გვაქვს განსხვავებული პროდუქცია სხვადასხვა ზომაში, მათ შორის უპიდურესად პატარა და დიდ ზომებში. პროდუქციის რეალიზებისთვის რამდენიმე არხი გვაქვს, მათ შორის: მაღაზია და ვებ გვერდი.
ყველაზე დიდი სირთულე და გამოწვევა, რასაც ბიზნესის კეთების პროცესში გადააწყდით.
გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, სურვილი იმდენად დიდი იყო, ბაზარზე ნებისმიერი ადამიანისთვის განსხვავებული და სექსუალური თეთრეულის ხელმისაწვდომ ფასად შეძენის შესაძლებლობა შეგვექმნა და გარდა ამისა, საქართველოში ქალის საცვლების ბიზნესის კუთხით, მაღალი სტანდარტები დაგვემკვიდრებინა პირდაპირ საქმეს შევუდექით. პარალელურად, შევისწავლეთ გრაფიკული დიზაინის ძირითადი პროგრამები, ბუღალტერიაში გავერკვიეთ, ცოტა მარკეტინგში, ფოტოგრაფობაც შევითავსეთ და edx-ის ონალინ ტრენინგებშიც აქტიურად ჩავერთეთ. მოკლედ, სამსახურების შემდეგ ძალიან ბევრი დრო და რესურსი დავუთმეთ იმას, რომ შეგვექმნა Piece of BBN. ლოგოს თავდაპირველი ვერსიაც ჩემი აწობილია, რომლის მოდიფიცირებაც რა თქმა უნდა, დიზაინერის დახმარებით მოხდა.
ყველა ოპერაციის დეტალურად შესწავლა და გავლა არსებითი იყო, რადგან რეალურად ძალიან რთულია პროცესების დელეგირება მოახდინო თუ შენ თავად არ იცი საიდან იწყება და სრულდება თითოეული რგოლის პროცესი. ნელ-ნელა გავიზარდეთ, ჩვენი ამოცანები დავადელეგირეთ, გავმართეთ სისტემა და ჩვენ ახლა მხოლოდ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ვართ ჩართული.
გვესაუბრეთ SMEDA-ს როლზე თქვენი ბიზნესის განვითარებაში და starta-ს აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილებაზე.
პირველ რიგში, აუცილებლად გამოვყოფ ნეთვორქინგს, როგორც სხვა მეწარმეებთან, ისე მენტორებთან დაკავშირებით. როდესაც ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა და სწორი კომუნიკაცია ხდება თქვენს შორის ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ სფეროში, ბიზნესში კი განსაკუთრებით. ასევე მინდა აღვნიშნო მენტორების პროფესიონალიზმი, მათი მიდგომა თითოეული მონაწილის მიმართ, მათი დახმარებით მივიღეთ ბევრი ძალიან საინტერესო და გამოსადეგი ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ გვიჭირდა გარკვეულ თემებში სიღრმისეულად შესვლა, მენტორების მხრიდან მაინც ხდებოდა იმ გზის დანახება, რაც სჭირდებოდა ჩვენს ბიზნესს კონკრეტულ პერიოდში. ბოლომდე ვხვდებოდით საჭიროებას ყველა იმ თემის, რასაც გავდიოდით და თუ ვერ ვხვდებოდით თავად მენტორები აუცილებლად გვახვედრებდნენ ამას.
შესაბამისად, ეს იყო ნეთვორქინგი, სწორი და ეფექტური სტრატეგიის შემუშავება, ახალი გზის და საჭიროებების დანახვა, რომ გავმხადრიყავით ჩვენს საქმეში უფრო წარმატებული. თუ ხედავ შენ სად გაქვს სუსტი წერტილი, ამ პრობლემების გადაჭრაც უკვე მარტივად ხდება და წარმატებაც ამ ეტაპზე გარანტირებული გექნება.
რა მიმდინარე სიახლეები გაქვთ და სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარეთ.
ამ ეტაპზე ორიენტირებული ვართ სრულად ექსპორტზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბაზარზეც ვცდილობთ ვიაქტიუროთ, მაინც ექსპორტის პოტენციალის განვითარებას ვცდილობთ. 2021 წლის დეკემბერში ჩვენი პროდუქცია გავიტანეთ ამერიკაში, რაც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ამ ამჟამად გერმანიაშიც მიმდინარეობს ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სხვადასხვა კომპანიებთან. ეს იქნება ჩვენი პირველი ექსპორტი გერმანიაში, ევროპულ ბაზარზე. ასევე ცოტახნის წინ გავაფართოვეთ ჩვენი სამკერვალო USAID-ის ერთ-ერთი პროექტის დაფინანსებით, რამაც ხელი შეგვიწყო საწარმოო პროცესები უფრო დაგვეჩქარებინა.
რაც შეეხება გეგმებს, ვგეგმავთ B2B კონტრაქტების დადებას გერმანიაში რამდენიმე კომპანიასთან. ეს არ იქნება მხოლოდ საექსპორტო პოტენციალის გაზრდა, არამედ სხვა მრავალი მიმართულებითაც გვაქვს შეთავაზება. ამის გარდა, ვაპირებთ მაღაზიის დამატებას საქართველოში დიდ ქალაქში და უკვე დაახლოებით 2024 წლის პირველი ნახევრისთვის გვინდა ამერიკაში მაღაზიის გახსნა. 2019 წლიდან დღემდე Piece of BBN ფლობს მაღაზიას, სამკერვალოსა და საწყობებს, ნიუ-იორკსა და თბილისში.
რა რჩევას/რეკომენდაციას მისცემდით იმ ხალს, რომელსაც ბიზნესის დაწყება უნდა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა უჭირს.
ასეთ ადამიანებს ვურჩევდი, რომ აუცილებლად რაღაცით დაიწყონ, არ დაელოდონ საუუკეთესო მომენტს. ხშირად მქონია მეც შემთხვევა, როდესაც ველოდები კონკრეტულ მომენტს, თუმცა ნებისმიერი დღე, წუთი და წამი არის ის დრო, როდესაც შეგიძლია რაღაცა დაიწყო. თუკი გჯერათ საკუთარი თავის დაიწყეთ აქ, ახლა და არ გაჩერდეთ, რადგან, როდესაც არ ჩერდები და ისწრაფვი იმისკენ, რისიც გჯერა, აუცილებლად იღებ შესაბამის შედეგს.
წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე