შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის
წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე
SMEDA-ს მიერ შექმნილი ციფრული აქსელერატორ - ”starta“-ს პირველი ნაკადი დასრულდა. აღნიშნული პროექტის მხარდამჭერია USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამია.
starta უნიკალური აქსელერატორია, რომელიც ქალ მეწარმეებს ბიზნესის მართვის საწყის ეტაპზე ეხმარება. 6 თვის განმავლობაში, პროგრამაში მონაწილე მეწარმეებმა შეიძინეს ბიზნესის ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, მიიღეს საჭირო რჩევები და რეკომენდაციები პროფესიონალი მენტორებისაგან.
აქსელერაციის პროგრამა წარმატებით დაასრულა 25 ქალმა მეწარმემ. მათ გაიარეს სამი ძირითადი კომპონენტი ტრენინგების, მენტორინგის პროგრამისა და ნეთვორქინგის მიმართულებით, რაც დაეხმარებათ თავიანთი ბიზნესის შემდგომ ზრდასა და განვითარებაში.
შემაჯამებელ შეხვედრაზე მონაწილე მეწარმეებს პროექტის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები გადაეცათ. ამასთანავე, პროგრამაში ჩართულმა მეწარმეებმა აუდიტორიას პრეზენტაციები წარუდგინეს, სადაც ისაუბრეს თავიანთ ბრენდზე, პროექტში მონაწილეობით მიღებულ გამოცდილებასა და მის მნიშვნელობაზე სამომავლო განვითარებაში.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყვნენ სპიკრები:
ძალიან მალე starta-ს მეორე ნაკადზე აპლიკაციების მიღებას გამოვაცხადებთ.
წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე