GEO

პარტნიორების მოძიება

მცირე და საშუალო ბიზნესისისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი სირთულეა საჭირო ბიზნეს კავშირების მოძიება, მათთან დაკავშირება და ამ ურთიერთობების გრძელვადიანად შენარჩუნება. SMEDA-ს მიზანია ხელი შეუწყოს SME კომპანიებს, საფინანსო ინსტიტუტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დონორებს და ა.შ. სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს შორის ეფექტური კავშირების შექმნას და შენარჩუნებას. პარტნიორების მოძიება განსაკუთრებით დიდი გამოწვევაა, როცა საქმე ეხება ქვეყნის გარეთ საქმის წარმოებას, რადგან ამ შემთხვევაში თავს იჩენს დამატებითი ბარიერები, როგორიცაა მაგალითად - ენობრივი ბარიერი, პარტნიორის სანდოობა, დისტანციასთან დაკავშირებული პრობლემები, კულტურული განსხვავება, საგადასახადო და ზოგადად საკანონმდებლო ბაზის არაერთგვაროვნება და ა.შ. შესაბამისად, ჩვენი როლი ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ამავდროულად დიდია პასუხისმგებლობა.
SME პორტალი, სხვა მრავალ ფუნქციასთან ერთად ითავსებს პარტნიორების მოძიების და მათთან ეფექტურად დაკავშირების ფუნქციასაც, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებული ყურადღება საწყის ეტაპზე დაეთმობა EaP ქვეყნებში პარტნიორების მოძიებას დაEaP ქვეყნებში არსებული SME ბიზნესების ერთმანეთთან დაკავშირების ხელშეწყობას. 

პოლონეთის ადამიანის უფლებათა და ბიზნესის ინსტიტუტი (PIHRB)

პოლონეთის ადამიანის უფლებათა და ბიზნესის ინსტიტუტი (PIHRB)

პოლონეთის ადამიანის უფლებათა და ბიზნესის ინსტიტუტი (PIHRB) - არის დამოუკიდებელი ცენტრი, რომელიც მიზნად ისახავს BHR/UNGP-ს განხორციელებას პოლონეთში და სხვა ქვეყნებში, კვლევისა და საქმიანობის საშუალებით, რაც გავლენას ახდენს ბაზრის ყველა წარმომადგენლის ყოველდღიურ პრაქტიკაზე, პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემუშავებაზე, ასევე საგანმანათლებლო საქმიანობაზე, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გაუმჯობესებაზე ბიზნესის კონტექსტში. PIHRB არამარტო ავითარებს ანალიზს და რეკომენდაციებს ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკის შემქმნელებისთვის, არამედ თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მხარს უჭერს თანამშრომლობით ქსელებს.

პოლონეთი
მეტის ნახვა დახურვა

ევროკრედიტი

ევროკრედიტი

ევრო კრედიტი არის ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც ქართულ ბაზარზე ავტოსესხი წარადგინა, 2020 წლიდან კი კომპანია სწრაფ ბიზნეს სესხებს გასცემს, მხოლოდ უძრავი ქონების უზრუნველყოფით. ასევე, 2020 წლიდან ევრო კრედიტი პირველად ქართულ ბაზარზე მომხმარებელს სთავაზობს სესხის დისტანციურად დამატების ან განმეორებით აღების შესაძლებლობას.

საქართველო (თბილისი)
მეტის ნახვა დახურვა

PMAG

PMAG

PMAG წარმოადგენს გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილ შესაფუთი მასალების კლასტერს, რომელიც მიზნად ისახავს შესაფუთი მასალების ინდუსტრიისა და მისი ინდივიდუალური წევრების დახმარებას, კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე თანამშრომლობის გაფართოების გზით.

საქართველო (თბილისი)
მეტის ნახვა დახურვა

BEROC ეკონომიკური კვლევის ცენტრი

BEROC ეკონომიკური კვლევის ცენტრი

BEROC ეკონომიკური კვლევის ცენტრი - არის ეკონომიკური კვლევითი ცენტრი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საბაზრო ეკონომიკის განვითარებას ბელორუსში მაღალი ხარისხის საზოგადოებრივი დიალოგის საშუალებით, რომელსაც უზრუნველყოფს მაღალი სტანდარტის ანალიტიკა და ექსპერტიზა. BEROC ავრცელებს ეკონომიკის ცოდნას მაღალი ხარისხის კვლევის საშუალებით, ასევე ზრდის კერძო სექტორის პარტნიორებისა და აკადემიური საზოგადოების ეკონომიკურ უნარ-ჩვევებს განათლების მეშვეობით.

ბელორუსია
მეტის ნახვა დახურვა

Jolly

Jolly

JOLLY - ქართული ხელნაკეთი ჩანთების ბრენდია. თითოეული ჩანთა განსაკუთრებული ემოციითაა შექმნილი და მომხარებლებთან დიდი სიყვარულით იგზავნება. ბრენდის სახელიდან გამომდინარე, ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზებასთან ერთად, მათი მთავარი მიზანი ადამიანების ბედნიერი ემოციებით დამუხტვაა.

საქართველო (თბილისი)
მეტის ნახვა დახურვა

ICT კლასტერი

ICT კლასტერი

ICT არის ტექნოლოგიული ინდუსტრიის სთეიქჰოლდერების თანამშრომლობით პლატფორმა, რომელიც მხარს უჭერს ლოკალური და საერთშორისო კავშირების დამყარებას საქართველოს ICT ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის.

საქართველო (თბილისი)
მეტის ნახვა დახურვა

BCI - ბიზნეს საკონსულტაციო ინსტიტუტი

BCI - ბიზნეს საკონსულტაციო ინსტიტუტი

BCI - წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანიას, საკონსულტაციო მომსახურების მულტიდისციპლინარული პორტფელით და დაახლოებით 20 წლიანი გამოცდილებით მოლდოვას საკონსულტაციო ბაზარზე. BCI-ს აღიარებული რეპუტაცია აქვს ურბანული და საქალაქო რეგიონების, აგრეთვე ეროვნული და ტრანსსასაზღვრო რეგიონების ეკონომიკური სტრატეგიების შემუშავებაში და ისარგებლებს დონორთა პროგრამების ფართო სპექტრით, რომელსაც აფინანსებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუტები, როგორიცაა UNDP, მსოფლიო ბანკი, EBRD, USAID, Soros, IFAD, ასევე მოლდოვის სამთავრობო ინსტიტუტები.

მოლდოვა
მეტის ნახვა დახურვა

ედენა

ედენა

სახელოსნო ედენა ტრადიციული რეწვის სახელოსნო სოციალური საწარმოა და 2015 წლიდან მოღვაწეობს ზემორაჭაში, კერძოდ ონში. საწარმო 20-მდე ქალბატონს ასაქმებს. სახელოსნო აწარმოებს რაჭულ სუვენირებს სხვადასხვა ტექნოლოგიით, რომელსაც ჰყიდის მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ონლაინ, ისე საკუთარ ეთნოტურისტულ მაღაზიაში "ეთნო-ონი". მაღაზია და სახელოსნო რეგიონში მნიშვნელოვანი, მიმზიდველი და საინტერესო ტურისტული ლოკაციაა. სახელოსნოს 2015-2021 წლებში მიღებული აქვს ოთხი გრანტი სხვადასხვა კონკურსში დონორი ორგანიზაციებიდან და ორიენტირებულია მუდმივად განვითარებასა და პროდუქტის ხარისხის ზრდაზე

591 71 11 25
lilimaisuradze185@gmail.com
საქართველო (რაჭა)
მეტის ნახვა დახურვა

ინდუსტრიის ინოვაციების კლასტერი

ინდუსტრიის ინოვაციების კლასტერი

ინდუსტრიის ინოვაციების კლასტერი - კლასტერი არის მაღალკვალიფიციური და აქტიური კორპორაციების ჯგუფი, რომელიც დაფუძნებულია და მოქმედებს სლოვაკეთში. ეს პროექტები შეისწავლიან ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და სერვისებს, რათა მოხდეს ტრანსპორტირების, მომხმარებლის გამოცდილების, წარმოების პროცესის და სხვა მობილობასთან დაკავშირებული თემების გაუმჯობესებას. დადგენილი პროცესების, ინდუსტრიებისა და თუნდაც კორპორატიული საზღვრების მიღმა ინოვაციების წამოწყების გამოწვევა უკეთესად შეიძლება გადალახოს, ინოვაციების ან R&D ცენტრის ერთგული გუნდის დახმარებამ.

სლოვაკეთი
მეტის ნახვა დახურვა

პოლონურ-უკრაინული კოოპერაციის ფონდი - ფონდი PAUCI

პოლონურ-უკრაინული კოოპერაციის ფონდი - ფონდი PAUCI

PAUCI დაფუძნდა 2005 წლის აპრილში, როგორც პოლონეთი-ამერიკა-უკრაინის კოოპერაციის ინიციატივის შთამომავალი ორგანიზაცია. 1999 წლიდან, ეს ინიციატივა იყო უნიკალური სამმხრივი სამთავრობოთაშორისი პროგრამა (დაფინანსებულია USAID-ის მიერ), რომელიც მიზნად ისახავს პოლონეთის წარმატებით გარდაქმნას, ცენტრალური დაგეგმილი ეკონომიკიდან, ლიბერალულ ბაზარზე ორიენტირებულ დემოკრატიაზე. ორგანიზაციის მისიაა, რომ შექმნას უკრაინის შესაძლებლობები ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისთვის ევროპული გამოცდილების გამოყენებით.

უკრაინა
მეტის ნახვა დახურვა

Loialte - აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია

Loialte - აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია

Loialte - კომპანია თავაზობს აუდიტს და საკონსულტაციო სერვისებს, თან ავითარებს Loialte Primo - თავაზობს SMEs საქართველოში ფინანსებთან კავშირს და ასევე ხელს უწყობს ფანდრეიზინგის განვითარების სტრატეგიებს, მეორე მხრივ Loialte Strategy ეხმარება SMEs საქართველოში, რათა გაანახლოთ მათი ბიზნეს მოდელები, აქტივობების სტრატეგია და იმპლემენტაციაში მხარდაჭერა.

საქართველო (თბილისი)
მეტის ნახვა დახურვა

ევროპის ბიზნეს ასოციაციის არასამთავრობო ორგანიზაცია EBA

ევროპის ბიზნეს ასოციაციის არასამთავრობო ორგანიზაცია EBA

EBA - მხარს უჭერს სომხეთში ევროპული ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებს და ხელს უწყობს სომხეთსა და ევროკავშირს შორის ინტეგრაციასა და თანამშრომლობას, ასევე აუმჯობესებს ბიზნეს გარემოს, ხელს უწყობს უცხოურ ინვესტიციებს და აუმჯობესებს შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოს.

სომხეთი
მეტის ნახვა დახურვა

ეკონომიკური და სოციალური განვითარების ცენტრი (CESD)

ეკონომიკური და სოციალური განვითარების ცენტრი (CESD)

CESD - აზერბაიჯანის წამყვანი სამეცნიერო ცენტრი. ის არის აზერბაიჯანის წამყვანი სამეცნიერო ცენტრი, რომელიც სპეციალიზირებულია ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის საკითხვებში, რომელიც მუშაობს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოების სხვდასხვა წარმომადგენლებთან და ბიზნესთან.

აზერბაიჯანი
მეტის ნახვა დახურვა

უნგრეთის ქალთა კავშირის ასოციაცია (UHW)

უნგრეთის ქალთა კავშირის ასოციაცია (UHW)

უნგრელი ქალების გაერთიანების ასოციაცია (UHW) - არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 2013 წელს და ცდილობს იყოს ხიდი ქალებსა და გადაწყვეტილების მიმღებებს შორის ეკონომიკური, სოციალური, დასაქმების, საგანმანათლებლო, გარემოს დაცვის, ჯანმრთელობის დაცვისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ გადაწყვეტილებების მიმართულებით. გადაწყვეტილებები მიიღება ქალებისა და ოჯახების სასარგებლოს და რომ ეს გადაწყვეტილებები მხარს უჭერს ინოვაციებს.მათ მოაწყვეს სხვადსხვა ღონისძიება ქალთა ბიზნესის და ინოვაციების პოპულარიზაციის შესახებ.

უნგრეთი
მეტის ნახვა დახურვა

შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის

წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე

გაწევრიანდი
×

რეგისტრაცია

×

ავტორიზაცია