GEO

მოლდოვის რესპუბლიკა

უკან დაბრუნება

2016 წლიდან მოლდოვის რესპუბლიკამ მიაღწია ზომიერ პროგრესს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს განვითარებაში. მოლდოვამ წინ წაიწია SME-ის 2012-2020 წლების განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში მძიმე რეგულაციების შემცირებით, მარეგულირებელი ქმედებების ანალიზის განხორციელებით და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სერვისების მიწოდებით. საყურადღებო რეფორმები ასევე მოიცავს სამეწარმეო სწავლების გაძლიერებულ პოლიტიკას, ახალგაზრდა დამწყები მეწარმეების მხარდაჭერას, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობების გაადვილებას, ელექტრონული მმართველობის გაფართოებული სერვისების განვითარებასა და საჯარო-კერძო დიალოგის ფორმალიზებული პლატფორმის დახვეწას.

SME-ის განვითარების 2012-2020 წლის სტრატეგიის ცვლილება აისახა მცირე და საშუალო ბიზნეს გარემოში ზედმეტი ბიუროკრატიული მოთხოვნების მოხსნაში. ამასთანავე, სახელმწიფომ გააფართოვა ელექტრონული მმართველობის სერვისები და განახორციელა პროგრამები ბიზნესის კეთების ბარიერების შესამსუბუქებლად. მოლდოვამ ერთ-ერთ მთავარ მიზნად დაისახა ბიზნესის კეთების გამარტივება ქვეყანაში.

გატარებული რეფორმები და წინ გადადგმული ნაბიჯები აისახა მსოფლიო ბანკის 2020 წლის ბიზნესის კეთების ანგარიშში, სადაც მოლდოვა 48-ე ადგილზეა 2015 წელს დაფიქსირებული 63-ე ადგილიდან. 2019 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, მოლდოვა 86-ე ადგილზეა 141 ქვეყანას შორის, ფინანსური სისტემით, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ჩათვლით, (შესაბამისად, 124-ე და 93-ე ადგილზეა), 2018 წელთან შედარებით მცირე გაუმჯობესების მიუხედავად, ფინანსური ნაწილი და ზოგადად დაფინანსება ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება.

2016 წელს მიღებული მცირე და საშუალო ბიზნესის ახალი დეფინიცია შეესაბამება ევროკავშირსა და საერთაშორისო პრაქტიკას. ახალი განმარტება იყენებს დასაქმების, ბრუნვისა და ბალანსის კრიტერიუმებს იმის დასადგენად, არის თუ არა კომპანია მიკრო, მცირე თუ საშუალო საწარმო. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმების კრიტერიუმები შეესაბამება ევროკავშირის განმარტებას, მოლდოვაში ბრუნვისა და აქტივების ზღვრები უფრო დაბალია, რაც ასახავს ქვეყანაში არსებულ დაბალ შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე.

ახალი განმარტებით, 2018 წელს მოლდოვაში კომპანიების 98.7% იყო მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი, ხოლო დასაქმების კუთხით, SME სექტორი 59,8%-ს ასაქმებდა.

მცირე და საშუალო ბიზნესი, როგორც წესი, კონცენტრირებულია დაბალი დამატებული ღირებულების სექტორებში - თუმცა ნაკლებად კონცენტრირებული, ვიდრე აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში - როგორიცაა ვაჭრობა (მანქანების შეკეთების ჩათვლით), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა და წარმოება.

 

შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის

წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე

გაწევრიანდი
×

რეგისტრაცია

×

ავტორიზაცია