GEO

ბელორუსია

უკან დაბრუნება

ბოლო წლებში ბელარუსის მთავრობა აძლიერებს ძალისხმევას კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის, მცირე და საშუალო ბიზნესის პოზიციის გასაძლიერებლად და ზრდის, დასაქმებისა და ეკონომიკური მდგრადობის შესანარჩუნებლად. საყურადღებო მიღწევები წინა SBA-ს შეფასების შემდეგ მოიცავს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია 2030-ის მიღებას და მცირე და საშუალო ბიზნესის სააგენტოს შექმნის დებულებების შემუშავებას. გარდა ამისა, პრეზიდენტის №7 ბრძანებულების მიღებამ „მეწარმეობის განვითარების შესახებ“არსებითად გაამარტივა ბიზნესის კეთების რეგულაციები, რადგან ის მოიცავს დებულებებს ბიზნეს ოპერაციებში სახელმწიფოს ჩარევის მინიმიზაციის, საწარმოთა კეთილსინდისიერებისა და 2020 წლამდე ახალი გადასახადების შემოღების აკრძალვის შესახებ.

 

2010 წლიდან მცირე და საშუალო ბიზნესის განმარტება უცვლელია: მცირე და საშუალო საწარმოები განისაზღვრება დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით და იყოფა ინდივიდუალურ მეწარმეებად, მიკრო (15 თანამშრომლამდე), მცირე (16-100 თანამშრომელი) და საშუალო საწარმოებად (101-250 თანამშრომელი). თუმცა  ეს განმარტება ყოველთვის არ გამოიყენება კანონმდებლობაში; მაგალითად, საგადასახადო შეღავათების უფლებას არა SME განმარტება, არამედ ბიზნესის ბრუნვა განსაზღვრავს.

 

მცირე და საშუალო ბიზნესის ეკონომიკური როლი ბელარუსიაში კვლავ შეზღუდულია. 2018 წელს მცირე და საშუალო ბიზნესის, მათ შორის ინდივიდუალური მეწარმეების წილმა ბიზნეს სექტორში 99.5% შეადგინა. ინდივიდუალური მეწარმეების, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობა 2017 წელს შემცირდა 346 109-მდე 2014 წლის 363 160-დან, რაც გარკვეულწილად შეიძლება მიეკუთვნებოდეს მაკროეკონომიკურ შენელებას. 2018 წელს ინდივიდუალური საწარმოები წარმოადგენდნენ ყველა ბიზნეს სუბიექტის 68.1%-ს; მიკროსაწარმოები 27,5%; მცირე საწარმოები 3,3%; საშუალო საწარმოები 0.6% და მსხვილი საწარმოები 0.5%. რეგისტრირებული კომპანიების კლება დაფიქსირდა ბიზნეს სუბიექტების ყველა ზომის კატეგორიაში, მათ შორის დიდ კომპანიებშიც.

 

 

2018 წელს მცირე და საშუალო ბიზნესებმა შეადგინეს მთლიანი დამატებული ღირებულების 28.8%, სამი წლის წინ დაფიქსირებულ 27.6%-თან შედარებით. ზრდის უმეტესი ნაწილი მიკრო და საშუალო ზომის საწარმოებზე მოდის. მცირე და საშუალო საწარმოების წილი ბელარუსის ექსპორტში მერყეობდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. 2017 წლის 47.2% აშკარად ისევ მაღალი მაჩვენებლია 2014 წელს დაფიქსირებულ 42.1%-თან შედარებით. ამავდროულად, მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა (ინდივიდუალური მეწარმეების ჩათვლით) შემცირდა 1 477 300-დან  1 278 0181-მდე.

 

ბელარუსის მცირე და საშუალო საწარმოები ძირითადად მუშაობენ ძალიან მცირე მასშტაბით არაინოვაციური, დაბალი პროდუქტიულობის მქონე ინდუსტრიებში, რაც ხსნის მათ მცირე წილს დამატებულ ღირებულებაში. 2018 წელს მცირე და საშუალო საწარმოების 36% მუშაობდა წარმოებასა და ვაჭრობაში, ასევე ავტოტრანსპორტის შეკეთებაში. მცირე და საშუალო ბიზნესის მხოლოდ 3.5%-მა დანერგა პროდუქტის ან პროცესის ინოვაცია 2018 წელს, ხოლო ამავე წელს ეს მაჩვენებელი ევროკავშირში 34% იყო (Belstat, 2018[8]; EU, 2019[9]). თუმცა, აღსანიშნავია IT სექტორის სწრაფი გაფართოება, სადაც ICT სერვისების ექსპორტი თითქმის გაორმაგდა 2010 წლიდან 2018 წლამდე და 2018 წელს მიაღწია ექსპორტის 21%-ს.

 

ინოვაციურ და მაღალი პროდუქტიულობის მქონე ინდუსტრიებში შეზღუდული მონაწილეობის მიუხედავად, მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევების მიხედვით, მცირე საწარმოების 36.8%-მა და საშუალო საწარმოების 46.1%-მა წარმოადგინა ახალი პროდუქტი და/ან მომსახურება ( ევროპისა და ცენტრალური აზიის საგრძნობლად დაბალ მაჩვენებელთან შედარებით - 25,7% და 30,8%). მცირე საწარმოების 61.1%-ისთვის და საშუალო საწარმოების 68.2%-ისთვის დანერგილი პროდუქტი/მომსახურება ასევე ახალი იყო მთავარ ბაზარზე (ევროპისა და ცენტრალური აზიის საშუალო მაჩვენებლები ამ შემთხვევაში უფრო მაღალია, კერძოდ 66.5% და 70%). დაბოლოს, ფირმების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც დანერგეს პროცესის ინოვაცია, ასევე საშუალოზე მაღალია, რაც შეადგენს 21.7% მცირე საწარმოებისთვის და 32.2% საშუალო საწარმოებისთვის (ევროპისა და ცენტრალური აზიის საშუალო მაჩვენებლები 19.2% და 25.3%).

The country’s SME definition has remained unchanged since 2010: SMEs are exclusively defined by the number of employees and are divided into individual entrepreneurs, micro (up to 15 employees), small (16-100 employees) and medium enterprises (101-250 employees) . This definition is not used consistently in legislation; for example, turnover determines eligibility for some tax advantages.

The economic role of SMEs in Belarus remains limited. In 2018, the share of SMEs, including individual entrepreneurs, in the total business population was 99.5%. The number of individual entrepreneurs, micro, small and medium-sized enterprises has declined to 346 109 in 2017 from 363 160 in 2014, which can to some extent be attributed to the macroeconomic slowdown. In 2018, individual enterprises represented 68.1% of all business entities; microenterprises 27.5%; small enterprises 3.3%; medium enterprises 0.6% and large enterprises 0.5%. All size categories of business entities, including large ones, displayed a decrease of registered companies.

In 2018, SMEs accounted for 28.8% of gross value added , up from 27.6% three years earlier. Most of the growth stems from micro and medium-sized enterprises. The share of SMEs in Belarusian exports of goods has fluctuated over the last four years. The 2017 level of 47.2% remains clearly above the 42.1% observed in 2014. At the same time, the number of employees working for SMEs (including individual entrepreneurs) declined from 1 477 300 in 2014 to 1 278 011 in 2018. This corresponds to 46.7% of the total number of employees in Belarus, up from 43% in 2014. Most of this increase is due to the relative stability of employment in microenterprises and individual entrepreneurs while total employment declined.

Belarusian SMEs mostly operate on very small scales in non-innovative, low-productivity industries, which explains their limited contribution to value added. In 2018, 36% of SMEs operated in manufacturing and trade, as well as repair of motor vehicles (Figure 9.4). Only 3.5% of SMEs introduced product or process innovation in 2018 compared to 34% in the EU (Belstat, 2018[8]; EU, 2019[9]). However, the rapid expansion of the IT sector is worth mentioning, with exports of ICT services having nearly doubled from 2010 to 2018, reaching 21% of all service exports in 2018.

Despite the limited participation in innovative and high-productivity industries, according to the World Bank’s Enterprise Surveys, 36.8% of small and 46.1% of medium enterprises introduced a new product and/or service (compared to the considerably lower Europe and Central Asia averages of 25.7% and 30.8%). For 61.1% of small and 68.2% of medium enterprises, the product/service introduced was also new in the main market (Europe and Central Asia averages are in this case higher, namely 66.5% and 70%). Finally, the percentages of firms that introduced a process innovation are also higher than average, accounting for 21.7% for small enterprises and 32.2% for medium enterprises (Europe and Central Asia averages are 19.2% and 25.3%).

Source: https://www.oecd-ilibrary.org/sites/67adad61-en/index.html?itemId=/content/component/67adad61-en

შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის

წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე

გაწევრიანდი
×

რეგისტრაცია

×

ავტორიზაცია