შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის
წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე
აქსელერაციის პროგრამა შექმნილი იმ იდეით, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეს ჰქონდეს ის ცოდნა და უნარები, რომელიც მას დაეხმარება ერთის მხრივ არსებული ბიზნესის სწორად მართვაში და ასევე, სამომავლო ზრდასა და განვითარებაში. კერძოდ, პროგრამა მოიცავს 3 ძირითად კომპონენტს:
2012 წელს შემოღებული მცირე და საშუალო ბიზნესის სამართლებრივი დეფინიცია უცვლელი რჩება. იგი განსაზღვრავს მიკრო, მცირე და მსხვილ საწარმოებს დასაქმებისა და ბიზნესის ბრუნვის კრიტერიუმების საფუძველზე, რაც ზოგადად შეესაბამება ევროკავშირის განმარტებას. მცირე და საშუალო ბიზნესის სტატისტიკის შედგენისას, უკრაინის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახური (უკრსტატი) იყენებს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის არსებულ სამართლებრივ განმარტებას, ასევე მხოლოდ დასაქმებაზე დაფუძნებულ განმარტებას (უკრაინის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახური (Ukrstat), 2017 [9]), რათა მოხდეს ევროკავშირის ქვეყნებთან შედარება.
2018 წლის მონაცემებით, მცირე და საშუალო საწარმოები შეადგენენ საწარმოების 99.8%-ზე მეტს, მათგან 93.6%-ს კი მიკროსაწარმოები შეადგენენ. მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულების რაოდენობა შეადგენს მთლიანი დასაქმების 68%-ს და აწარმოებს ბიზნეს სექტორში დამატებული ღირებულების დაახლოებით 60%0-ს, რაც საკმაოდ დადებითი მაჩვენებელია.
მცირე და საშუალო ბიზნესის ახალი განმარტება დაინერგა 2018 წლის დეკემბერში, რომლის მიზანი იყო სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტისა და გადასახადების სამინისტროს მიერ გამოყენებული მეთოდოლოგიებში განსხვავებების აღმოფხვრა. ახალი დეფინიცია განასხვავებს მიკრო, მცირე, საშუალო და მსხვილ საწარმოებს და ნაწილობრივ შეესაბამება ევროკავშირის განმარტებას. ასევე სინქრონიზებული და დახვეწილია დასაქმებულთა რაოდენობასთან დაკავშირებული კრიტერიუმები.
2010 წლიდან მცირე და საშუალო ბიზნესის განმარტება უცვლელია: მცირე და საშუალო საწარმოები განისაზღვრება დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით და იყოფა ინდივიდუალურ მეწარმეებად, მიკრო (15 თანამშრომელამდე), მცირე (16-100 თანამშრომელი) და საშუალო საწარმოებად (101-250 თანამშრომელი). თუმცა ეს განმარტება ყოველთვის არ გამოიყენება კანონმდებლობაში; მაგალითად, საგადასახადო შეღავათების უფლებას არა SME განმარტება, არამედ ბიზნესის ბრუნვა განსაზღვრავს.
ზოგადი ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიუხედავად, საქართველო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით იგივე გამოწვევების წინაშე დგას, როგორც ბევრი განვითარებადი ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი შეადგენს მოქმედი საწარმოების უმეტესობას, მათი წილი მშპ-ში მაინც ძალიან დაბალია. საქართველოს მთავრობა აღიარებს მცირე და საშუალო ბიზნესის მნიშვნელობასა და მის როლს ეკონომიკურ განვითარებაში და მოწოდებულია ბიზნეს გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისთვის ამ მიმართულებით, რათა შეძლოს SME სექტორის განვითარება და ზრდა. ზოგადად, კერძო სექტორის და განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. შესაბამისად, ეს არის „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის“ - საქართველო 2020 (ივნისი, 2014 წ.), ასევე პროგრამის „ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის“ (ივლისი, 2014 წ.) ერთ-ერთი პრიორიტეტი.
2016 წელს მიღებული მცირე და საშუალო ბიზნესის ახალი დეფინიცია შეესაბამება ევროკავშირსა და საერთაშორისო პრაქტიკას. ახალი განმარტება იყენებს დასაქმების, ბრუნვისა და ბალანსის კრიტერიუმებს იმის დასადგენად, არის თუ არა კომპანია მიკრო, მცირე თუ საშუალო საწარმო. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმების კრიტერიუმები შეესაბამება ევროკავშირის განმარტებას, მოლდოვაში ბრუნვისა და აქტივების ზღვრები უფრო დაბალია, რაც ასახავს ქვეყანაში არსებულ დაბალ შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე.
წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე