პარტნიორები
Terminal
Terminal - ის სპეციალური შეთავაზება სტარტას ბენეფიციარებისთვის!
30 % ფასდაკლება ფიქსირებული დესქების ერთთვიან საწევროზე
ფასდაკლება ვრცელდება 6 თვიანი კონტრაქტის სრულ ვადაზე.
USAID
USAID საქართველოში მუშაობს 1992 წლიდან. ამ დღიდან ამერიკელმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1,8 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს. წარმატებული პარტნიორობის პირობებში აშშ-ს მთავრობა ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიონ დოლარს გამოყოფს 55 სხვადასხვა პროგრამისთვის. ეს პროგრამები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე და დასავლეთზე ორიენტირებულ განვითარებას.
International Visegrad Fund
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი არის საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას - ეს ქვეყნებია: ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი.
German Sparkassenstiftung Georgia
შემნახველი ბანკების ფონდი (შპარკასე) საერთაშორისო თანამშრომლობისთვის არის გერმანული შემნახველი ბანკების ფინანსური ჯგუფის წევრი ორგანიზაცია, რომელიც ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მუშაობს. შემნახველი ბანკების ფონდის პარტნიორი ორგანიზაციები ხელს უწყობენ სიღარიბის დაძლევის პროცესს. მათი ძირითადი სამიზნე ჯგუფები გახლავთ მცირე და საშუალო ბიზნესი (SME) და ღარიბი და სოციალურად დაუცველი ჯგუფები, რომლებიც სამსახურისა და შემოსავლის ძიების პროცესში არიან.
PMI Georgia Chapter
PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის მიზანს პროექტების მართვის მთავარ საკომუნიკაციო პლატფორმად ჩამოყალიბება წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში პროექტის მართვის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას, პროფესიის შესახებ ცნობადობის და აღიარების ზრდას და ღირებულებების წარმოჩენას პრაქტიკოსი პროექტის მენეჯერებისა და ორგანიზაციებისათვის.
საქართველო ფინტექ ასოციაცია
საქართველოს ფინტექ აქსოციაციის მიზანია საკომუნიკაციო პლატფორმის ჩამოყალიბება და ფინტექის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.
მემორანდუმის ფარგლებში SMEDA და Fintech Association of Georgia დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს, რომელიც ორიენტირებული იქნება ფინანსური ტექნოლოგიების სექტორში მომუშავე კომპანიების, ასევე ზოგადად ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებასა და პოპულარიზაციაზე.
ჰუალინგ პლაზა
Hualing Plaza თბილისის ზღვის პლაზა კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი, 110 000 კვ.მ. ფართობის მქონე მრავალპროფილური სავაჭრო ცენტრია, რომელიც ასევე მოიცავს, 16 კეთილმოწყობილ პავილიონს. ჰუალინგ ჯგუფი, მოლის ახალი კონცეფციის განვითარების ფარგლებში, სმედას პარტნიორ კომპანიებს სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს სავაჭრო ფართებზე. ეს გულისხმობს ერთ სივრცეში სავაჭრო ობექტებისა და სერვისების ისეთ ერთობლიობას, რომელიც მომხმარებლისთვის თვისობრივად ახალი, უნიკალური და ხელსაყრელი სავაჭრო გამოცდილების პრეცედენტს შექმნის.
UNDP
გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიღწევას ყველასთვის და არავის დატოვებს. UNDP-მა დაამყარა თავისი ყოფნა საქართველოში 1993 წელს, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყანას ოთხ ძირითად სფეროში: (1) დემოკრატიული მმართველობა, (2) ეკონომიკური განვითარება, (3) გარემო და ენერგეტიკა და (4) კრიზისის პრევენცია და აღდგენა.
ADB - აზიის განვითარების ბანკი
აზიის განვითარების ბანკი არის რეგიონალური განვითარების ბანკი, რომელიც დაარსდა 1966 წლის 19 დეკემბერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ორტიგასის ცენტრში, რომელიც მდებარეობს ქალაქ მანდალუიონგში, მეტრო მანილაში, ფილიპინები. კომპანიას ასევე აქვს 31 საველე ოფისი მთელს მსოფლიოში, რათა ხელი შეუწყოს აზიის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას.
FIABCI-Georgia
FIABCI, როგორც უძრავი ქონების პროფესიონალების უდიდესი ქსელი, წარმოადგენს FIABCI Georgia-ს ძლიერ ძალას. FIABCI უზრუნველყოფს წვდომას და შესაძლებლობებს უძრავი ქონების პროფესიონალებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ცოდნის მოპოვებით, ინფორმაციის გაზიარებით და საერთაშორისო ბიზნესის წარმართვით. იყო უძრავი ქონების ამ წამყვანი გლობალური ასოციაციის ნაწილი, ნიშნავს წვდომას სექტორის წამყვანი მოთამაშეების უნიკალურ ქსელზე მთელს მსოფლიოში.
Property Georgia
Property Georgia N1 უძრავი ქონების გზამკვლევი საქართველოში.
propertygeorgia.ge შეიქმნა უძრავი ქონების სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის და კომპანიებისთვის, რათა მათ ერთ სივრცეში მიიღონ დეტალური ინფორმაცია უახლესი სამშენებლო-დეველოპერული პროექტების შესახებ, გაეცნონ ბაზრის კვლევებსა და სიახლეებს, ექსპერტების პროგნოზებს, მოიძიონ სასურველი კომპანია თუ პროექტი...
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს საქართველოს ცენტრალურ ბანკს და მისი სტატუსი განსაზღვრულია ქვეყნის კონსტიტუციით. ეროვნული ბანკის საქმიანობის უმთავრესი მიზანია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა.
პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში 1919 წელს შეიქმნა და როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ცენტრალური ბანკი, 1991 წლიდან არსებობს.