გუნდის შესახებ
SMEDA-ის გუნდი დაკომპლექტებულია კერძო თუ საჯარო სექტორში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების, ამავდროულად მდიდარი აკადემიური განათლების მქონე პროფესიონალებით, რომლებსაც მცირე და საშუალო ბიზნესთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გააჩნიათ და შესაბამისად კარგად ესმით ამ სექტორის საჭიროებები, პრობლემატიკა და ამ პრობლემების გადაწყვეტის გზები.
მეტის ნახვაStarta სტარტაპების მხარდამჭერი პროგრამა გახლავთ საქართველოში, რომელსაც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) ახორციელებს. პროექტს ფინანსურად მხარს უჭერს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
პოლონეთის ადამიანის უფლებათა და ბიზნესის ინსტიტუტი (PIHRB) - არის დამოუკიდებელი ცენტრი, რომელიც მიზნად ისახავს BHR/UNGP-ს განხორციელებას პოლონეთში და სხვა ქვეყნებში, კვლევისა და საქმიანობის საშუალებით, რაც გავლენას ახდენს ბაზრის ყველა წარმომადგენლის ყოველდღიურ პრაქტიკაზე, პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემუშავებაზე, ასევე საგანმანათლებლო საქმიანობაზე, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გაუმჯობესებაზე ბიზნესის კონტექსტში. PIHRB არამარტო ავითარებს ანალიზს და რეკომენდაციებს ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკის შემქმნელებისთვის, არამედ თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მხარს უჭერს თანამშრომლობით ქსელებს.
ევრო კრედიტი არის ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც ქართულ ბაზარზე ავტოსესხი წარადგინა, 2020 წლიდან კი კომპანია სწრაფ ბიზნეს სესხებს გასცემს, მხოლოდ უძრავი ქონების უზრუნველყოფით. ასევე, 2020 წლიდან ევრო კრედიტი პირველად ქართულ ბაზარზე მომხმარებელს სთავაზობს სესხის დისტანციურად დამატების ან განმეორებით აღების შესაძლებლობას.
PMAG წარმოადგენს გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილ შესაფუთი მასალების კლასტერს, რომელიც მიზნად ისახავს შესაფუთი მასალების ინდუსტრიისა და მისი ინდივიდუალური წევრების დახმარებას, კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე თანამშრომლობის გაფართოების გზით.
BEROC ეკონომიკური კვლევის ცენტრი - არის ეკონომიკური კვლევითი ცენტრი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საბაზრო ეკონომიკის განვითარებას ბელორუსში მაღალი ხარისხის საზოგადოებრივი დიალოგის საშუალებით, რომელსაც უზრუნველყოფს მაღალი სტანდარტის ანალიტიკა და ექსპერტიზა. BEROC ავრცელებს ეკონომიკის ცოდნას მაღალი ხარისხის კვლევის საშუალებით, ასევე ზრდის კერძო სექტორის პარტნიორებისა და აკადემიური საზოგადოების ეკონომიკურ უნარ-ჩვევებს განათლების მეშვეობით.
JOLLY - ქართული ხელნაკეთი ჩანთების ბრენდია. თითოეული ჩანთა განსაკუთრებული ემოციითაა შექმნილი და მომხარებლებთან დიდი სიყვარულით იგზავნება. ბრენდის სახელიდან გამომდინარე, ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზებასთან ერთად, მათი მთავარი მიზანი ადამიანების ბედნიერი ემოციებით დამუხტვაა.
ICT არის ტექნოლოგიული ინდუსტრიის სთეიქჰოლდერების თანამშრომლობით პლატფორმა, რომელიც მხარს უჭერს ლოკალური და საერთშორისო კავშირების დამყარებას საქართველოს ICT ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის.
BCI - წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანიას, საკონსულტაციო მომსახურების მულტიდისციპლინარული პორტფელით და დაახლოებით 20 წლიანი გამოცდილებით მოლდოვას საკონსულტაციო ბაზარზე. BCI-ს აღიარებული რეპუტაცია აქვს ურბანული და საქალაქო რეგიონების, აგრეთვე ეროვნული და ტრანსსასაზღვრო რეგიონების ეკონომიკური სტრატეგიების შემუშავებაში და ისარგებლებს დონორთა პროგრამების ფართო სპექტრით, რომელსაც აფინანსებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუტები, როგორიცაა UNDP, მსოფლიო ბანკი, EBRD, USAID, Soros, IFAD, ასევე მოლდოვის სამთავრობო ინსტიტუტები.
სახელოსნო ედენა ტრადიციული რეწვის სახელოსნო სოციალური საწარმოა და 2015 წლიდან მოღვაწეობს ზემორაჭაში, კერძოდ ონში. საწარმო 20-მდე ქალბატონს ასაქმებს. სახელოსნო აწარმოებს რაჭულ სუვენირებს სხვადასხვა ტექნოლოგიით, რომელსაც ჰყიდის მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ონლაინ, ისე საკუთარ ეთნოტურისტულ მაღაზიაში "ეთნო-ონი". მაღაზია და სახელოსნო რეგიონში მნიშვნელოვანი, მიმზიდველი და საინტერესო ტურისტული ლოკაციაა. სახელოსნოს 2015-2021 წლებში მიღებული აქვს ოთხი გრანტი სხვადასხვა კონკურსში დონორი ორგანიზაციებიდან და ორიენტირებულია მუდმივად განვითარებასა და პროდუქტის ხარისხის ზრდაზე
SMEDA-ს წევრობით გეძლევათ საშუალება დაესწროთ უამრავ ღონისძიებას, როგორებიცაა: ბიზნეს სადილები, მასტერკლასები, ბიზნეს ქეისების განხილვა, ვორქშოპები და ა.შ.
საწევრო გადასახადის გადახდა ხორციელდება კვარტალური, 6 თვეში ერთხელ ან წლიური გადახდის სქემით. გადახდა ხორციელდება პაკეტის შეძენისთანავე.
SMEDA-ს წევრობით თქვენ ერთიანდებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით შექმნილ ორგანიზაციაში და ამასთან, გეძლევათ შესაძლებლობა მიიღოთ სარგებელი ასოციაციის წევრობით და თქვენც შეიტანოთ საკუთარი წვლილი, როგორც SMEDA-ს, ისე მისი თითოეული წევრის განვითარებაში.
წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე