SME სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი და ამავდროულად მისი სიჯანსაღის კარგი ინდიკატორია. რაც უფრო ძლიერია მცირე და საშუალო მეწარმეობა ქვეყანაში, მით უფრო ძლიერია ქვეყნის ეკონომიკა, სტაბილური და მდგრადია პოლიტიკური მდგომაროება და ა.შ.
კურსის შინაარსი
SME სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი და ამავდროულად მისი სიჯანსაღის კარგი ინდიკატორია. რაც უფრო ძლიერია მცირე და საშუალო მეწარმეობა ქვეყანაში, მით უფრო ძლიერია ქვეყნის ეკონომიკა, სტაბილური და მდგრადია პოლიტიკური მდგომაროება და ა.შ.
COVID 19-ის ნეგატიური გავლენა ბიზნესების უდიდეს ნაწილზე აისახა, თუმცა განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიიღეს მცირე და საშუალო ბიზნესებმა. ამ მოვლენას თავი მხრივ გარკვეული მიზეზები აქვს, მათ შორის არის ფინანსური სიმყიფე, რაც თავის მხრივ დამახასიათებელია SME ბიზნესისთვის, ბიზნესის მართვის, მათ შორის კრიზისულ სიტუაციებში ოპერირების გამოცდილების მწირი გამოცდილება და ა.შ. კურსის „SME მენეჯმენტი“ შექმნის ინსპირაცია სწორედ ხსენებული გარემოებები გახდა. კურსის ძირითადი მიზანია, მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა მენეჯერებს შესძინოს ის ძირითადი ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რომლითაც ისინი შეძლებენ საკუთარი საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვას, ასევე იზრუნონ ზრდასა და განვითარებაზე.
კურსი მოიცავს რვა ძირითად მოდულს და სრულად მიმოიხილავს იმ მნიშვნელოვან საკითხებს რომლებიც SME ზომის კომპანიის მენეჯერს სჭირდება თავისი ყოველდღიური საქმიანობის ეფექტურად განსახორციელებლად, ასევე გრძელვადიანი დაგეგმარებისთვის, ესენია:
- მენეჯმენტის პრინციპები, სტრატეგია და ბიზნეს მოდელი
- მარკეტინგი და გაყიდვები
- ოპერაციები
- ადამიანური კაპიტალის მართვა (HRM)
- ფინანსები
- ინოვაციები, ზრდა&განვითარება
- დაფინანსების მოძიება და ბიზნესის ინტერნაციონალიზაცია
- რისკ მენეჯმენტი და კრიზისის მართვა
ვეცადეთ, რომ კურსი ყოფილიყო მაქსიმალურად პრაქტიკული, რისთვისაც ფაქტორბივად კურსის ყველა ნაწილი დატვირთლია პრაქტიკული მაგალითებითა და სიმულაციური სავარჯიშოებით. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ კურსი დაახლოებით
კურსის გავლის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
ვისთვის არის განკუთვნილი ტრენინგი:
- SME კომპანიის დამფუძნებლებისთვის
- SME კომპანიის აღმასრულებელი მენეჯმენტისთვის
- სხვა, ნებისმიერი დაინტერესებული პირებისთვის
ტრენერი:
- მარიკა კლდიაშვილი - მარიკა კლდიაშვილი, მართვის აკადემიის ინოვაციების დირექტორი და ლოიალტე Strategy მიმართულების პარტნიორია. მარიკას აქვს 20 წლიანი გამოცდილება როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში ინოვაციების და განვითარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. იგი სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ბიზნეს ინკუბატორების პროგრამების ჩამოყალიბებას და მენტორის როლში თანამშრომლობდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან და სტარტაპებთან. მარიკა ფლობს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს და ასევე საერთაშორისო პროექტების მართვის პროფესიონალის (PMP) სერტიფიკატს.
- თეა გოგელია -
- თიკო მაღრაძე -
- გიორგი მგელაძე - კურსს გაუძღვება - გიორგი მგელაძე, მარკეტინგული კომპანია მავერიკის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგის განათლება მიღებული აქვს კოპენჰაგენში საბაკალავრო პროგრამაზე და ასევე ის არის, ილიაუნის ბაკალავრის-მაგისტრის ხარისხის მფლობელი. SME ბიზნესთან გიორგის გამოცდილება მრავალ წელს ითვლის, როგორც პროფესიული სერვისების, ისე სატრენინგო მიმართულებით.
- თემო აბელაშვილი - თემო ლოიალტეს პარტნიორია და ხელმძღვანელობს ფინანსური აუთსორსინგის მიმართულებას. თემოს აქვს მცირე და საშუალო და კორპორატიულ სეგმენტში ბიზნესების ანალიზის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. მისი პორტფელი ითვლის დაახლოებით 600 – 700 მდე ბიზნეს პროექტის ანალიტიკას და რისკების შეფასებას. თემოს ასევე აქვს სხვადასხვა ზომისა და სხვადასხვა სექტორში მომუშავე კომპანიათა თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით ფინანსური ანალიზის და მენეჯერული აღრიცხვის სასწავლო კურსების ჩატარების დიდი გამოცდილება.
- გიგა ფაიქიძე - ტრენინგს გაუძღვება „მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარების ასოციაციის -SMEDA“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ასევე აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტეს“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი - გიგა ფაიქიძე. მას აქვს მცირე და საშუალო ბიზნესთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. გიგას ყოველდღიურ რეჟიმში უწევს შეხება SME ბიზნესთან როგორც თბილისში, ისე რეგიონების მასშტაბით და კარგად ესმის ამ სექტორში არსებული გამოწვევები, რისკები და შესაძლებლობები.
კურსის ხანგრძლივობა: 23 შეხვედრა
კურსის დაწყების თარიღი: 15 თებერვალი
კურსის ინტენსივობა: კვირაში ორჯერ
კურსის ღირებულება: 1500 ₾
ფორმატი: ჰიბრიდული (სესიები გაიმართება დისტანციურად (პლატფორმა zoom გამოყენებით), ხოლო ბოლო შეხვედრა და კურსის დახურვა გაიმართება თბილისში, ფიზიკურად შეხვედრის ფორმატში).
კურსის შინაარსი
კურსის წარდგენა - 1 შეხვედრა
- ჯგუფის გაცნობა
- კურსის მიმოხილვა
- SME სექტორის მიმოხილვა, ძირითითადი საჭიროებები SME-სთვის
- ქართული რეალობა და საერთაშორისო ტენდენციები
- SME საჭიროებები და ქვეყნის სტრატეგია
სტრატეგია და ბიზნეს მოდელი - 3 შეხვედრა
ტრენერი თიკო მაღრაძე
- მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები
- მენეჯერის ტიპები
- ლიდერი VS მენეჯერი
- სტრატეგიული მენეჯმენტის არსი
- მიზანი, მისია
- SWOT ანალიზის არსი
- ბიზნეს მოდელი VS სტრატეგია
- CANVAS ბიზნეს მოდელი
- პროექტის CANVAS შედგენა და განხილვა
- კონკრეტული სტრატეგიული გადაწყვეტილებები კონკრეტული მონაწილეების ქეისებზე დაყრდნობით
მარკეტინგი და გაყიდვები, 5 შეხვედრა
ტრენერი -გიორგი მგელაძე
- რა არის და რას ემსახურება მარკეტინგი
- მარკეტინგის პროცესი
- მარკეტინგული გარემო
- რისთვის გვჭირდება მარკეტინგული სტრატეგია
- სეგმენტაცია, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და პოზიციონირება ბაზარზე
- არხები, რომლებიც დაგეხმარებათ გაყიდვებში
- როგორ განვსაზღვროთ რეალური KPI-ები
- კონტენტ მარკეტინგი და მისი ფორმები
- ბრენდინგი
- მარკეტინგული კომუნიკაციების მიქსი
- გაყიდვების პროცესის მენეჯმენტი
- ინსორსის და აუთსორსის უპირატესობები
- რა მნიშვნელობა აქვს მარკეტინგულ კვლევას
- სოციალური მედია - ძლიერი იარაღი ეფექტური კომუნიკაციისთვის
- სტრატეგია ციფრული არხებისთვის
- სამიზნე აუდიტორიების იდენტიფიცირება ციფრულ სამყაროში
- ციფრული მედია არხების ანალიზი
- რა შესაძლებლობები აქვს Google-ს?
- Search, Display, YouTube Ads
- Google Analytics
- როგორ შევქმნათ საჭირო ციფრული არხები მცირე ბიუჯეტით
- როგორ მოვახდინოთ სწორი ბიუჯეტირება
- მონაცემთა ანალიზი
ოპერაციები, 2 შეხვედრა
ტრენერი - მარიკა კლდიაშვილი
- კომპანიის პროდუქტები, სერვისი და ოპერაციები
- ეფექტური პროცესების მნიშვნელობა
- ოპერაციებისა და მომხმარებლის კმაყოფილების კავშირი
- პროდუქტიულობის განმარტება და კავშირი ოპერაციებთან
- ხარისხის მართვის როლი
- ინფორმაციული სისტემების როლი თანამედროვე კომპანიის ოპერირებაში, SLA (სერვისის ხელშეკრულება) IT მომსახურების პროვაიდერებთან
- ინფორმაციული უსაფრთხოება
- CRM და ERP სისტემების მიმოხილვა
- შესყიდვების პროცესის მართვა, ტენდერი და RFP
ადამიანური კაპიტალის მართვა (HRM), 3 შეხვედრა
ტრენერი - თეა გოგელია
- ორგანიზაციული კულტურა
- მოძიება/რეკრუტინგი
- თანამშრომელთა შენარჩუნება, მოტივაცია/ჩართულობის გაზრდა
- თანაშრომელთა სწავლება და განვითარება
- კომპენსაცია და ბენეფიტები
ფინანსური მართვა, 5 შეხვედრა
ტრენერი - თემო აბელაშვილი
- ბრუნვითი უწყისი და მისი სწორად წაკითხვა
- მოგება-ზარალის უწყისი
- ბალანსის უწყისი
- ფულის მოძრაობის უწყისი
- ფიქსირებული და ცვლადი ხარჯები
- ფინანსური მაჩვენებლები და მათი პრაქტიკული აპლიკაცია
- პრაქტიკული სამუშაო ფინანსური უწყისების წარმოებაზე
- პრაქტიკული სამუშაოები ფინანსური მაჩვენებლებზე და შედეგების ინტერპრეტაცია
- სამუშაო კაპიტალის მენეჯმენტი
- ფულის მოძრაობის ციკლი და სხვა სამუშაო კაპიტალის კოეფიციენტები
- ოპტიმალური სამუშაო კაპიტალის დადგენა
- ბიუჯეტირება და მისი ეფექტი ბიზნესის განვითარებაზე
- პროგნოზირების ინსტრუმენტები ხარჯების და შემოსავლების დაგეგმვაში
- გეგმა vs ფაქტი და მისი მუდმივი მონიტორინგი
- break even point
ინოვაციები, ზრდა და განვითარება, 2 შეხვედრა
ტრენერი - მარიკა კლდიაშვილი
- ინოვაციების არსი: ტექნოლოგიური, პროცესების, პოზიციონირების ინოვაციების მაგალითები
- პროექტის არსი
- პროექტის წარმართვის მიდგომების მიმოხილვა: Waterfall da Agile
- ინოვაციების, უწყვეტი განვითარების და ზრდის კულტურა
- სტარტაპული აზროვნება ბიზნესში
დაფინანსების მოძიება; ბიზნესის ინტერნაციონალიზაცია - 1 შეხვედრა
ტრენერი - გიგა ფაიქიძე
- დაფინანსების მოძიების ძირითადი ადგილობრივი და საერთაშორისო წყაროები
- დაფინანსების მოძიებისთვის აუცილებელი ტექნიკები
- ბიზნესის/პროდუქტის ქვეყნის გარეთ გასატანად საჭირო პრაქტიკული ხელსაწყოები/პლატფორმები
- ბიზნესის ინტერნაციონალიზაციისთვისა საჭირო და აუცილებელი საკითხების მიმოხილვა
რისკ მენეჯმენტი; კრიზისის მართვა - 1 შეხვედრა
ტრენერი - გიგა ფაიქიძე
- რისკ მენეჯმენტი ძირითადი პრინციპები
- ბიზნეს უწყვეტობა
- კრიზისის მართვა
პრაქტიკული სამუშაო; კურსის შეჯამება
- ჯგუფური დავალების პრეზენტაციები
- ინდივიდუალური სამუშაო
- შეჯამება
- კურსის დახურვა
კურსსის დახურვა გაიმართება ფიზიკურად შეხვედრის ფორმატში თბილისში, მთელი დღს განმავლობაში. შეხვედრაზე მონაწილეები მოახდენენ საკუთარი პრაქტიკული დავალებების პრეზენტაციას. ბოლო შეხვედრას ექნება ასევე ნეთვორქინგის დატვირთვაც, სადაც ნახევრადფორმალურ გარემოში კურსის მონაწილეები და ტრენერები ერთმანეთს გაიცნობენ.
*SME კომპანიის განმარტება:
2017 წლიდან საქართველოში საწარმოთა ზომის განსაზღვრის შემდეგი მეთოდოლოგია მოქმედებს:
- მსხვილ საწარმოებს განეკუთვნება საწარმო, სადაც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა აღემატება 249 კაცს ან/და შუალო წლიური ბრუნვის მოცულობა 60 მლნ. ლარს.
- საშუალო ზომის საწარმოებს მიეკუთვნება ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა მერყეობს 50-დან 250 კაცამდე, ხოლო საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა – 12 მლნ. ლარიდან 60 მლნ ლარამდე.
- მცირე ზომის საწარმოებს მიეკუთვნება ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა არ აღემატება 50 დასაქმებულს და საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა არ აღემატება 12 მლნ. ლარს.